„დღეში მხოლოდ 25 საათია, ფუჭად ნუ დაკარგავ!“ – რატომ მცირდება დედამიწის ბრუნვის სიჩქარე

„დღეში მხოლოდ 25 საათია, ფუჭად ნუ დაკარგავ!“ - რატომ მცირდება დედამიწის ბრუნვის სიჩქარემეცნიერებმა საფუძვლიანი მტკიცებულებები იპოვეს იმისა, რომ 2018 წელს დიდი მაგნიტუდის მიწისძვრები მთელ მსოფლიოში უფრო ინტენსიური გახდება. შემოდგომაზე კოლორადოსა და მონტანას უნივერსიტეტის პროფესორებმა განახორციელეს კვლევა, რომლის შედეგებში ნაჩვენებია, რომ მიმდინარე წელს ყველაზე შემაშფოთებელი კატაკლიზმის რაოდენობა გაორმაგდება.

დედამიწის ღერძის გარშემო ბრუნვა ციკლურია და ხშირად მერყეობს. ჯერ რამდენიმე მილისეკუნდით შემცირდება, მერე კი მოიმატებს. მაგრამ ბრუნვის სიჩქარე თანდათან უფრო და უფრო მცირდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ პროცესს ვერ შევამჩნევთ, მაგრამ სამაგიეროდ არ გაგვიჭირდება შემჩნევა მიწისძვრებისა, რისი საფუძველიც დედამიწის ბრუნვის ცვალებადობა შეიძლება გახდეს.

2017 წელი უკვე ზედიზედ მეოთხე წელიწადი იყო, რაც მეცნიერებმა დედამიწის ბრუნვის სიჩქარის შენელება დააფიქსირეს. რა თქმა, უნდა მცირე რიცხვი თავისთავად არაფერს გვეუბნება, მაგრამ როცა საქმე ჩვენი სამყაროს მუშაობის ციკლს ეხება, მილისეკუნდებიც კი ძალიან მნიშვნელოვანია.

დედამიწის ღერძის გარშემო ბრუნვის შემცირების კვალდაკვალ დღეები უფრო და უფრო გრძელი გახდება. მაგრამ როცა ეს უკვე შესამჩნევი იქნება, ბნელი ღამეების სიმცირე ალბათ ყველაზე უკანასკნელი აღმოჩნდება იმ პრობლემათაგან, რომლებიც თავზე დაგვატყდება.

რატომ მცირდება დღეღამური ბრუნვის სიჩქარე?

ამასთან დაკავშირებით რამდენიმე ჰიპოთეზა არსებობს.  ცნობილი მოსაზრების თანახმად, პლანეტას დიდი ხნის წინათ მარსის ზომის ობიექტი შეეჯახა. დაჯახებამ დედამიწის ღერძის გარშემო ბრუნვა ისე დააჩქარა, რომ მაშინ დღის ხანგრძლივობა 6 საათს შეადგენდა. შეიძლება იმავე დროს შეჯახებისგან დარჩენილი ნატეხები შეერთებულიყო და წარმოქმნილიყო ციური სხეული, რომელსაც დღეს მთვარის სახელით ვიცნობთ და რომელიც გრავიტაციის წყალობით „მიეჯაჭვა“ ჩვენს პლანეტას სამუდამოდ. მას შემდეგ, რაც უფრო ნელდებოდა ბრუნვის პერიოდი, მთვარე უფრო და უფრო შორდებოდა დედამიწის. ასე მოვედით 24 საათიანი დღის ციკლამდე, რომელსაც შეეგუა და მოერგო ყველა ბიოლოგიური ორგანიზმი.

მაგრამ რა მოხდება დიდი ხნის შემდეგ, ღერძის გარშემო ბრუნვის სიჩქარის კლების კვალდაკვალ?

შეიძლება ჩვენ და ჩვენს უახლოეს თაობებს მხოლოდ კატაკლიზმების გადატანა მოგვიხდეს, მაგრამ ერთ დღესაც, კაცობრიობას ხვალინდელი დღე აღარ გაუთენდება.

დედამიწა რომ არ ბრუნავდეს, ჩვენ ნახევარი წელი დღის სინათლეში, ხოლო მეორე ნახევარი კი ღამის სიბნელეში ვიცხოვრებდით. დღეები უფრო ცხელი, ხოლო ღამეები კი უფრო ცივი გახდებოდა. ისევე, როგორც პლანეტა მერკურზე. ატმოსფერული წნევის ცვლილების გამო ცხოვრება მხოლოდ პლანეტის შუა განედებზე იქნებოდა შესაძლებელი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი საერთოდ იარსებებდა მიწა, რომ ზედ გვეცხოვრა.

ბრუნვის შემცირების შედეგი იქნება ის, რომ ოკეანეები პოლუსებისკენ დაიწყებენ გადაადგილებას. ამას შეუძლია ახლანდელი კონტინენტები ეკვატორზე გადაფენილ ერთ დიდ მეგაკონტინენტად აქციოს. თუმცა, პლანეტის შრეების გადაადგილების შედეგად იმდენი მიწისძვრა, და ვულკანის ამოფრქვევა მოხდება, სანამ ეს უზარმაზარი მიწის მასა საერთოდ არ განადგურდება.

მაგრამ თუკი ეს არ გააქრობდა დედამიწაზე სიცოცხლეს, ალბათ დღის ციკლის ამგვარი ცვლილება ამას მაინც შეძლებდა. როგორც აღმოჩნდა, დღევანდელი დღის ციკლი ცოცხალ ორგანიზმებს უჯრედულ დონეზე აქვთ შეთვისებული. პირველ რიგში, ფოტოსინთეზის პროცესი ვერცერთ შემთხვევაში ვერ გაუმკლავდება ექვს თვიან ღამეებს.

შეიძლება დედამიწამ მართლა გაძლოს იმ დრომდე, სანამ ეს პესიმისტური სცენარი არ მოუღებს ბოლოს. მაგრამ უახლოესი წლების უდიდესი გამოწვევა მიწისძვრებთან ბრძოლა შეიძლება გახდეს. ტაივანის მიწისძვრა ახალი წლის დადგომიდან ძალიან მალე მოხდა და საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ სულ მცირე ორი ათეული 7.0 მაგნიტუდიანი მიწისძვრა კიდევ წინ გველოდება ამ წელს.

თამარ ტყემალაძე