რომის პაპმა ფრანცისკემ საკუთარ თვითმფრინავში იმპროვიზებული საქორწინო ცერემონია მოაწყო და ორი ბორტგამცილებელი დააქორწინა.
პაპი ვიზიტით ჩილეში იმყოფებოდა.
ყველაფერი მარტივად მოხდა. წყვილმა პაპს უამბო. რომ წლებია ერთად არიან, ზრდიან ორ ქალიშვილს. სამოქალაქო ქორწინებაში იმყოფებიან, თუმცა ჯვარი არ აქვთ დაწერილი. მათი თქმით, 2010 წელს დაგეგმილი ჰქონდათ ჯვრისწერა, თუმცა ჩილეში მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრამ ის ტაძარი დაანგრია, სადაც ჯვარი უნდა დაეწერათ.
მაშინ როცა თვითმფრინავი 11 000 მეტრის სიმაღლეზე მიფრინავდა, პაპმა წყვილს – პაოლა რუიზს და კარლოს ელორიაგას ჯვარი დასწერა.
იმედინიუსი

