რას პასუხობს ირაკლი მაქაცარია მისი და ნინი ბადურაშვილის შესახებ ჭორზე

რას პასუხობს ირაკლი მაქაცარია მისი და ნინი ბადურაშვილის შესახებ ჭორზეტელეწამყვანი და პროდიუსერი ირაკლი მაქაცარია ერთ ადგილზე არასოდეს ჩერდება, სულ სიახლეების ძიებაშია, აქვს იდეები, რომელთა ხორცშესხმაზეც ფიქრობს. ამის შესახებ ის “სარკესთან” საუბრობს.

– ირაკლი, წინა ინტერვიუში გვითხარით, რომ უკრაინიდან გქონდათ შემოთავაზება, რომ ერთ-ერთი პროექტის წამყვანი ყოფილიყავით. რა ეტაპზეა მოლაპარაკებები?

– ერთ პროექტზე, რომელიც შემომთავაზეს, თავად ვთქვი უარი, რადგან ის ფორმატი ჩემთვის საინტერესო არ იყო. თუმცა გვაქვს იდეები გადაცემასთან დაკავშირებით და მინდა, რომ განვახორციელო.

2018 წელს ჩემი ერთ-ერთი მიზანია, როგორც პროდიუსმერმა, ფილმი გადავიღო. ეს იქნება ქართულ-უკრაინული რომანტიკული კომედია, რომელშიც მთავარ გმირს ვითამაშებ.

– ამ ყველაფრის პარალელურად გადაცემა “პრაიმშოუშიც” დარჩებით?

– აუცილებლად! “პრაიმშოუ” ძალიან შემიყვარდა. ეს არის შეკრული ოჯახი, მიუხედავად იმისა, რომ თანამწყვანებს ბევრი განსხვავებული თვისება გვაქვს. ალბათ მაყურებლისთვის ის არის საინტერესო, რომ ასეთი კონტრასტულები ვართ.

– შეიძლება ითქვას, რომ ბოლო პერიოდში თქვენს ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეები ენაცვლება ერთმანეთს.

– ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ დატვირთული, დაძაბული წელი იყო ჩემთვის, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მთელი წლის განმავლობაში ყველაფერი იდეალურად იყო-მეთქი, რადგან ჩვენს ქვეყანაში ბევრი უსიამოვნო რამ მოხდა. ღმერთს მადლობა, რომ წელმა ისე ჩაიარა, ჩემი ოჯახის ირგვლივ ცუდი არაფერი მომხდარა.

– წელს შესაძლოა თქვენ გვერდით საყვარელი ქალი ვიხილოთ?

– უფალმა უწყის, რა იქნება, მაგრამ დიდი სიამოვნებით შევხვდები სიახლეებს. მაქვს სურვილი, გამოჩნდეს ადამიანი, ვისაც ველი. დაგეგმვით არაფერი გამოდის, მით უმეტეს, ასეთი რამ. ვიმედოვნებ, ჩემს პირად ცხოვრებაში გარდამტეხი წელი იქნება.

– დაბოლოს, მინდა გკითხოთ გავრცელებულ ჭორზე, თითქოს თქვენ და მომღერალი ნინი ბადურაშვილი შეყვარებულები ხართ. ეს მითქმა-მოთქმა მოჰყვა ერთ ფოტოს. აქვს საფუძველი ამ ჭორს?

– ჩვენ შორის არაფერი ხდება. ეს სურათი გადაცემის ფოტოგრაფმა ხუმრობით გადაიღო. მე და ნინი მეგობრები ვართ. ის ძალიან ნიჭიერი, კეითლოშობილი და პოზიტიური გოგოა

მარი მგალობლიშვილი, ჟურნალი “სარკე”