ნინი ნებიერიძე და თემურ უგულავა ქორწილის გადახდას გეგმავენ

ნინი ნებიერიძე და თემურ უგულავა ქორწილის გადახდას გეგმავენნინი ნებიერიძე და თემურ უგულავა ქორწილს გეგმავენ. ამის შესახებ ინფორმაციას თავად მოდელი ავრცელებს. მილიონერი ბიზნესმენის მეუღლე წერს, რომ საქორწინო კაბას არჩევს. შეგახსენებთ, რომ ნებიერიძე მასზე 29 წლით უფროს უგულავასთან საცხოვრებლად 2015 წლის აგვისტოში გადაბარგდა, თუმცა, ქორწილი არ ჰქონიათ.

2017 წლის იანვარში წყვილს ვაჟი, პატარა თემურ უგულავა, ეყოლა. ამჟამად კი მოდელი “Adjara Group”-ის დამფუძნებლისაგან მეორე ბავშვზეა ორსულად.

დრონი.გე