კიბოთი დაავადებული გოგონა გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე გათხოვდა

კიბოთი დაავადებული გოგონა გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე გათხოვდაკიბოთი დაავადებული ამერიკელი გოგო გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე გათხოვდა. ეს ისტორია Saint Francis Hospital-მა სოციალურ ქსელში გაავრცელა.სწორედ ამ კლინიკაში ებრძოდა მკერდის კიბოს ჰეზერ ლინდსი.

მისი საქმრო დევიდ მოშერი მისთვის ხელის თხოვნას 2016 წლის დეკემბერში აპირებდა, ამ  დროს ლინდსის მძიმე დიაგნოზი დაუსვეს. მისი მდგომარეობა, მკურნალობის მიუხედავად, არ გაუმჯობესდა. იძულებული იყო, ხელოვნური სუნთქვის აპარატი მუდმივად გამოეყენებინა.

ქორწილი 1 წლით გადაიდო და 2017 წლის ბოლოს შედგა. პატარძალს ტრადიციულად თეთრი კაბა ეცვა.

საქორწინო ცერემონიიდან 18 საათში პატარძალი გარდაიცვალა.

იმედინიუსი