კომპანია ტესლას დამფუძნებელი ილონ მასკი იმ დროს გამოიჭირეს, როდესაც ის ამერიკელ მსახიობ ემბერ ჰერდს კოცნიდა.
ფოტოსურათი, რომელზეც მასკი ჰერდს კოცნის, ლოს-ანჯელესში ერთ-ერთ რესტორანთანაა გადაღებული. გავრცელებული ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ისინი სხვადასხვა მანქანაში ჩასხდნენ და სხვადასხვა მიმართულებით გაემგზავრნენ, ინფორმირებული წყარო ამტკიცებს, რომ ილონს და ემბერს მეგობრული ურთიერთობა აქვთ და რომანის განახლებას არ აპირებენ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ, რომ წყვილი ერთმანეთს მოუცლელობის გამო დაშორდა: მასკი მუდმივად დაკავებულია და მუდმივად ქალაქიდან ქალაქში მოგზაურობა უწევს, ხოლო ჰერდი ფილმ “აკვამენის” გადაღებებზე იმყოფება ავსტრალიაში. მსახიობმა გადაწყვიტა, რომ მზად არ არის იმისთვის, რომ მილიარდერის გამო სამსახიობო კარიერა მიატოვოს.

