ჰიმალაის ”მკვლელი მთიდან” დაშვებული ფრანგი ქალი იპოვეს, პოლონელი კაცის კვალს ვერ მიაგნეს

ჰიმალაის ”მკვლელი მთიდან” დაშვებული ფრანგი ქალი იპოვეს, პოლონელი კაცის კვალს ვერ მიაგნესფრანგი და პოლონელი მთამსვლელები პაკისტანის ყველაზე მომაკვდინებელი მთების მწვერვალზე ასვლას ცდილობდნენ, მაგრამ მოვლენები დრამატულად განვითარდა.

ელიზაბეტ რევოლი და ტომაშ მაცკევიჩი ჰიმალაის მთებში მდებარე ნანგხა პარბატისკენ, რომელიც “მკვლელი მთის” სახელით არის ცნობილი,  24 იანვარს გაემართნენ, 26 იანვარს კი 7,400 მეტრის სიმაღლეზე გაიჭედნენ. ალპინისტებმა იქ ერთი ღამე გაატარეს, შემდეგ კი ქვევით დაშვება გადაწყვიტეს, რაც წარუმატებელი აღმოჩნდა.

ჟანგბადის უკმარისობით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემების გამო, პოლონელმა ვერ გააგრძელა მოძრაობა. მოგვიანებით, ფრანგმა ალპინისტმა მარტო განაგრძო დაშვება. მაშველებმა ელიზაბეტ რევოლის მიაგნეს, თუმცა ტომაშ მაცკევიჩის კვალი ვერ იპოვეს. პოლონელი ალპინისტის სამძებრო სამუშაოები წარუმატებლად დასრულდა.

იმედინიუსი