ევროპის G წერტილი იპოვეს

ევროპის G წერტილი იპოვესიმედინიუსის ცნობით, ლიტვის მოქალაქეებსა და ჩინოსნებს ტურისტულ რეკლამაზე არაერთგვაროვანი რეაქცია ჰქონდათ. სარეკლამო პოსტერზე ლიტვის დედაქალაქი ვილნიუსი ევროპის G წერტილად მონიშნეს. ამის შესახებ პორტალი Delfi.lt  წერს.

პოსტერზე ქალის ხელი და თავი ჩანს, რომელიც სექსუალურ სიამოვნებას განიცდის. ის რუკაზე წევს და ხელს კიდებს იმ ადგილს, სადაც ლიტვა მდებარეობს. “არავინ იცის ეს სად არის, მაგრამ როდესაც გაიგებთ, აღფრთოვანდებით. ვილნიუსი. ევროპის G წერტილი”, – ახლავს წარწერა პლაკატს.

რეკლამას ყურადღება მიაქციეს ვილნიუსის მერიაში. “მინდა ხელი ჩამოვართვა მის შემქმნელებს. მგონი ეს ყველაზე ძლიერი რეკლამაა, რაც კი ოდესმე ჩვენს ქალაქზე მინახავს”, – განაცხადა ქალაქის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა.

კომპანია Go Vilnus-ში თქვეს, რომ პოსტერი საბოლოო ვარიანტი არ არის და  ეს ერთ-ერთი ესკიზია, თუმცა რადგანაც საზოგადოების უმრავლესობას რეკლამა მოეწონათ, შესაძლოა, რომ ის კომპანიის ტურისტულ რეკლამად იქცეს.

გრაფენბერგის წერტილი, რომელსაც ხშირად ჯი-წერტილსაც (G-Spot) უწოდებენ,  არის მცირე უბანი საშოში,  რომელიც განსაკუთრებული ეროგენულობით გამოირჩევა და მრავალი ქალისთვის ძლიერი სექსუალური სიამოვნების წყაროს წარმოადგენს.