დღეს ჩახუტების საერთაშორისო დღეა

დღეს ჩახუტების საერთაშორისო დღეადღეს, 21 იანვარს, მსოფლიოში ჩახუტების საერთაშორისო დღე აღინიშნება.

ჩახუტების ნაციონალური დღე, პირველად ფართო მასშტაბით ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, მიჩიგანში, 1986 წელს აღინიშნა.

ამ დღის დამაარსებელი კევინ ზაბორნია, რომელსაც ჩახუტების ელჩსაც უწოდებენ. მოგვიანებით ამ დღეს მსოფლიოს მრავალი ქვეყანა შეუერთდა და მას ჩახუტების საერთაშორისო დღე ეწოდა.

2015 წელს პირველად, ნაციონალური ჩახუტების დღის ვებგვერდზე განთავსდა ინფორმაცია ქართულ ენაზე.

იმედინიუსი