
მოდელი თამო ვაშალომიძე ძალიან მალე დედა გახდება. ცხოვრების ამ მნიშვნელოვან მომენტს სულ რამდენიმე დღე აშორებს. თამომ საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე ახალი ფოტო ატვირთა, რომელზეც საოცრად გამოიყურება. 39 კვირა – ასე დაარქვა მოდელმა პოსტს, რომელსაც უამრავი მოწონება და კომენტარი აქვს. თამოს თაყვანისმცემლები აღფრთოვანებას ვერ მალავენ მისი ვიზუალის გამო.
დრონი.გე

