სოფო გორგაძე – ნიკა რურუას უცნობი ყოფილი ცოლი, რომელიც საზოგადოებამ ახლახანს გაიცნო

სოფო გორგაძე - ნიკა რურუას უცნობი ყოფილი ცოლი, რომელიც საზოგადოებამ ახლახანს გაიცნოკულტურის ყოფილი მინისტრის, ნიკა რურუას შესახებ საზოგადოებაში არაერთი ჭორ-მართალია გავრცელებული.
მის მიმართ ინტერესი ყოველთვის დიდია. ნიკა რურუას პირადი ცხოვრებაც საინტერესოა, თუმცა ამის შესახებ ის არასდროს საუბრობს.
ჩვენი ყურადღება ამჯერად ნიკა რურუას პირველმა ცოლმა მიიპყრო. ალბათ ცოტა ადამიანმა იცის, რომ მისი პირველი მეუღლე “ჩემი სამზარეულოს წესების” მონაწილე სოფო გორგაძეა.
სოფო გორგაძე “რუსთავი 2”-ის შოუში მონაწილეობას შვილთან ლიზისთან ერთად იღებს.
მათი გუნდი პროექტში კახეთის სახელით ასპარეზობს.
კახეთში მცხოვრები თბილისელი დედა-შვილის მიმართ საზოგადოების ინტერესი გამოჩენისთანავე გაჩნდა და აშკარა ფავორიტები არიან, თუმცა რა შედეგი დადგება საბოლოოდ, ეს მხოლოდ ჟიურის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, რომელიც საკმაოდ მკაცრია.

სოფო გორგაძე თელავის რაიონის სოფელ შალაურში მესამე ქმართან და შვილებთან ერთად ცხოვრობს.

ამბები.გე