ამ წუთებში ცნობილი ხდება, რომ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროექტიდან წავიდა.
პროექტის ხელმძღვენელი მედეა მეტრეველი თანამდებობაზე რჩება.
ცნობისთვის, მანანა ბერიკაშვილის ირგვლივ სკანდალი გასულ კვირას დაიწყო. მწერლებთნ და გამომცემლებთან შეხვედრის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ მანანა ბერიკაშვილი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მოსამზადებელ პროექტში მონაწილეობას აღარ მიიღებდა.
მოგვიანებით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ბერიკაშვილის განცხადებას ემოციური უწოდა.

