ხარაგაულში გოჭების ლომბარდი გახსნეს

ხარაგაულში გოჭების ლომბარდი გახსნესხარაგაულის სოფელ ვარძიაში გოჭების ლომბარდი გაიხსნა.

აღნიშნულის შესახებ  სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი წერს და შესაბამის ფოტოსაც ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, გოჭის კვებისა და მოვლის ხარჯებს ცხოველის მეპატრონე ანაზღაურებს.

”თურმე ხარაგაულის სოფელ ვარძიაში ლომბარდი გაუხსნიათ, სადაც გოჭებს ილომბარდებენ…

პატრონი ანაზღაურებს კვებისა და მოვლის ხარჯებს, რაც საკმაოდ ზრდის გოჭის ღირებულებას…

პ.ს. ვისაც გოჭი უნდა ”იაფად” იშოვის საახალწლოდ ლომბარდიდან გამოიყვანს  ჩატოვილ გოჭებს”, წერენ ფეისბუქზე.

ნიუპრესი