საქართველოში პაციენტის მუცელში 25 წლის წინ გაკეთებული ოპერაციის დროს ჩატოვებული პინცეტი აღმოაჩინეს.
აღნიშნული ინფორმაცია “ინოვას” კლინიკის ონკოქირურგმა ირაკლი თოდუამ “ნეტგაზეთს” დაუდასტურა.
– პაციენტს გაუკეთდა 25 წლის წინ ოპერაცია, ნაღვლის ბუშტი ამოიჭრა და იყო დატოვებული პინცეტი. არაფერი აწუხებდა პაციენტს, სხვა პათოლოგიის გამო დასჭირდა ოპერაცია ახლა, – განაცხადა ირაკლი თოდუამ.
ექიმის თქმით, გამოკვლევაზე მისულ პაციენტს მუცლის ღრუში პინცეტი აღმოაჩნდა, რომელიც ოპერაციის შედეგად ამოუღეს.


