გილერმო დელ ტორო: ”ახალგაზრდობაში უცხოპლანეტელი ვნახე”

გილერმო დელ ტორო: ”ახალგაზრდობაში უცხოპლანეტელი ვნახე”რეჟისორმა გილერმო დელ ტორომ გულახდილად რამდენიმე საკითხის შესახებ ილაპარაკა, თუმცა მედიისთვის განსაკუთრებით საინტერესო გახდა რეჟისორის ნათქვამი – რომ მან ახალგაზრდობაში უცხოპლანეტელები ნახა. ამ თემაზე გილერმო დელ ტორო The Hollywood Reporter-ს ელაპარაკა.

– ვიცი, რომ სისულელედ ჟღერს, მაგრამ მე უცხოპლანეტელი ვნახე. ის ისე გამოიყურებოდა, როგორც წარმოგვიდგენია. ღმერთო, როგორი კლიშეა – დავინახე მფრინავი თეფში, რომელსაც ძლიერი ნათება ჰქონდა, – უთხრა მან გამოცემას.

დელ ტოროს თქმით, ეს ამბავი მექსიკაში, ქალაქ გვადალახარაში შეემთხვა.

დეკემბერში აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა პირველად ილაპარაკა ხმამაღლა პროგრამაზე, რომელიც ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესწავლის მიზნით ხორციელდებოდა 2007-2012 წლებში. აღმოაჩინეს თუ არა “სხვა სიცოცხლე”, ეს უცნობია, მაგრამ ოფიციალურ ვიდეოებში დაფიქსირებულია რამდენიმე მფრინავი ობიექტი, რომელთა ფრენაც არსებული სტანდარტებიდან და ჩარჩოებიდან ამოვარდნილია.

“საჰაერო საფრთხეების შემსწავლელი პროგრამა” 2007-2012 წლებში მიმდინარეობდა.

იმედინიუსი