გია როინიშვილი გიორგი მახარაძეს – “გვერდით მიგულე გიორგი, არ შეგეშინდეს! ყველაფერი კარგად იქნება!”

გია როინიშვილი გიორგი მახარაძეს - "გვერდით მიგულე გიორგი, არ შეგეშინდეს! ყველაფერი კარგად იქნება!"მსახიობი გია როინიშვილი, გიორგი მახარაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას სოციალურ ქსელში ეხმაურება. მახარაძე როინიშვილის შვილის, მარიამის ყოფილი ქმარია.

“გვერდით მიგულე გიორგი, არ შეგეშინდეს! ყველაფერი კარგად იქნება!” – წერს გია როინიშვილი.

გიორგი მახარაძეს ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დღეს დაუსვეს, ის 3 იანვარს თურქეთში უნდა ჩავიდეს, თუმცა ოჯახს მკურნალობისთვის საჭირო თანხები არ გააჩნია და საჭიროა დახმარება: დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა გადარიცხონ “თიბისი” ბანკის ანგარიშზე: GE16TB7747845061100065