აშშ-ში 24 წლის წინ გაყინული ემბრიონით ბავშვი გაჩნდა – ემბრიონი 1992 წლის 24 ოქტომბერს გაყინეს

აშშ-ში 24 წლის წინ გაყინული ემბრიონით ბავშვი გაჩნდა - ემბრიონი 1992 წლის 24 ოქტომბერს გაყინესადამიანის ყველაზე დიდხანს გაყინული ემბრიონის გამოყენებით ტენესის შტატში 26 წლის გოგომ ბავშვი გააჩინა. ამის შესახებ CNN-ი წერს.

ემა ვრენ გიბსონი 25 ნოემბერს გაჩნდა. ჩვილის ემბრიონი კი, რომლითაც დედა ხელოვნურად გაანაყოფიერეს 24 წლის წინ, 1992 წლის 14 ოქტომბერს გაყინეს.

დედის საშვილოსნოში გაყინული ემბრიონის განთავსების პროცედურა National Embryo Donation Center-ის პროფესორმა, ექიმმა ჯეფრი კინენმა ჩაატარა.

დედა-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ექიმების თქმით, ბავშვის სასიცოცხლო ფუნქციები ნორმაშია და მათ არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

იმედინიუსი