”აქ ქალებს არ ელიან… ტერეზა მეის ადგილი მხოლოდ სამზარეულოშია” – რატომ აუკრძალა ჯონ ჰარტმა ქალებს საკუთარ სასტუმროში შესვლა

”აქ ქალებს არ ელიან... ტერეზა მეის ადგილი მხოლოდ სამზარეულოშია” - რატომ აუკრძალა ჯონ ჰარტმა ქალებს საკუთარ სასტუმროში შესვლაბრიტანეთის ისტ-რედინგ-ოფ-იორკშირის საგრაფოს ქალაქ კენგსტონ-აპონ-ჰალში მდებარე სასტუმრო სახლის კარზე გაჩნდა წარწერა “აქ ქალებს არ ელიან”.
– შემიძლია ის გავაკეთო, რაც თავად მომწონს, – განაცხადა სასტუმროს მფლობელმა, 53 წლის ჯონ დიქსონ ჰარტმა, – დარწმუნებული ვარ, კარზე რომ ყოფილიყი წარწერა “ქალებს შესვლა ეკრძალებათ”, ეს უკანონობა იქნებოდა, ხოლო იმის დაწერა, რომ “აქ ქალებს არ ელიან” სრულიად შესაძლებელია.
ჰარტმა აღიარა, რომ ძველმოდური შეხედულებები აქვს.
– ჩვენი პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის ადგილი სამზარეულოშია, მან სხვა არაფერი იცის, – აცხადებს ჰარტი, – მათ თავში ქარი უქრით, ერთდოულად ათას რამეზე ფიქრობენ.
– მე შესანიშნავი დაწესებულება მაქვს, – ამტკიცებს სასტუმროს მფლობელი, – ამითავის თავს არ ვზოგავ. მართალია საღამოს ბევრს ვსვამ, მაგრამ დღისით პირსაც არ ვაკარებ.

ჰარტის თქმით, ამ წარწერის გაკეთების იდეა მთვრალ მდგომარეობაში მყოფს დაებადა, თუმცა ამით მაინც ამაყობს.