
MIAMI – DECEMBER 11: (L-R) Anna Kournikova and Enrique Iglesias attend the Y100 Jingle Ball on December 11, 2010 in Miami, Florida. (Photo by Justin Campbell/BuzzFoto/FilmMagic)
ცნობილი მომღერალი ენრიკე იგლესიასი ტყუპების მამა გახდა. 16-წლიანი ურთიერთობის შემდეგ, ყოფილმა ჩოგბურთელმა ანა კურნიკოვამ 42 წლის იგლესიასს ბავშვები გაუჩინა. ამის შესახებ გამოცემა People-ი წერს.
36 წლის კურნიკოვამ მაიამიში ბიჭი და გოგო გააჩინა, რომლებსაც ნიკოლასი და ლუსი დაარქვეს.
2017 წელს, რუსი ჩოგბურთელი თითქმის არ ჩნდებოდა ხალხში, ამიტომაც, მისი მშობიარობა ყველასთვის სიურპრიზი აღმოჩნდა. კურნიკოვას ბოლო ფოტო, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა, 2016 წლის ნოემბრით იყო დათარიღებული.
კურნიკოვა და იგლესიასი 2001 წლიდან ხვდებიან ერთმანეთს. რუსმა ჩოგბურთის თამაშს 2003 წელს დაანება თავი. მას ერთეულებში არც ერთი ტურნირი არ მოუგია, ყველაზე მაღალი ადგილი (მერვე) რეიტინგში 2000 წელს ეკავა. წყვილებში კურნიკოვას WTA-ის 16 ტიტული აქვს მოგებული, მათ შორის, ორჯერ ავსტრალიის ღია პირველობა მარტინა ჰინგისთან ერთად.

