თავბრუდამხვევი წარმატება, სრული ანშლაგი საქართველოს ყველა კინოთეატრში და ფილმის საუნდტრეკზე ამღერებული მთელი ქვეყანა – ეს ახალი ქართული ფილმი „ოცნების ქალაქია“. ფილი, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში დიდ ეკრანებზე გამოსვლის პირველივე კვირას გაყიდვების ყველა რეკორდი მოხსნა.

ამ რეიტინგული ფილმის რეჟისორია დავით იმედაშვილი, პროდიუსერი – გიორგი იმედაშვილი. რომანტიკული კომედიით ძმებმა იმედაშვილებმა ქართული კინოინდუსტრია გამოაღვიძეს. საინტერესო სიუჟეტისა და ბრწყინვალე მსახიობების წყალობით „ოცნების ქალაქმა“ აღიარება და მაყურებლის სიყვარული ადვილად მოიპოვა.
„ოცნების ქალაქი“ მოგვითხრობს სიყვარულის ამბავს, რომელიც ჩვენს ქალაქში ხდება. ეს არის რომანტიკული კომედია, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ და დაიმუხტოთ დადებითი ენერგიით.

