ჭდე: ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე: ,,სალომე ზურაბიშვილის განცხადება იყო სირცხვილი!”

ირაკლი კობახიძე: ,,მთელი ციხე იცინის იმაზე, რომ სააკაშვილი დღეში 3 ლიტრ ლიმონათს სვამს"

,,ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის 26 მაისის ღონისძიებაზე წარმოთქმული სიტყვის გამო გააკრიტიკა და გა­ნა­ცხა­და, რომ ზურაბიშვილის მიერ სა­სა­მარ­თლოს კრიტიკა არის სირცხვილი. -სირ­ცხვი­ლი სწო­რედ ეს გან­ცხა­დე­ბა იყო, ამას ვამ­ბობთ ძა­ლი­ან პირ­და­პირ და თა­მა­მად. ჯერ ერთი, 26 მა­ისს, სა­ზე­ი­მო დღეს როცა არ იცი, რაზე უნდა ისა­უბ­რო, ეს არის ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა. ამა­ზე უნდა მი­ვა­ნიშ­ნოთ […]

ირაკლი მარგველაშვილი: ,,ირაკლი კობახიძევ, მამაშენი არ დაივიწყო, ავანგარდში იყო ქვეყნის ღალატის”

ირაკლი მარგველაშვილი: ,,ირაკლი კობახიძევ, მამაშენი არ დაივიწყო, ავანგარდში იყო ქვეყნის ღალატის''

ირაკლი მარგველაშვილი ,,ოცნების” თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს საჯარო წერილით მიმართავს, სადაც წერს: ,,ირაკლი კობახიძემ განაცხადა: ,,საქართველო დსთ-ში არ შევიდა, მეორე დღეს სამოქალაქო ომი დაიწყო”. არავის დაუწერია, რატომ მოხდა ეს და რატომ დაიწყო ეს ომი. მინდა, მოვუყვე კობახიძეს, რატომ დაიწყო 1991წ. 22 დეკემბერს ომი თბილისში.ეტყობა, მამამისმა უთხრა, რომ ეს იყო სამოქალაქო ომი. ეს არ იყო სამოქალაქო ომი, […]

,,ირაკლი კობახიძეს შვილის თანდასწრებით დაცინვა დაუწყო!” – ვიდეომ საზოგადოება აღაშფოთა

,,ირაკლი კობახიძეს შვილის თანდასწრებით დაცინვა დაუწყო!" - ვიდეომ საზოგადოება აღაშფოთა

გუშინ უამრავი ადამიანი აღაშფოთა ვიდეომ, სადაც ჩანდა, რომ ირაკლი კობახიძეს შვილის თანდასწრებით დასცინეს. ეს ვიდეო სოციალური ქსელიდან მალევე აიღეს, რადგან მმართველი პარტიის მომხრეები თუ მოწინააღმდეგეები ერთნაირად აღშფოდნენ. მალე ირაკლი კობახიძის მხარდამჭერი სტატუსებიც გაჩნდა. ,,ირაკლი კობახიძე შვილთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც ნაცმოძრაობის ერთ-ერთი მომხრე მივიდა კამერით და დაცინვა დაუწყო. სულ რომ რომელიმე პოლიტიკოსი არ მოგწონდეს, როგორ შეიძლება […]

ელისო კილაძე ირაკლი კობახიძეს: ,,მამაშენი სად გაგვეპარა 26 მაისს, ერთი ნაკაწრი რომ არ ჰქონდა, იქნებ ეს მოგვიყვე”

ელისო კილაძე ირაკლი კობახიძეს: ,,მამაშენი სად გაგვეპარა 26 მაისს, ერთი ნაკაწრი რომ არ ჰქონდა, იქნებ ეს მოგვიყვე"

გაზეთ ,,ქრონიკა +”-ის რედაქტორი, ელისო კილაძე ,,ოცნების” ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომ მიხეილ სააკაშვილი დღეში 3 ლიტრ ლიმონათს სვამს. ,,კობახიძე მასხარა – მთელი ციხე იცინის, სააკაშვილი სამ ბოთლ ლიმონათს სვამს ყოველდღეო! ბარათზე ლიმიტი არა აქვს და ლიმონათს როგორ იყიდის, ჩუქნით?! და რუსთავის ციხეში ყოფილი ძალოვნები, ნაომარი ხალხი ზის. მათ ღირსებას რომ შეხედო, კობახიძე კი […]

ირაკლი კობახიძე: ,,მთელი ციხე იცინის იმაზე, რომ სააკაშვილი დღეში 3 ლიტრ ლიმონათს სვამს”

ირაკლი კობახიძე: ,,მთელი ციხე იცინის იმაზე, რომ სააკაშვილი დღეში 3 ლიტრ ლიმონათს სვამს"

,,ოცნების” ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო უბანთან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა: -თქვენი ბელადი არის უკვე ციხეში, მეგის ქარდავა, თქვენი მეორე ,,კუმირი”,  არის ციხეში, მეგის ქარდავას და სააკაშვილის პარტია დამთვრდება, ნაცობა არის სირცხვილი. მთელი ციხე იცინის იმაზე, რომ დღეში 3 ლიტრა ლიმონათს სვამს. დღეში 3 ლიტრი ლიმონათის დალევა არის სირცხვილის გაგრძელება.

ირაკლი კობახიძე: ,,გახარიას ერთმა ქალბატონმა გაასინჯა კოკაინი”

ირაკლი კობახიძე: ,,გახარიას ერთმა ქალბატონმა გაასინჯა კოკაინი"

,,კახა კალაძე ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით გამოვიდა ინიციატივით, რომ მერობის კანდიდატებს ნარკოტესტი ჩაეტარებინათ და ამ დროს ჩვენ ვხედავთ გაღიზიანებულ და განერვიულებულ გიორგი გახარიას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი-LIVE“ განაცხადა. მისი განმარტებით, ამის შემდეგ მმართველი პარტია დაინტერესდა და გაარკვია, რომ ექსპრემიერს აქვს სერიოზული პრობლემა კოკანის მოხმარების კუთხით. -ამაზე გვაქვს უტყუარი […]

ირაკლი კობახიძე: “ზოგმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხელფასის მიღება მოითხოვა”

ირაკლი კობახიძე: "ზოგმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხელფასის მიღება მოითხოვა"

ზოგიერთმა დეპუტატმა, რომელიც ამბობს, რომ არ უნდა პარლამენტში შესვლა, მიმართა საფინანსო დეპარტამენტს და მოითხოვა ხელფასის ჩარიცხვა, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი შეფასებით, ეს ყველაფერი კარგია, რადგან აჩვენებს, რომ არჩეულ დეპუტატებში არის შემოსვლის მზაყოფნა. „ზოგიერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა შემოიტანა განცხადება ანაზღაურებასთან დაკავშირებით. მათ აქვთ შემოსვლის სურვილი და ერთადერთი არის შანტაჟი და ბულგინი […]

შალვა ნათელაშვილი: ,,სვეტი” ოპოზიციონერი იყო მამაშენი და ამ ,,სვეტობას” მოჰყვა გადატრიალება და ათიათასობით ადამიანის სისხლი”

შალვა ნათელაშვილი: ,,სვეტი" ოპოზიციონერი იყო მამაშენი და ამ ,,სვეტობას" მოჰყვა გადატრიალება და ათიათასობით ადამიანის სისხლი"

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალური ქსელით გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის ნათქვამს, რომ ქართული ოპოზიცია გოიმია. ,,ირაკლი, შენი აზრით, ალბათ ,,სვეტი” ოპოზიციონერი იყო მამაშენიც, რომელმაც 1991 წლის ცხელი ივლის-აგვისტო ზურაბ ჟვანიასთან ერთად  მოსკოვში, საქართველოს წარმომადგენლობის კიბეებთან წამოკოტრიალებულმა რომ გაატარა მოთხოვნით _ ,,გადადგეს დიქტატორი გამსახურდია!”. სწორედ ამ ,,სვეტობას” მოჰყვა გადატრიალება, სამოქალაქო ომი, აფხაზეთ-ცხინვალის დაკარგვა, ათეულათასობით მოკლული ადამიანის […]

ირაკლი კობახიძე – ”ჩვენი ამოცანაა, საერთოდ არ დავარბიოთ აქცია და არ მოკვდეს არავინ ძალის გამოყენებით”

ირაკლი კობახიძე - ”ჩვენი ამოცანაა, საერთოდ არ დავარბიოთ აქცია და არ მოკვდეს არავინ ძალის გამოყენებით”

”ჩვენი ამოცანა ის კი არ არის, რომ იმ 9 წელზე უკეთესი ვიყოთ, ამოცანა ის კი არ არის, რომ მიტინგის დარბევის დროს 6 კაცის მაგივრად 3 კაცი შემოგვაკვდეს, ამოცანა არის ის, რომ საერთოდ არ დავარბიოთ აქცია და არ მოკვდეს არავინ ძალადობის გამოყენებით”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა. კობახიძის თქმით, […]

,,ოცნებაში” ურთიერთობებს ხვალ გაარკვევენ – ,,ვიმსჯელებთ იმ პროცესებზე, რაც ამჟამად უმრავლესობის შიგნით მიმდინარეობს”

,,ოცნებაში" ურთიერთობებს ხვალ გაარკვევენ - ,,ვიმსჯელებთ იმ პროცესებზე, რაც ამჟამად უმრავლესობის შიგნით მიმდინარეობს"

ხვალ ქუთაისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება, სადაც ქართულ ოცნებაში მომხდარ დაპირისპირებაზე იმსჯელებენ. ამის შესახებ ინფორმაცია პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გაავრცელა. „უმრავლესობის სხდომის ფორმატში ხვალ, 21:00 საათზე შევიკრიბებით. რაც შეეხება დღის წესრიგს, დაგეგმილია მიმდინარე საკითხების განხილვა, მათ შორის, ვიმსჯელებთ იმ პროცესებზე, რაც ამჟამად უმრავლესობის შიგნით მიმდინარეობს“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.