კატეგორია: ჟურნალი ”სარკე”

ნინი წიკლაური: “ჩაცმულობით ჩემს ქალურ სიძლიერეს ვუსვამ ხაზს”

ნინი წიკლაური: "ჩაცმულობით ჩემს ქალურ სიძლიერეს ვუსვამ ხაზს"

მომღერალი ნინი წიკლაური უკვე წელიწადზე მეტია, რაც ქმართან, თემო ტუღუშთან და პატარა შვილთან, საბასთან, ერთად ამერიკაში ცხოვრობს. ამერიკულმა ცხოვრებამ მის სტილზე გავლენა, რა თქმა უნდა, მოახდინა, მაგრამ თბილისში ჩამოყალიბებულ გემოვნებას ძირეული ცვლილებები არ განუცდია. ერთადერთი, რაც შტატებში ჩასვლის შემდეგ მის გარდერობში შეიცვალა, ფერებია. მანამდე თუ უმეტესად მუქი, შავი ფერის ტანსაცმელს იცვამდა, ახლა მისი ტანსაცმელი გაფერადდა. […]

ქეთი ორჯონიკიძე ღამის ცხოვრებას დაემშვიდობა

ქეთი ორჯონიკიძე ღამის ცხოვრებას დაემშვიდობა

მომღერალ ქეთი ორჯონიკიძის გზა შოუბიზნესისკენ “რუსთავი 2”-ის პროექტ “ვარსკვლავების აკადემიიდან” დაიწყო, ახლა კი ამავე არხზე ტელეჟურნალისტიკის სფეროში დგამს პირველ ნაბიჯებს. ახლახან გამოჩნდა დილის გადაცემაში, რომელიც შაბათ-კვირას გადის ეთერში და ამან მისი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალა. ამ სიახლეს უყურებს, როგორც შანსს, რომელიც უნდა გამოიყენოს. – ქეთი, უჩვეულო ამპლუაში ხართ, წამყვანი გახდით. როგორ შეხვდით ამ გამოწვევას? – “რუსთავი […]

ნიკა ლომიძე: “ბოლო პერიოდში მე და ნიტას ძალიან გვიჭირს”

ნიკა ლომიძე: "ბოლო პერიოდში მე და ნიტას ძალიან გვიჭირს"

შოუმენ ნიკა ლომიძეს პოპულარობა დიდი ხნის წინ ტელეკომპანია “მაესტროს” დილის გადაცემა “ტოროლამ” მოუტანა, სადაც მისი თანაწამყვანი ნანიკო ხაზარაძე იყო. დილაადრიან გაღვიძება მაშინ ისე მობეზრდა, რომ მას მერე ამ ტიპის გადაცემაში მუშაობა აღარ უფიქრია. მაგრამ გავიდა დრო და ისევ დილის პირდაპირ ეთერში მოგვევლინა, ამჯერად “რუსთავი 2”-ზე. საერთოდ ამ კომპანიაში მყარად დაფუძნდა – პარალელურად ამავე არხის მთავარი […]

“ეჭვი მაქვს, რომ მამაჩემს სხვა ქალისგან შვილი ჰყავს”

"ეჭვი მაქვს, რომ მამაჩემს სხვა ქალისგან შვილი ჰყავს"

ჟურნალ ”სარკეს” 15 წლის გოგონამ ასეთი წერილი მისწერა: ”გამარჯობა! ამ წერილს 15 წლის გოგო გწერთ. გამოუვალ მდგომარეობაში რომ არ ვიყო, ალბათ არც მოგმართავდით. პრობლემა მამაჩემშია. არ მინდა, ჩემი ეჭვები გამართლდეს, მაგრამ მგონია, რომ მთელ ოჯახს გვღალატობს. ასე მგონია, მამას ერთ ქალთან ძალიან ახლო, სხვანაირი ურთიერთობა აქვს. ყველაფერს კი ცოტა ხნის წინ, აღდგომას მივხვდი. დედაჩემს მამა […]

გიორგი გილიგაშვილი: “თეთრი ხალათი დასჭირდებათ, იმდენად გადარეული შეყვარებული ვიქნები”

გიორგი გილიგაშვილი: "თეთრი ხალათი დასჭირდებათ, იმდენად გადარეული შეყვარებული ვიქნები"

გიორგი გილიგაშვილი მსახიობიც არის, მუსიკოსიც, პოეტიც, მაგრამ ორი სიტყვით გახდა პოპულარული – “ჩემმა მზემ”. ეს გამოთქმა, რომელსაც ხშირად იმეორებს, უცებ აიტაცა მასმედიის აუდიტორიამ და გიორგი სოციალური ქსელების ვარსკვლავად გადაიქცა. სიმპათიურ ჩოხოსანს ბევრი თაყვანისმცემელი ქალი ჰყავს, მისი გული კი ჯერჯერობით თავისუფალია. როგორც გვითხრა, სიყვარული ჯერ არ განუცდია. – გიორგი, როგორია ან ვინ არის თქვენი მშვენიერი ლედი? […]

როგორ მოხვდა ეკონომისტი ვატიკანა ,,ჩემი ცოლის დაქალებში” და რა საერთო აქვს ლევან ლაშხს თავის პერსონაჟთან

როგორ მოხვდა ეკონომისტი ვატიკანა ,,ჩემი ცოლის დაქალებში" და რა საერთო აქვს ლევან ლაშხს თავის პერსონაჟთან

სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” მაყურებლის ყურადღება ახლა განსაკუთრებით ერთი გმირისკენ, ვაკელი ვატიკანასკენ არის მიპყრობილი. სერიალში მისი დაფარული მხარეები თანდათან იკვეთება. სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდება, რომ მაფიოზური ტიპაჟის უკან მგრძნობიარე პოეტი დგას. ამ გმირის პოპულარობა მისი როლის შემსრულებელმა ლევან ლაშხმაც განაპირობა. ბევრს გაუკვირდება, რომ ის პროფესიით ეკონომისტია და არა – მსახიობი. ლევანი 27 წლის გახლავთ. ეს მისთვის […]

ნოდარ ჯოჯუა: “კვირაში 15 ლარით გამქონდა თავი” – 29 წლის ჟურნალისტის გზა

ნოდარ ჯოჯუა: "კვირაში 15 ლარით გამქონდა თავი" - 29 წლის ჟურნალისტის გზა

“ჟურნალისტობა ბევრს უდარდელი პროფესია ჰგონია, ჩემი ჟურნალისტური საქმიანობა კი გაუსაძლისი და დამთრგუნველი დღეებით არის სავსე”, – გვითხრა 29 წლის ნოდარ ჯოჯუამ. ის უკვე 10 წელია, რაც ჟურნალისტიკაშია და ამ სფეროში რომ დარჩენილიყო, უამრავი რამის გადატანა მოუხდა. არ ჰქონდა ჭერი, ზამთარში – სითბო, წყალიც კი, რომ ხელ-პირი დაებანა. ყველაფრის მიუხედავად, სხვა საქმის კეთებაზე არ უფიქრია. ამ […]

როგორ შეაშინა ლაშა ჯოხაძე მარიამ როინიშვილმა – ”დამირეკა და თამრიკო ჭოხონელიძე მომიყვანა”

როგორ შეაშინა ლაშა ჯოხაძე მარიამ როინიშვილმა - ”დამირეკა და თამრიკო ჭოხონელიძე მომიყვანა”

დიზაინერი ლაშა ჯოხაძე საზოგადოებამ სხვადასხვა ტელეპროექტიდან გაიცნო. აქტიურად იმუშავა ცხრა მეგაპროექტზე, უამრავი ცნობილი ქალი შემოსა. მისი კოლექციები ქალურობითა და დახვეწილობით გამოირჩევა. ქართული მოდაში მისი ნიშა საღამოს კაბებია. მანამდე კი, სანამ მის სახელს და გვარს საზოგადოება დაიმახსოვრებდა, გაიარა გაჭირვების მძიმე წლები, თუმცა ის პერიოდი მაინც “ფერადად” ახსენდება. სწორედ მაშინ აღმოაჩინა თავისი წარმატების ფორმულა, რომელიც “სარკეს” გაუზიარა. […]

თეა გოგოტიშვილი: “დიმიტრის რომ შევხვდი, ტრავმირებული ვიყავი, ჩემთვის ძნელი იყო ოჯახის დანგრევა და ახალი ოჯახის შექმნა”

თეა გოგოტიშვილი: "დიმიტრის რომ შევხვდი, ტრავმირებული ვიყავი, ჩემთვის ძნელი იყო ოჯახის დანგრევა და ახალი ოჯახის შექმნა"

ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, ევროპაში EAGT აკრედიტებულ ფსიქოთერაპევტს, პროფესორ თეა გოგოტიშვილს, ცხოვრებაში ბევრი პრობლემის დაძლევა მოუხდა, რომ საყვარელ საქმეშიც და პირადშიც რეალიზებული ყოფილიყო. პროფესიით მუსიკისმცოდნემ ერთ დღეს გადაწყვიტა, აბსოლუტურად სხვა სფეროში ეცადა ბედი და ფსიქოლოგიის შესწავლა დაიწყო. მაშინ ქმართან უკვე განქორწინებული იყო და ვაჟს ზრდიდა. ახალმა პროფესიამ მის პირად ცხოვრებაშიც სასიკეთო ცვლილება მოახდინა, თავისი ნამდვილი მეორე […]

ნათია სალაძე: ”ან თავი უნდა ჩამომეხრჩო, ან გადავრჩენილიყავი” – ქართველი ემიგრანტის ისტორია

ნათია სალაძე: ”ან თავი უნდა ჩამომეხრჩო, ან გადავრჩენილიყავი” - ქართველი ემიგრანტის ისტორია

“ვუვლი მოხუცს, ვულაგებ, ვუსუფთავებ. მე არ მრცხვენია, ჩემი შრომით ვიშოვო ფული. 27 წლის ვხდები და 8 წელია არაფერს ვიკლებ, არც ჩემს ოჯახს და არა მარტო… ვმუშაობ იმიტომ, რომ არ ვთხოვო მშობლებს, არ დავჯდე მათ ხარჯზე, არ ვთხოვო სხვას, არ გავხდე მათხოვარი. დიახ, 7 წელი და თვეებია, ოჯახი არ მინახავს… ამ ტანჯული წლების მონაგარს ჩემს ოჯახს […]