ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტის, ასევე მსახიობის, დათო ქაცარავასა და სოფო ხაჭაპურიძის ოჯახი 13 წელს ითვლის. მათი სიყვარული კი გაცილებით ადრე, 20 წლის წინ ჩაისახა. ამ ხანგრძლივი და სტაბილური თანაცხოვრების საიდუმლო, რა თქმა უნდა, თავად იციან და მხოლოდ ამ ორის საკუთრებაა. ადვილი არ არის, იყო პოპულარული, აქტიური, საზოგადო საქმისთვის “ველად გაჭრილი”, ქალთა სქესისთვის მიმზიდველი მამაკაცის მეორე ნახევარი, […]
კატეგორია: ჟურნალი ”სარკე”
“დედაჩემს იმ რძალმა მოუარა, რომელსაც ვლანძღავდით”
ზოგჯერ ადამიანების შეფასებაში ვცდებით – ვინც მოყვარე გვგონია, მან შეიძლება გვიმტროს, ხოლო ვინც მტრად მიგვაჩნია, შეიძლება მოყვრად მიგვიღოს. პიროვნებას ხშირ შემთხვევაში სწორად ვერ ვაფასებთ, ბევრმა რამემ უნდა გადაიაროს ჩვენს თავზე, რომ სწორი “დიაგნოზის” დასმა შევძლოთ. ჩვენმა რესპონდენტმა, შუახნის ქალმა ელისომ, ადამიანებთან ურთიერთობაში დიდი გამოცდილება მიიღო. აი, რა უამბო მან “სარკის” მკითხველს: – ვდარდობ, რომ სხვის […]
ნინო თოლორდავა: “ოჯახი მეორედ შევქმენი”
ყოფილმა ტელეწამყვანმა ნინო თოლორდავამ, რომელიც ამჟამად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსია, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით: “ახალდაქორწინებულები”. ნინო თოლორდავას სოციალურ ქსელში მეგობრები ულოცავენ და ბედნიერებას უსურვებენ. იქვე წერენ, რომ თავისი რჩეულის ვინაობაც გაამხილოს, თუმცა ის მეგობრებს მხოლოდ სმაილებით პასუხობს. გავრცელებული ინფორმაციით, მისი რჩეული გიორგი დავითაიაა, რომელსაც ბიზნესი სხვადასხვა ქვეყნებში აქვს. ეს ქორწინება […]
რატი დურგლიშვილი: “მესამე წელია, საშინელ დაავადებას ვებრძვით”
მომღერალმა რატი დურგლიშვილმა 5 თვე ნიუ იორკში გაატარა. მისი მოგზაურობა ოკეანის მიღმა ტურისტულ-გაცნობითი ხასიათის იყო. მუსიკალურ სამყაროში ბევრ მნიშვნელოვან პიროვნებას შეხვდა. ნახა, ამერიკული შოუბიზნესი როგორ კეთდება და გაეცნო კოლეჯებს, სადაც შეიძლება მომავალში სწავლა დაიწყოს, განსაკუთრებით კი აუდიოინჟინერიამ მოხიბლა. ასე რომ, მოგზაურობა საკმაოდ ნაყოფიერი გამოუვიდა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მომღერალმა სიმღერების ჩაწერა გააგრძელა. კლიპის გადაღებასაც აპირებს, მაგრამ […]
როდის ტირის ბახვა ბრეგვაძე
პიარის სპეციალისტ ბახვა ბრეგვაძისთვის სერიალი “ჩემი ცოლის დაქალები” ფეხბედნიერი აღმოჩნდა. ამის შემდეგ ის ეკრანზე ხშირად ჩანს, სხვადასხვა როლებიც მოირგო, ახლა კიდევ ერთ კინოპროექტზე მუშაობას აპირებს. ბახვამ დასვენება უკვე მოასწრო და ზაფხულის ცხელი დღეები პარიზში გაატარა, საქართველოში ჩამოსულს კი ბევრი საქმე დახვდა და სამუშაოში ჩაეფლო. – ბახვა, პარიზში ისვენებდით თუ საქმიანი მივლინებით იყავით წასული? – დასასვენებლად […]
ერეკლე შონია: “ხანძრებითა და წყალდიდობებით უცხოპლანეტელები გვსჯიან”
უფოლოგი ერეკლე შონია მიიჩნევს, რომ საბერძნეთის კოშმარული ხანძარი, რომელმაც 90-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, შეიძლება უცხო ცივილიზაციისგან გაფრთხილება იყოს. მისი თქმით, უცხოპლანეტელებს ეშინიათ, დედამიწის დაღუპვამ მათი პლანეტების განადგურებაც არ გამოიწვიოს, ამიტომ მუდმივად აკვირდებიან ადამიანთა ქმედებებს, მათ ქცევებს. როცა უხეშად ვერევით ბუნების კანონებში, “დედამიწის მცველებისგან” ვიღებთ ე.წ. გაფრთხილებას, რაც ხანძრებითა და წყალდიდობებით გამოიხატება. ერეკლე შონია: – […]
მაკა ზამბახიძეს მეორე შვილის გაჩენა სურს
მაკა ზამბახიძე მცირე ხნის წინ მესამედ დაოჯახდა. მისი მეუღლე სპორტსმენი მიხეილ ჩოხელია. ჟურნალ „სარკესთან“ საქმესა და პირად ცხოვრებაზე საუბრობს. – ემზადებით, რომ მეორედ გახდეთ დედა, არის ამის სურვილი და მზაობა? – კი, რა თქმა უნდა. მე მგონი, ქალს სანამ შეუძლია, ამის სურვილი ყოველთვის უნდა ჰქონდეს. – სალომე ხომ არ იეჭვიანებს, უნდა დედმამიშვილი? – ყოველთვის უნდოდა […]
ბელა ალანია: ,,პოლიტიკამ ბევრი ტკივილი მომიტანა”
ცნობილი პოლიტიკოსის, საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, პრეზიდენტობის კანდიდატ შალვა ნათელაშვილის მეორე ნახევარმა, ბელა ალანიამ, საკუთარი გამოცდილებით, იცის, რა სჭირდება მამაკაცს და როგორ შეინარჩუნოს ქალმა ოჯახი ისე, რომ ცოლ-ქმრის ურთიერთობას ჩირქი არ მოეცხოს, თუმცა, სანამ ამ სიბრძნეს დაეუფლებოდა, ბევრ სიძნელესა და პრობლემასთან მოუხდა შეჭიდება გარეთაც და საკუთარ თავშიც. ბელა ალანიასა და შალვა ნათელაშვილის ცოლქმრობა 25 წელს […]
როგორ ცხოვრობდა ცხინვალი ომამდე ერთი წლით ადრე – ,,სარკის” რეპორტაჟი საქართველოს უძველესი ქალაქიდან – 2007 წელი, ივნისი
ცხინვალში ქართველი ჟურნალისტების შეღწევა სპეციალური მიწვევის გარეშე შეუძლებელია. სეპარატისტული მთავრობა ქართველ ჟურნალისტებს მხოლოდ მაშინ იწვევს, როცა ქართული მხარისადმი ულტიმატუმების წაყენების ხასიათზე დგება. მასმედიის წარმომადგენლების მარშრუტიც მკაცრად აქვთ განსაზღვრული. მკაცრი შეზღუდვების მიუხედავად, “სარკემ” უძველეს ქართულ ქალაქში შეღწევა კონსპირაციულად მაინც მოახერხა. ბუნებრივია, სეპარატისტებისთვის არც ჩვენი გადაადგილების მარშრუტები შეგვითანხმებია. იმ დღეებში ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას ოთხი ქართველი მძევალი […]
“მესამედ დალოცვის შემდეგ ბავშვს სმენა დაუბრუნდა” – ყინწვისის მონასტერში მომხდარი სასწაულები
ყინწვისის მამათა მონასტერში მოღვაწე ბერი ნაუმის შესახებ უკვე ბევრმა იცის, მაგრამ ალბათ ბევრია ისეთიც, ვინც მის შესახებ ახლა შეიტყობს. როგორც თვითმხილველები და უშუალოდ ისინი ამბობენ, ვინც ბერის ლოცვის ძალა საკუთარ თავზე გამოსცადა, მან არაერთი ადამიანი განკურნა. ბერს სხვადასხვა კუთხიდან აკითხავენ გასაჭირში მყოფი ადამიანები. ხშირია შემთხვევები, როცა მძიმე ავადმყოფი იქვე ხდება კარგად – ბრმას მხედველობა უბრუნდება, […]











