დირიჟორი და კომპოზიტორი, ვახტანგ მაჭავარიანი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვს. ცოტა ხნის წინ ფეისბუქში დაწერა: ,,ფისი ფისი მომინდა, ამდენად მინდა, დავაფსა: რეზო ამაშუკელს, ქეთი დოლიძეს და ზურა ყიფშიძეს. ეგებ შეგერგოთ ჩემი ფისი!”. ორი დღის წინ მუსიკოსი წერდა: ,,ყველაზე მეტად ადამიანში ვაფასებ ჰუმანიზმისკენ ლტოლვას, ღრმა აზრების უნარს, სიმამაცეს და ჭეშმარიტებას. ყოველივე ეს ვიხილე […]
კატეგორია: სოციალური მედია
ნუგზარ სულაშვილი: ,,მებრალებით, რადგან ეს ბედნიერება ყველაზე დიდმა უბედურებამ მოგანიჭათ”
ნუგზარ სულაშვილი ფეისბუქში წერს: ,,ბედნიერებაც პირობითია… და ახლა, როდესაც ვხედავ თქვენს ბედნიერ სახეს, მებრალებით. მებრალებით, რადგან ეს ბედნიერება ყველაზე დიდმა უბედურებამ, შურისძიების გრძნობამ მოგანიჭათ. სულ ერთი წამითაც კი რომ შეძლოთ ამის გაანალიზება, აუცილებლად დაინახავთ საკუთარ თვალებში იმ ჯოჯოხეთის ცეცხლს, რომელმაც თქვენში ყველაზე ღირებული, სიყვარულის გრძნობა – დაწვა!”
,,პატრული, ჯარი, დენი, გზები, ქალაქები, პენსია… – ყველაფერი მიშასი”
მარი პაქსაძე სოციალურ ქსელში მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე წერს: ,,წარმოუდგენელი პარადოქსი, ანუ ყველაზე არაადეკვატური ლოგიკა. დროშა (სახელმწიფო) – მიშასი. გერბი – მიშასი. ჰიმნი – საუკუნეების განმავლობაში არავის რომ არ უმღერია და ახლა, ყველა მღერის – მიშასი. ჯარი, ადრე დაძონძილი და მშიერი, დღეს ჩაცმული, მაძღარი და თითქმის ნატო-ს სტანდარტების დონის – მიშასი. ის, რაზედაც ოცნებაც არ […]
მარიამ კუკუნაშვილი: ,,ალექსანდრა პაიჭაძის დაქალებმა ომი გამიმართეს”
სუროგაციის ცენტრის ხელმძღვანელი მარიამ კუკუნაშვილი ისევ ალექსანდრა პაიჭაძეზე წერს და კონფლიქტზე, რომელიც გრძელდება. ,,მესამე პრეზიდენტი კვდება და იმის ნაცვლად, რომ მის გადასარჩენად ვიბრძოლოთ, ბოლო ორი დღეა ალექსანდრა პაიჭაძის დაქალებმა ომი გამიმართეს ფიებუქზე, ქმარს პორშეს გამო შეურიგდიო… სტატუსი სტატუსზე რომ დაწერეს, ვუპასუხე: ბავშვს გამარჯვება დაარქვა სახელად ინგლისურად და კაცი შეირთო, პორშეებს თავადაც ვყიდულობ და დამიჯერეთ, კაცების […]
ქეთი დევდარიანი: ,,თქვენ რა ჭირი გეცათ, არ ვიცი, როგორ არ გიტყდებათ”
სერიალ ,,ჩემი ცოლის დაქალების” სცენარისტი, ქეთი დევდარიანი სოციალურ ქსელში წერს: ,,ელენე ხოშტარია, პოლიტიკის მიღმა, ჩემი უახლოესი მეგობარია და ჩვენთვის, მისი მეგობრებისთვის ელენეს შიმშილობა ორმაგი დარდი და შფოთვაა. თვითონ კი გუშინ, გადასხმას და გადასხმას შორის, ალბათ მეასედ მისაყვედურა, რომ იმ ხალხის უტვინოებად და გარეწრებად მოხსენიება, ვინც მასზე და სააკაშვილზე საზიზღრობებს წერს, არ შეიძლება. 15 დღიანი შიმშილობა […]
ლიზა ბათიაშვილი სალომე ზურაბიშვილს: ,,ყველაზე მეტად თქვენ გაგიჭირდებათ მშვიდი ძილი”
მსოფლიოში ცნობილი მევიოლინე, ლიზა ბათიაშვილი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ღია წერილით მიმართავს: ,,მინდა, მოგმართოთ, როგორც ევროპაში გაზრდილ ქართველს, ასევე ევროპაში გაზრდილმა ქართველმა, ვისი გულიც ფეთქავს საქართველოს სიყვარულით და გაუსაძლის ვითარებაში იმყოფება ჩვენს სამშობლოში განვითარებული მოვლენების გამო. ჩვენ შევხვედრილვართ არაერთ კულტურულ ღონისძიებაზე, მუსიკისა და ხელოვნების მთავარი ღირებულება კი ჰუმანიზმი გახლავთ. ამიტომ გადავწყვიტე, თქვენთვის ღია წერილით მომემართა. […]
ნიკა გვარამია თამთა დემურიშვილზე: ,,უნდა მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში”
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია თამთა დემურიშვილზე წერს: ,,თამთა დემურიშვილი მთელი დღე ატყუებდა კონსილიუმს, სააკაშვილს არ უნდა თქვენთან შეხვედრაო. მივიდა პირადი ექიმი, გადააზუსტა პირადმა ექიმმა და ტყუილი აღმოჩნდა. ახლა კონსილიუმის წევრების ორსაათიანი ლოდინის შემდეგ ისინი არ შეუშვეს ,,არასამუშაო საათების” მომიზეზებით. თამთა დემურიშვილი უნდა მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში და მანამდე შეუჩერდეს უფლებამოსილება. ასევე, უნდა გამოირიცხოს მისი […]
ხათუნა ხოფერია: ,,7 კგ მაქვს დასაკლები, ვის ჩავესასტავო?”
,,ეს სამარცხვინო იმიტაციაა იმის, რასაც რეანიმაცია ჰქვია!” – ექიმი რევაზ ბოჭორიშვილი
საფრანგეთში მცხოვრები ექიმი, რევაზ ბოჭორიშვილი ქართველ ექმებს მოუწოდებს, ხმა ამოიღონ იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რაც მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გარშემო ხდება. „ეს რეანიმაციული განყოფილება, რომელიც ორ ადგილზეა გათვალისწინებული, აღჭურვილია უახლესი აპარატურით. ამდენად, ვფიქრობთ, რომ ხარისხი, რაც იქნება – ამ შემთხვევაში სამედიცინო სერვისის, არის სრულიად შესაფერისი ნებისმიერ სტანდარტთან, რომელიც მისაღებია როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე საერთაშორისო დონეზე“, – […]
,,ახალი მიცვალებულის ყვავილები წაიღეს მისი საფლავიდანო” – ნინო ზამბახიძე
საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნინო ზამბახიძე სოციალურ ქსელში წერს: ,,აი, რანაირი ხალხი ვართ, მართლა ვერ გავიგე, რა. ფასიანი ლიფტის თანხა არ მაქვს ჩარიცხული ბარათზე, რომ ქრება. ვიფიქრე თავიდან, სისტემური პრობლემაა-მეთქი, მერე დაცვამ მითხრა, შენი ბარათის ნომერი მუშამ უთხრა ყველას და მაგით სარგებლობენ, ახლა გავარკვიეო. ნუ ან მუშას რა უნდა ელაპარაკო, ან იმ ყველას, სხვის თანხას […]











