კატეგორია: სოციალური მედია

ალექსანდრა პაიჭაძემ ფეხი მოიტეხა – ,,ქუსლებიდან ჩამოდით”

ალექსანდრა პაიჭაძემ ფეხი მოიტეხა - ,,ქუსლებიდან ჩამოდით"

მოდელმა ალექსანდა პაიჭაძემ ფეხი მოიტეხა. ,,ტერფებს მოუფრთხილდით, ქუსლებიდან ჩამოდით. მე ჩამოვედი კაი ხნით”, – დაწერა ალექსანდრამ და ფოტოები გამოაქვეყნა.

,,ყურადღება! თქვენი შვილები ინტერნეტსამორინეებში თამაშობენ” – გოგა ჩანადირი

გოგა ჩანადირი: ,,მთელი ღამე შიშში გავატარე, შევკარი ბარგი და აბაზანაში ჩავწექი, რადგან მითხრეს, ყველაზე უსაფრთხო ადგილიაო''

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი წერს პრობლემაზე, რომელიც უამრავ ოჯახს აწუხებს საქართველოში. ,,ყურადღება მიაქციეთ თქვენს შვილებს. ისინი ინტერნეტსამორინეებში თამაშობენ”, – დაწერა ფოტოგრაფმა, რომელსაც ასე გამოეხმაურნენ: ,,დღეში 10 სმს მომდის, მულტფილმს ვერ უყურებ ისე, 15 წუთში ერთხელ რომ არ გამოხტეს ,,აჭარაბეთი” და მისთანანი. რა უნდა მეტი გაღატაკებულ ერს და მათ შვილებს! მილიონერობა და ჯიპი უნდა ყველას!”, ,,რა მარტო […]

ნიკა გვარამია: ,,დაბრუნება მინდა, ამის გარდა აღარაფერზე ვოცნებობ”

ნიკა გვარამია: ,,დაბრუნება მინდა, ამის გარდა აღარაფერზე ვოცნებობ"

,,მთავარის” დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია მშობლიურ ქალაქზე, სოხუმზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს: ,,დაბრუნება მინდა. სადაც დედა, სკოლიდან მოსულს, ჩემი საყვარელი კარაქში, ნიორში, პილპილსა და ხახვში შემწვარ ხბოს დაბეგვილი ხორცის სუნს ატრიალებს, მაგრამ მშვიდად ჭამას არ მაცლის და სკოლის ამბების გამოკითხვით მტანჯავს. სადაც მამა სამუშაოდან გვიან ბრუნდება, ბევრს ეწევა, დედას ეჯუჯღუნება, მაგრამ მაინც ყველაზე მშვიდი […]

ნინო სამყურაშვილი: ,,დე, ვერ გადაგარჩინე… ისეთი საბრალო და უსუსური არასდროს ხარ, როდესაც მშობელს ტოვებ სასაფლაოზე”

ნინო სამყურაშვილი: ,,დე, ვერ გადაგარჩინე... ისეთი საბრალო და უსუსური არასდროს ხარ, როდესაც მშობელს ტოვებ სასაფლაოზე"

,,მთავარის” ჟურნალისტი, ნინო სამყურაშვილი გარდაცვლილ დედას ემოციურ პოსტს უძღვნის. ,,დე, 7 წელი უშენოდ და არც ერთი დღე შენ გარეშე. 20 დეკემბერს – ყველაზე გრძელი და ბნელი ღამე, აღარ გათენდა შენთვის. ათასი სისულელით თავს ვინუგეშებ, რომ ისე მივედით ბოლომდე, მძიმე ტკივილი (რაც სიმსივნეს თან ახლავს) არ ჰქონია ან კიდევ ბოლო წამამდე გონება არ დაუკარგავს, არადა როგორი […]

ნინო არაზაშვილი: ,,ჩემი მშობლების კარგად ყოფნა მისურვეთ”

ნინო არაზაშვილი: ,,ჩემი მშობლების კარგად ყოფნა მისურვეთ"

20 დეკემბერს ტელეჟურნალისტ ნინო არაზაშვილს დაბადების დღეა. ჟურნალისტმა ცოტა ხნის წინ დაწერა: ,,მიყვარს ჩემი დაბადების დღე. განსაკუთრებით ჩემი მშობლების კარგად ყოფნა მისურვეთ. დაუპატიჟებელი გვირგვინოსანი ვირუსი ეწვიათ. სამაგალითოდ პირველები აიცრნენ და ზუსტად ვიცი, ყველაფერი კარგად იქნება. მადლობა, რომ ასეთი მრავალფეროვანი ცხოვრებისთვის მომავლინეთ და ამდენ სიყვარულს მიგზავნით იზოლაციიდან. სულ კარგად მყავდეთ! ამაზე დიდი საჩუქარი არ არსებობს ამქვეყნად”.

ზურაბ გურული: ,,ნუ წაიწყმედთ სულს ათასამდე დოლარის ფასად”

ზურაბ გურული: "ძალიან ცუდად დასრულდება ეს ყველაფერი!"

ამერიკაში მცხოვრები ექიმი, ზურაბ გურული ე.წ. ქოლ-ცენტრებზე წერს და ამას ტრაგედიას უწოდებს. ,,ბევრი ალბათ ვერც აცნობიერებს საქართველოში ე.წ. ,,ქოლ-ცენტრების” არსებობის სრულ ტრაგედიას. ათეულათასობით ახალგაზრდა, თან ინგლისურის საკმაოდ კარგად მცოდნენი ჩაბმული არიან კრიმინალურ საქმიანობაში. მათ მოქმედებას კი სრულიად აკონტროლებენ გაკრიმინალებული ძალოვანები. ზუსტად არის გადმოტანილი პოსტსაბჭოთა რუსული მოდელი. რა იქნება შემდეგი სკანდალი? არალეგალური ,,გემბლინგი”, ინდუსტრიალიზებული პროსტიტუცია, ნარკობიზნესი? […]

დათო ლიკლიკაძე: ,,მადო აღარ გვყავს… ერთხელ მეც მოგკალი, მადო”

დათო ლიკლიკაძე: ,,მადო აღარ გვყავს... ერთხელ მეც მოგკალი, მადო''

ქუთაისელი ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე ფეისბუქში ძალიან ემოციურ პოსტს აქვეყნებს მეგობარზე, რომელიც დაკარგა. მადონა კახიანი ქუთაისის მე-3 სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი იყო. ,,საოცარი რამ მოხდა. მადო რომელიც ყველას გვიყვარდა და ყველას დამრიგებელი და მოამაგე იყო, აღარ გვყავს. ასე დავრჩით ყველა მარტო, ვისაც მისი იმედი გვქონდა. ეს დღე მახსოვს, მადო. სცენაზე უნდა გასულიყავი, უნდა გემღერა. მანამადე შემოვირბინე […]

ეკო ფანგანი: ,,მწვანე პასპორტებს არ ითხოვენ, სირცხვილია შეპარვა და ჩაწყობა”

ეკო ფანგანი: ,,ძროხები და ხარები ისე მიყვარს, ვგიჟდები"

ტელეწამყვანი ეკო ფანგანი შრომის ინსპერქციას მიმართავს, რომ რესტორნები და ბარები მკაცრად გააკონტროლონ. ,,ძალიან გთხოვთ, გადაამოწმეთ რესტორნები და ბარები. ძალიან ცოტა ადგილას მოწმდება მწვანე პასპორტები ნორმალურად (განსაკუთრებით ღამის და განსაკუთრებით შარდენის ტერიტორიაზე არსებულ დაწესებულებებში). შედიან ნაცნობობით, სხვისი პასპორტებით, ზოგი, შეიძლება, ფულის ჩაკუჭვითაც! სანამ მოქალაქე არ ისწავლის საზოგადოებაში მოქცევას, კანონის მორჩილებას და წესრიგის დაცვას, მანამდე კოვიდის გაქრობა […]

ნუკა კვალიაშვილი: ,,მეცხრეში! უსამართლობაა ეს ყველაფერი”

ნუკა კვალიაშვილი: ,,მეცხრეში! უსამართლობაა ეს ყველაფერი''

მომღერალ ნუკა კვალიაშვილის ცხოვრებაში ულამაზესი პერიოდია. ის მესამე შვილის მოლოდინშია. ის და გოჩა გელაშვილი პირველ საერთო შვილს ელოდებიან. ,,მეცხრეში! პ.ს. უსამართლობაა ეს ყველაფერი… კაცებიც უნდა აჩენდეთ! აი, მაგალითად, გიბრუნებ 1 ნეკნს და საფასურად ორსულდები. ბოლო თვე არის გასაძლებად საშინელება, მაგრამ რაცაა, ეგაა”, – დაწერა ნუკამ ფეისბუქში. მომღერალი შესანიშნავ ფორმაშია და ამის გამო ბევრი კომპლიმენტიც მიიღო.

ელენე ხოშტარია: ,,ჩემი ბიჭიც დაიბადა”

ელენე ხოშტარია: ,,ჩემი ბიჭიც დაიბადა"

ელენე ხოშტარია ქმარს სოციალური ქსელით ულოცავს დაბადების დღეს: ,,ჩემი ბიჭიც დაიბადა. ვიბოდიალეთ, გადავეყარეთ და 10 წელი ისე შემოგვეცოლქმრა და შემოგვებევრბავშვა, ვერც შევამჩნიეთ. ყველაზე კეთილშობილი ადამიანის დაბადების დღეა”.