ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის, “ერისიონის” ხელმძღვანელმა, ჯემალ ჭკუასელმა, თავისი პოსტი 2 წლის წინ, 80 წლის ასაკში დატოვა. ახლა 132 წლის ანსამბლს სათავეში მისი შვილები უდგანან. სამხატვრო ხელმძღვანელი ბატონი ჯემალის ვაჟი, შერმადინ ჭკუასელია, მთავარი ქორეოგრაფი – მისი ქალიშვილი, ეკა ჭკუასელი. მამას კი მრჩევლის პოსტი უკავია, შვილების საქმიანობას გვერდიდან უყურებს და, როგორც “სარკეს” […]
კატეგორია: შოუბიზნესი
ქეთათო პოპიაშვილის საჩივრის გამო იუთუბმა შეიძლება ქართული ალტერნატიული მუსიკის ჩანაწერები წაშალოს
Youtube-დან ქართული ალტერნატიული და ელექტრონული მუსიკის ყველაზე დიდი ქართული არხი, რომელზეც 1.100-მდე ჩანაწერია ატვირთული, შეიძლება წაიშალოს. ამის მიზეზი კი ირაკლი ჩარკვიანის ცოლის ქეთათო პოპიაშვილის საჩივარია, რომლითაც მან Youtube-ს მიმართა. ქართული ალტერნატიული და ელექტრონული მუსიკის არხი Youtube-ზე ჯაბა შავიშვილმა 6 წლის წინ გააკეთა. სიმღერებს შორის ირაკლი ჩარკვიანის შემოქმედებაც არის, რომლის საავტორო უფლებებსაც ქეთათო ფლობს. სწორედ საავტორო უფლებების დარღვევის გამო […]
ქართული ”ახალი ხმის” მონაწილე თორნიკე მეცხვარიშვილი გარდაიცვალა – მიზეზად გაზით ინტოქსიკაცია სახელდება
ქართული მეგა-შოუს „ახალი ხმის“ მონაწილე თორნიკე მეცხვარიშვილი გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მიღებული ინტოქსიკაცია სახელდება. „ნიუპოსტს“ გარდაცვალების ფაქტს მეცხვარიშვილის მეგობრები უდასტურებენ. როგორც “ნიუპოსტის” გახდა ცნობილი, თორნიკეს მეგობარი ურეკავდა, როდესაც მან არ უპასუხა შინ მიაკითხა, სახლში შესულმა მეცხვარიშვილი უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინა, ადგილზე გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, თუმცა, იგი უკვე გარდაცვლილი იყო. ცხედარი […]
ლედი გაგა ავთანდილის კაბით მივიდა ლას-ვეგასის კონცერტზე
„რაც შეეხება ჩემს არას“ – სოფო ტოროშელიძე ნათია თოდუას გამარჯვებას ეხმაურება
მომღერალი სოფო ტოროშელიძე გერმანულ “Voice” -ში ქართველი კონკურსანტის ნათია თოდუას გამარჯვებას სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება: “ვულოცავ პირველ რიგში ნათია თოდუას ამ უდიდეს წარმატებას და შემდეგ მთელ საქართველოს ! ეს არ არის პატარა საქმე ქვეყნისთვის !!! ნამდვილად საამაყოა თითოეული ჩვენგანისთვის მისი ამხელა წარმატება! რაც შეეხება ჩემს არას, რომელიც მან მიიღო თავის დროზე იქს ფაქტორში ფაქტია არც […]
ნათია თოდუამ გერმანული ვოისი მოიგო
გერმანული Voice-ის 2017 წლის გამარჯვებული ქართველი მომღერალი, ნათია თოდუა გახდა. ფინალში ქართველმა კონკურსანტმა ოთხი სიმღერა შეასრულა, მათ შორის ერთ-ერთი თავის მწვრთნელ, სამუ ჰაბერთან ერთად. ნათია თოდუამ ფინალში ხმების 50,1% დააგროვა. მეორე ადგილზე გასულმა კონკურსანტმა კი – 25.45%. ნათია თოდუა ქართველი მაყურებლისთვის არ არის უცხო, ის რამდენიმე წლის წინ მონაწილეობას იღებდა რუსთავი 2-ის პროექტში იქს ფაქტორი.
თამარა ჩერგოლეიშვილი – “დემნა გვასალია ძველს ამბობს, შოკისმომგვრელად ახლებურად”
თამარა ჩერგოლეიშვილმა ფეისბუქზე დემნა გვასალია ასე შეაფასა: “დღეს, როდესაც ძალიან ძნელია მოდის ინდუსტრიაში რაღაც ახალი თქვა და ყურადღება მიიქციო, იმიტომ რომ ყველაფერი უკვე ითქვა, დაიღეჭა, გადაიღეჭა და პერვერსიად იქცა, გვასალია ძველს ამბობს, შოკისმომგვრელად ახლებურად. მაგიტომ მომწონს და არა იმიტომ, რომ მისი შეკერილის ჩაცმა მინდა – მე რომ 2000 დოლარს ჩექმაში არ გადავიხდი, რამხელა ფულიც არ […]
დასტინ ჰოფმანს სექსუალურ შევიწროებაში 6 ქალი ადანაშაულებს – “ის შიშველი დადიოდა და ფეხის მასაჟს მთხოვდა”
ჰოლივუდის ვარსკვლავი დასტინ ჰოფმანი სექსუალურ შევიწროებაში ისევ დაადანაშაულეს. მის წინააღმდეგ კიდევ 2 ქალი გამოვიდა. მათი მტკიცებით, ინციდენტებს ადგილი 30 წლის წინ ჰქონდათ. ერთ-ერთი მათგანი ამტკიცებს, რომ მსახიობი მის წინაშე შიშველი დადიოდა და ფეხის მასაჟის გაკეთებას სთხოვდა. ბრალდების ავტორი მაშინ 16 წლის იყო. მსახიობის ადვოკატი ბრალდებას ცილისწამებას უწოდებს. ბოლო შემთხვევის ჩათვლით, დასტინ ჰოფმანს სექსუალურ შევიწროებაში 6 ქალი ადანაშაულებს. მსახიობმა ბოდიში […]
სერიალ ”სამშობლოს” მე-7 სეზონის მთავარი გმირი კვლავ ქერი მეტისონი იქნება – ტრეილერის ვიდეო
სერიალ ” სამშობლოს” ახალი სეზონის ტრეილერი გამოვიდა. საუბარია მეშვიდე სეზონზე, რომელიც 2018 წლის 12 თებერვალს გამოვა. ამის შესახებ variety წერს. პრომოდან ჩანს, რომ სერიალის მთავარი გმირი კვლავ ქერი მეტისონია, რომლის როლსაც „ემმისა“ და „ოქროს გლობუსის“ მრავალგზის გამარჯვებული ქლერ დეინსი ასრულებს. სერიალის მეექვსე სეზონი ტრაგიკულად დასრულდა კიდევ ერთი მთავარი გმირისთვის. რუპერ ფრენდის გმირი, პიტერ ქუინი პრეზიდენტ კინის მიმართ განხორციელებულ […]
The Voice უნიჭიერს მუსიკოსებს აღმოაჩენს
ტელეკომპანია „იმედზე“ ახალი გრანდიოზული მუსიკალური ტელე შოუ „ახალი ხმა” the voice იწყება. როგორც ტელეშოუს პროდიუსერი, გიორგი იმედაშვილი გვიყვება, „ახალი ხმის“ პირველი სეზონის გუნდების მწვრთნელები იქნებიან სტეფანე და მაია დარსმელიძე, დათო ფორჩხიძე, ნინო ჩხეიძე და მერაბ სეფაშვილი. ეს ვარსკვლავური შემადგენლობა ბრმა კასტინგის კონკურსის დროს ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, რათა აღმოაჩინონ და თავიანთ გუნდში აიყვანონ საუკეთესო მომღერლები და მათთან […]











