მომღერალ ქეთა თოფურიასა და რეპერ გუფის გარშემო ჭორები არ ცხრება. დიდი ხანია ლაპარაკობენ, რომ მათ რომანი აქვთ და ქეთა ქმარს სწორედ მის გამო გაშორდა. ახლახან ქეთას ფოტოს, რომელიც მომღერალმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა, გუფიმ დააწერა: “ვერასდროს მაწყენინებს ადამიანი, რომელსაც პატივს არ ვცემ. ამიტომ მოდუნდით”. პოსტის კომენტარებში კი რეპერმა დაწერა: “ეს ჩემი გოგოა”, რაზეც ქეთამ კოცნის სმაილით უპასუხა. […]
კატეგორია: შოუბიზნესი
გიორგი ბახუტაშვილი ტელეიმედზე “ღამის შოუს” წაიყვანს
ტელეკომპანია იმედზე გადაცემა “ღამის შოუ” იწყება. გადაცემის წამყვანი მსახიობი, გიორგი ბახუტაშვილი იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია ამავე არხზე, გადაცემა “იმედის კვირაში” გავიდა. “ჩვენ ავიღეთ კლასიკური ფორმატი, ამერიკული, რაც არის”, – განაცხადა იმედია გენერალურმა პროდიუსერმა, გიორგი ხაბურზანიამ. ტელეკომპანია იმედზე გადაცემა ღამის შოუ წლების წინ გადიოდა, შემდეგ ტელეკომპანია მაესტროზე გადაინაცვლა და დაიხურა. საქართველოში “ღამის შოუ” პირველად რუსთავი 2-ის ეთერში გავიდა.
ფილმმა “შავმა ავაზამ” უკვე მილიარდი დოლარი მიიღო – ვიდეო
ფილმმა “შავი ავაზა” მსოფლიოს კინოთეატრებში გაქირავებიდან უკვე 1 მილიარდ დოლარამდე შემოსავალი მიიღო. ფილმის პრემიერა 13 თებერვალს შედგა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ჩედუიკ ბოუზმენი, მაიკლ ბ. ჯორდანი, ლაპიტა ნაიონგი’ო, დენაი გურირა, მარტინ ფრიმენი, დენიელ კალუია, ანჯელა ბასეტი, ფორესტ უაითეიქერი, ენდი სერკისი, ფლორენს კასამბა. IMDB-ის ცნობით, აქამდე მილიარდზე მეტი შემოსავალი მხოლოდ 32 ფილმს ჰქონდა მიღებული, მათ შორის […]
”გოგიტა გოგიძემ ბრუკლინში შოუ დადგა… დარბაზი ღამის 2 საათამდე სკამზე არ დამჯდარა”
10 მარტს ბრუკლინში მდებარე რესტორან “ნაციონალში” გაიმართა მომღერალ გოგიტა გოგიძის საღამო. ამასთან დაკავშირებით გიორგი ნიკოლაიშვილმა ფეისბუქსი ასეთი რამ დაწერა: ”ძალიან ბევრი ადამიანი სკეპტიკურად იყო განწყობილი, ვინაიდან არ იცნობენ ამ მომღერლის შემოქმედებას. მინდა თამამად ვთქვა, უამრავ კონცერტსა და საღამოზე ვარ ნამყოფი ქართველი მომღერლების მონაწილეობით. გოგიტამ კი დადგა ნამდვილი შოუ. მთელი დარბაზი ღამის 2 საათამდე სკამზე არ […]
ბრედ პიტი: “გადავწყვიტე, ერთი წელი სექსი არ მქონდეს”
ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა “ოქროს გლობუსისა” და “ოსკარის ჯილდოს მფლობელმა” ბრედ პიტმა პირობა დადო, რომ ერთი წელი სექსი არ ექნება. იგი ალკოჰოლის მიღებისგანაც შეიკავებს თავს და მთელ თავისუფალ დროს ქანდაკებას, მედიტაციასა და ვარჯიშს დაუთმობს.უცხოურმა მედიამ 54 წლის ბრედ პიტის ეს გადაწყვეტილება ანჯელინა ჯოლისთან ოფიციალურ განქორწინებას დაუკავშირა. ნიუპოსტი
ქუსლჩაკეცილი ფეხსაცმელი – დემნა გვასალიას მორიგი სიგიჟე
ანუკი არეშიძე – “ეს ჩემი ინსპირაცია და სილამაზის ეტალონია! როცა ქალები ერთმანეთს მხარს უჭერენ, საოცრებები ხდება!”
ქართველმა დიზაინერმა ანუკი არეშიძემ , ქალთა საერთაშორისო დღეს, სოციალურ ქსელში რუს სუპერმოდელთან, ნატალია ვოდიანოვასთან ერთად გადაღებულ ფოტო გამოაქვეყნა. “ყველას გილოცავთ ქალთა დღეს! ეს ნატალიაა, სილამაზის ეტალონი და ჩემი ინსპირაცია! როცა ქალები ერთმანეთს მხარს უჭერენ, საოცრებები ხდება!” – წერს ანუკი. ნიუპოსტი
ელტონ ჯონი საქართველოში ჩამოვა
ცნობილმა ბრიტანელმა ვარსკვლავმა ელტონ ჯონმა დაადასტურა, რომ საქართველოში კონცერტებისთვის ემზადება. მომღერალმა სოციალურ ქსელ facebook-ში თავის ოფიციალურ გვერდზე Caesars Palace-ში გამართული კონცერტიდან ფოტო განათავსა. როგორც ფეისბუკგვერდზეა აღნიშნული საქართველოში გამგზავრებამდე, სადაც მისი ორი შოუა დაგეგმილი, აპრილში ის Caesars Palace-ში დაბრუნდება: Love and thanks to all of you who came to my penultimate Caesars Palaceshows! I’m back in April […]
,,დამნაშავეს ჩავურთოთ ჩვენი სიმღერა და 20 წუთში ყველაფერს აღიარებს თავისი პირით“ _ რატომ დასცინიან ,,ირაოს“, რომელიც ევროვიზიაზე საქართველოს წარადგენს – ვიდეო
ევროვიზია 2018-ზე საქართველოს ჯგუფი “ირიაო” წარადგენს. ჯგუფის მუსიკალური ხელმძღვანელი კომპოზიტორი დავით მალაზონია გახლავთ, რომელიც 15 წლის განმავლობაში გერმანიაში მუშაობდა. ,,ჯგუფი ასრულებს უნიკალურ მუსიკას, რომელიც ჯაზისა და ქართული ეთნომუსიკის ნაზავია. ჯგუფის დამაარსებელი და მუსიკალური ხელმძღვანელი დავით მალაზონია ითვლება ერთ-ერთ პირველ ქართველ კომპოზიტორად, რომელმაც გააერთიანა ეს ორი ჟანრი. ის 30 წლის განმავლობაში ქმნიდა მუსიკას გერმანიასა და საქართველოში, როგორც […]
ქრისტინე იმედაძეს დემნა გვასალიამ იდეა მოპარა?! – „ესეც ჯერ ჩვენი იყო…“
ქრისტინე იმედაძემ მცირე ხანია, რაც საკუთარი სამოსის ბრენდი „სამი“ შექმნა. ის კოლექციებს აკეთებს როგორც ქალებისთვის, ასევე პატარა გოგონებისთვისაც. ქრისტინე ხშირად აქვეყნებს ახალ ფოტოსესიებს, სადაც მისი ნამუშევრებია გამოსახული. მომღერალმა ახალხან გამოაქვეყნა ფოტოკოლაჟი, სადაც გადაღებულია მისი ვარდისფერი და შავი როლინგები, რომლებიც ქრისტინეს ერთ-ერთ კოლექციაში შედის, და ასევე, იმავე ფაქტურისა და ფერის როლინგები, რომლებიც მამაკაცების კოლექციაში „ბალენსიაგას“ აქვს. […]











