„მუსლიმ ქალთა საჭიროებები“- ეს არის კვლევა, რომელიც აჭარის სამ მუნიციპალიტეტში – ხულოში, შუახევსა და ქედაში, ასევე ბათუმში ჩაატარდა. კვლევა „ქართველ მუსლიმთა კავშირმა“ ჩაატარა „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში. კვლევის პრეზენტაცია 9 თებერვალს, ბათუმის „დემოკრატიული ჩართულობის“ ცენტრში გაიმართა. კვლევაში სულ 44 მუსლიმი ქალი მონაწილეობდა. კვლევის ავტორის, ლელა ჯავახიშვილის თქმით, გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემა, მათ […]
კატეგორია: საზოგადოება
“ესკალატორზე მაღლა მიმავალ მწვანექურთუკიან ქალბატონს და მის გვერდით მდგარ მაღალ ბიჭს დააკვირდით!”
ჟურნალისტი ეთერ ერაძე თბილისის მეტროში მომხდარ ერთ პატარა ამბავზე წერს: “ვიცი, რომ ფოტოშედევრს ვერ გთავაზობთ, მაგრამ მეტი ვერ გადავიღე – მეტრომ არ მომცა ამის საშუალება. მაგრამ თუ ნერვები გეყოფათ, ესკალატორზე მაღლა მიმავალ მწვანექურთუკიან ქალბატონს და მის გვერდით მდგარ მაღალ ბიჭს დააკვირდით! საქმე ის არის, რომ ამ დილით ამ მწვანექურთუკიანმა ქალბატონმა ზუსტად ჩემს ფეხებთნ ჩაიჩოქა საბურთალოს ხაზზე. მარტომ ვერ ავაყენე, ყინულივით ცივი და გადაფითრებული […]
ემზო კვარაცხელია: ”დედა, მე გეი ვარ”
თანასწორობის მოძრაობის ვებგვერდზე ემზო კვარაცხელიას გულახდილი წერილი ქვეყნდება. “ჩემ სიტყვებს არც მეტაფორებით გავაფერადებ, არც მოოქროვილ ჩარჩოებში ჩავსვამ, პირდაპირ, ჩემებური სიფაქიზით გაგიმხელთ დიალოგს, რომელიც დედაჩემსა და ჩემს შორის შედგა. ქამინგაუთი ყოველ ჯერზე გაბრაზებულმა გავაკეთე. პირველად 2013 წლის 17 მაისს გავბრაზდი: ოჯახზე, მეგობრებზე, მეზობლებზე, სამყაროზე… ყელში ბურთი მეჩხირებოდა, როცა ირგვლივ ყველა ერთხმად იძახდა „უარესის ღირსები არიან, მოკალით, […]
ქუთაისელი „კაცი გამოძახებით“ მხოლოდ 50 წლამდე ქალებისთვის მუშაობს
გაზეთი „P.S.“ გასულ კვირას ყველაზე სარფიანი და მომგებიანი კომპანიით დაინტერესდა. ამ კომპანიას „კაცი გამოძახებით“ ჰქვია, მასში რამდენიმე მამაკაცი მუშაობს და ერთი მოვალეობა აქვთ: ზარს დაელოდონ და გამოძახებაზე გავიდნენ. ქალ მეძავებს მამაკაცი კოლეგები გამოუჩნდნენ, ისინი საკუთარ სხეულს წუთობრივად აქირავებენ. საგაზეთო და სატელევიზიო რეკლამის დადებას ჯერ ვერ ბედავენ, მხოლოდ სოციალური ქსელებით და ფორუმებით შემოიფარგლებიან და ასეთ განცხადებას ინტერნეტის მეშვეობით […]
ყოფილი დეპუტატი ფრიდონ საყვარელიძე გარდაიცვალა
პარლამენტის ყოფილი წევრი, ორი მოწვევის დეპუტატი ფრიდონ საყვარელიძე გარდაიცვალა. ყოფილი დეპუტატი 64 წლის ასაკში ავადმყოფობის გამო გარდაიცვალა, ის 1992-1996 წლებისა და 2012-2016 წლების მოწვევის დეპუტატია. ფრიდონ საყვარელიძე იყო „ქრისტიანული განათლების ფონდის” დირექტორი. ასევე ავტორია რამდენიმე სამეცნიერო შრომისა და მონოგრაფიისა მედიცინაში. 1998 წელს შეადგინა და გამოსცა „ადამიანის უფლებათა ლექსიკონი”. წერდა საქართველოს სახალხო დამცველის ეგიდით გამომავალ ჟურნალ […]
თბილისში მომხმარებელმა გაყინული ქათმის კანქვეშ ჭიები აღმოაჩინა
ერთ-ერთმა მომხმარებელმა ირმა ბერძენიშვილმა საბურთალოზე მდებარე ერთ–ერთ მარკეტში შეძენილი გაყინული ქათმის კანქვეშ შავი, გრძელი ჭიები აღმოაჩინა, შემდეგ კი ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა და შესაბამისი ფოტოები განათავსა. „კვირა“ ირმა ბერძენიშვილის დაუკავშირდა. როგორც ის განმარტავს, საუბარია „ნორიოს“ გაყინულ ქათამზე, რომლის კანქვეშაც გალღობის შემდეგ გძელი შავი ჭიები აღმოაჩინა. „ ქათამი, რომ გალღვა და კანი რომ გადავხსენი, უამრავი დაკლაკნილი შავი არსება ვნახე. ზუსტად ისეთი, ინტერნეტში რომ […]
ძიძა, ეთერ ხვიჩია-ჯოხარიძე, ამტკიცებს, რომ ბავშვის დედამ სცემა – რა მოხდა მე-3 საბავშვო ბაღში
მშობელი აღმზრდელს მას შემდეგ გაუსწორდა, რაც გაიგო, რომ აღმზრდელმა მის ორწლინახევრის შვილზე იძალადა. მშობელმა, რომელსაც ბაღის ძიძა ცემაში ადანაშაულებს შინაგან საქმეთა სამინისტრო 3-საათიანი დაკითხვის შემდეგ, უკომენტაროდ დატოვა. ჩხუბი მე-3 საბავშვო ბაღში 2 თებერვალს დილით მოხდა. აღმზრდელსა და მშობელს შორის დაპირისპირების დროს სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ ადგილზე პატრული გამოიძახეს. ძიძა, ეთერ ხვიჩია-ჯოხარიძე ამტკიცებს, რომ ბავშვის დედა […]
ინტერნეტ სექს შოპის შეკვეთებში თბილისი და ბათუმი ლიდერობენ – სილიკონის თოჯინა 5.000 ლარი ღირს, მოოქროვილი ვიბრატორი – 3.900 ლარი
ინტერნეტ SexShop-ის შეკვეთებში თბილისის შემდეგ ბათუმი ლიდერობს. ქართულ ინტერნეტსივრცეში SexShop-ი მას შემდეგ გახდა მოთხოვნადი, რაც თბილისში მაღაზიამ “აფროდიტე” ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლა. ამ თემაზე სტატიას “ბათუმელები” ავრცელებს. ინტერნეტ SexShop-ში ყველაზე ძვირი სილიკონის თოჯინაა, რომელიც 5.000 ლარი ღირს. მოოქროვილი ვიბრატორს ღირებულება 3.900 ლარია. ყველაზე იაფად, 10 ლარად, თვალის ასახვევის შეძენაა შესაძლებელი. ინტერნეტმაღაზიის მფლობელები აცხადებენ, რომ ყველაზე პოპულარული ნივთი ვიბრატორია. ჩამონათვალშია ანალური სათამაშოები, პროსტატის მასაჟორები და ლუბრიკანტებია. ნაკლებად […]
ვის არ ემუქრება “წითელა” და რატომ არის ის სხვა “ბატონებზე” უფრო მძიმე დაავადება
საქართველოში წითელას შემთხვევებმა იმატა. ეს საკმაოდ მძიმე ინფექციური დაავადებაა, რის გამოც აცრების ეროვნულ კალენდარშია შეტანილი. სამაგიეროდ, ამ ქვეყანაში ბევრია ამ დაავადებაზე აუცრელი მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც ინფექციის გავრცელების მაღალ რისკს ქმნიან. ამ დაავადების შესახებ ეპიდემიოლოგი პაატა იმნაძე საუბრობს. – რატომ ითვლება “წითელა” უფრო რთულ დაავადებად, ვიდრე “ჩუტყვავილა” ან თუნდაც “ქუნთრუშა”? – “წითელას” გაცილებით მძიმე მიმდინარეობა აქვს, ვიდრე […]
თბილისის მე-100 ბაღში ბავშვების პურში დანა აღმოაჩინეს
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, თბილისის მე-100 ბაღში ბავშვებისთვის განკუთვნილ პურში საკანცელარიო დანის პირი აღმოაჩინეს. პურში ნაპოვნი დანის შესახებ აღსაზრდელების მშობლებმა არაფერი იცოდნენ, რადგან ფაქტის გახმაურება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორმა არ ისურვა. თბილისის ბაღებს კვების პროდუქტებით, კომპანია “ნილი” ამარაგებს. “ნილის” დირექტორი დივერსიაზე საუბრობს და სკანდალურ ინფორმაციას აჟღრებს. კახა გიორგაძე ამტკიცებს, […]











