სამეგრელო-ზემო/სვანეთი- მესტია სოფ. ლახამულაში ჩამოწოლილი ზვავის შედეგად ჩაიხერგა გზა. მარტვილში ადიდდა მდინარე ტეხურა, რის გამოც დატბორილია მიმდებარე ტერიტორია. მცხეთა-მთიანეთი – მდინარე მტკვრის ადიდების შედეგად დატბორილია მიმდებარე ტერიტორია, დაზიანებულია 1 საცხოვრებელი სახლი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა. მთელ საქართველოში სტიქია მძვინარებს. მესტიასი, სოფელ ლახამულაში ჩამოწოლილი ზვავის შედეგად ჩაიხერგა გზა. მარტვილში ადიდდა მდინარე […]
კატეგორია: საზოგადოება
თბილისში ძლიერმა ქარმა 49 სახლი და 68 ხე დააზიანა, იმერეთში მიწა ჩამოიშალა _ სტიქია საქართველოში
თბილისში, ავალიშვილის ქუჩაზე ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა, რომელიც გაზის მილსა და ავტოფარეხის სახურავს დაეცა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მაშველებმა ეზო წაქცეული ხისგან გაათავისუფლეს. მთლიანობაში, თბილისში ძლიერი ქარის შედეგად 16:00 საათიდან 21:00 საათის მონაცემებით, 54 საცხოვრებელი სახლი, 68 ხე, 7 გარეგანათების ბოძი, 43 ელექტროსადენი, 6 ავტომანქანა, 5 გაზის ცენტრალური მილი და […]
მეუფე შიო: ”აბორტი არის ნატურალური ფაშიზმი”
– აბორტი არის ნატურალური ფაშიზმი; რომელ ჩხუბზე და დაჭრაზე საუბრობთ, როცა წელიწადში 40 ათასი აბორტი კეთდება? – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა ეპარქიის სამღვდელოებასა და ფსიქოლოგებთან შეხვედრისას განაცხადა. პატრიარქის მოსაყდრის თქმით, ღმერთი არასდროს მისცემს იმ ერს ბედნიერებას და გამარჯვებას, რომელიც არის საკუთარი შვილების მკვლელი. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. – ჩვენ ხშირად გვესმის საუბარი […]
”ჩემი შვილი გეია, მე ის მიყვარს, მაგრამ აქციაზე ვერ გამოვდივარ” – ფეხსაცმელების აქცია ზუგდიდში
დღეს, 8 მარტს, ზუგდიდში გაიმართა აქცია-პერფორმანსი, სახელწოდებით “რატომ ვერ გამოდიან ქალები აქციაზე?”. აქციის ორგანიზატორები “თანასწორობის მოძრაობის” ზუგდიდის ოფისის წევრები არიან. “ნეტგაზეთი” დაუკავშირდა ერთ-ერთ ორგანიზატორს, ცაბუნია ვართაგავას, რომელმაც აქციის იდეაზე ისაუბრა. – ეს აქცია ყველა იმ ქალის სათქმელის ხალხამდე მისატანად მოეწყო, ვინც თვითონ ვერ ახერხებს ხმის ამოღებას და აქციაზე გამოსვლას. იდეაზე მუშაობისას ვიფიქრეთ, რომ აქტივისტები კი ვამბობთ […]
თბილისში გრიგალი იქნება _ საგანგაშო ინფორმაცია
9 მარტს საქართველოში ინტენსიურად დაიწყება შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება. სინოპტიკოსების ცნობით, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე იქნება წვიმა, ზოგან ძლიერი. დღის მეორე ნახევრიდან საქართველოში მოსალოდნელია დასავლეთის ძლიერი ქარი 20-25 მეტრი წამში, ზოგან 27 მეტრ წამამდე, რაც ქართა კატეგორიაში ქარიშხლის ნიშნულს უტოლდება. განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ დედაქალაქში, სადაც 10 მარტის ღამეს შესაძლებელია, ქარის სიჩქარემ 30-33 მეტრ წამს მიაღწიოს, რაც უკვე […]
უცხოელ მამაკაცს თბილისელები დაეხმარნენ შეყვარებულისთვის სიურპრიზის მოწყობაში – ვიდეო
ახალგაზრდა მამაკაცმა თბილისში ნამდვილი სიურპრიზი მოუწყო შეყვარებულს: გუნდით, ამწეთი და ლეონარდ კოენის „ალილუიათი“. გამვლელები სიამოვნებით ადევნებდნენ თვალს რომანტიკულ სცენას. როგორც გაირკვა, შეყვარებული მამაკაცი უცხოელია და საქართველოში სულ ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა. მან დიდი მადლობა გადაუხადა ქალაქის მერიასა და მთელ ქვეყანას, რომ ამგვარი სიურპრიზის მოწყობის საშუალება მისცეს. სპუტნიკი
ბუბა კიკაბიძე: ,,აქაურ მთავრობას ჰკითხეთ, რატომ ლაპარაკობენ ქეთა თოფურია და სხვები ეგრე, აქაც ხომ გვყვანან ვითომ კულტურის მუშაკები”
ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა ინფორმაციას, რომ მოსკოვში კონცერტის გამართვას გეგმავს ნანი ბრეგვაძე. კიდევ უფრო მეტი აჟიოტაჟი გამოიწვია ქეთა თოფურიას მოწოდებამ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისკენ. კოლეგას არ ჩამორჩა კიდევ ერთი მომღერალი დათო ხუჯაძე, რომლის აზრითაც, თურმე პუტინს იმას ვთხოვთ, რაც მას არ წაურთმევია. 2008 წლის შემდეგ რუსეთში გამოსვლაზე პრინციპულად უარს ამბობს მომღერალი ბუბა კიკაბიძე: – რუსეთში 2008 წლის […]
ქართველი გოგო თურქ ქმართან ერთად ავტობუსში ცხოვრობს
ბათუმელი, 23 წლის ლალი ბაქრაძე და თურქეთის ქალაქ რიზეში მცხოვრები 41 წლის იაშარ კორკმაზი ცოლ-ქმარი არიან. ერთმანეთი ბათუმში გაიცნეს. იაშერი ავტობუსის მძღოლია, მას ოჯახის წევრები არ ჰყავს. ის ბავშვთა სახლში იზრდებოდა. ლალიმ ისლამი მიიღო. ახალშექმნილმა ხელმოკლე ოჯახმა საცხოვრებლის პრობლემა მარტივად გადაწყვიტა, მათ რიზეს ავტობუსების პარკში მიტოვებული ავტობუსი გაარემონტეს და იქ ცხოვრობენ. თურქული მედიის ინფორმაციით, გაჭირვების […]
,,როცა შეხედავთ თქვენი მეუღლის დაღლილ და დანაოჭებულ სახეს, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს ის გოგონაა, რომლისათვისაც თქვენ წინათ ღამეები გითენებიათ” – ვიდეო
,,რამდენჯერ გითქვამს, აღარ გიყვარვარო… შენ გინდა, მთელი ცხოვრება ჯვრისწერის პირველ დღეს ჰგავდეს. ასე არაა, ძვირფასო! თუ დამიჯერებ, მე დღეს შენი ნაოჭები უფრო მიყვარს, ვიდრე შენი სახე ოცი წლის წინათ, მაგრამ ცხოვრება ისე გვღლის, რომ ყოველთვის აღტაცებულ მიჯნურად ვეღარ გამოიყურები კაცი”. ,,მზე შემოდგომისა” _ გენიალური მსახიობების, ოთარ მეღვინეთუხუცესისა და მედეა ჯაფარიძის ტანდემი. ფილმი იმაზე, როგორ უნდა […]
ენძელა მაჭავარიანი დეპუტატებისთვის ხელფასების გაზრდას ითხოვს – ვიდეო
საქართველოს პარლამენტის წევრი ენძელა მაჭავარიანი დეპუტატების ხელფასების გაზრდას ითხოვს. ამბობს, რომ მათი ხელფასები პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასისგან დიდად არ უნდა განსხვავდებოდეს. ქალბატონი ენძელას არგუმენტი _ დეპუტატები ხალხის რჩეულები არიან. ენძელა მაჭავარიანი დეპუტატის ხელფასის თავმჯდომარის ხელფასთან დ… ქართული ოცნების წევრი ენძელა მაჭავარიანი დეპუტატის ხელფასის პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასთან დაახლოებას ითხოვს: Gepostet von ტაბულა • Tabula am Mittwoch, 15. […]











