ტურინის სუდარის საფუძველზე, იტალიაში, ქრისტეს სამგანზომილებიანი გამოსახულება შექმნეს. ეს რეკონსტრუქცია მაცხოვრის ჭრილობათა უკეთესად დანახვის საშუალებას იძლევა. იტალიელი ჯულიო ფანტი, რომელიც პადუის ინივერსიტეტში განზომილების მეთოდოლოგიას ასწავლის, ტურინის სუდარას რამდენიმე წელია იკვლევს. ამ დღეებში მან ქრისტეს გამოსახულების სამგანზომილებიანი გამოსახულება წარმოადგინა. -ამიერიდან იესო ქრისტეს წარმოდგენა შესაძლებელია ამ ნამუშევრის გათვალისწინებით. მაღალი ტანის და მშვენიერი გარეგნობის 5 ფუნტისა და 11 […]
კატეგორია: საზოგადოება
,,ბახალას წირავენ, მანდ სულ სხვა რამეა” – რას ამბობს კაბუ ინტერვიუში, რომელიც ,,სარკეში” დღეს გამოქვეყნდა
მსახიობი და რეპერი კახა აბუაშვილი, იგივე კაბუ, 3 წლის წინ საფრანგეთში სამკურნალოდ წავიდა, რომ ნარკოტიკებისთვის თავი დაენებებინა. წელიწადნახევრის განმავლობაში იმკურნალა და საკუთარ თავზე გაიმარჯვა. დღეს ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს. მიუხედავად იმისა, რომ კახა წლების განმავლობაში მოიხმარდა ნარკოტიკებს, ციხეში არ მჯდარა, როგორც ამბობს დაინდეს. სულ ცოტა ხნის წინ შსს-ში ბრიფინგი გაიმართა, სადაც განაცხადეს, რომ საფრანგეთში კაბუ […]
ია ფარულავა ფადი ასლისთან ურთიერთობას შოუში გაარკვევს
მსახიობი ია ფარულავა ეკრანზე მაისიდან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სკანდალური შოუთი ბრუნდება. ამის შესახებ ის პირველად ჟურნალ ,,სარკესთან” საუბრობს. „ფარული კონვერტი“ იქნება ის გადაცემა, სადაც პოპულარული ადამიანების პირადი ცხოვრების დეტალებს გაასაჯაროებენ და მთავარი საიდუმლოს გამჟღავნების შემთხვევაში სოლიდურ თანხასაც მოიგებენ. იმისთვის, რომ გადაცემის სტუმრები მაქსიმალურად გაიხსნან, ია მათ მაგალითს აძლევს და ერთ-ერთ პირველ გადაცემაში ყოფილ მეუღლესთან, ბიზნესმენ […]
,,დედიკო, მამიკო, წამიყვანეთ სახლში, იქ ნუ დამაბრუნებთ!” – მოზარდი ფსიქიატრიულში გადაიყვანეს – ვიდეო
„დედიკო, მამიკო, წამიყვანეთ სახლში, იქ ნუ დამაბრუნებთ! “ – ამბობს 11 წლის თვალცრემლიანი მოზარდი, რომელიც „თბილისი ცენტრალის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ბორდიურზე ზის და მშობლებს სახლში წაყვანას სთხოვს. ამის ამსახველი კადრები დღეს გავრცელდა ფეისბუქით. მოზარდის ისტორიამ, რომელიც ბავშვთა სახლიდან გაიქცა, გულგრილი არავინ დატოვა. პორტალი ,,კვირა” ავრცელებს ინფორმაციას, რომ მოზარდი ბავშვთა მე-5 ფსიქიატრიულ საავადმყოფოშია მოთავსებული. ის ამჟამად მკურნალობას […]
თამუნა ზოიძე: ,,ყოფილი ქმარი ციხიდან მემუქრება, რომ ყელს გამომჭრის” – ვიდეო
დიზაინერმა თამუნა ზოიძემ ინგა გრიგოლიას გადაცემა ,,რეაქციაში” თავისი მძიმე ისტორია მოყვა. მისი თქმით, ის ოჯახური ძალადობის მსხვერპლია. მიუხედავად იმისა, რომ ქმართან გაშორებულია, ყოფილი ქმარი ციხოდან აშანტაჟებს და მოკვლით ემუქრება. -მე ჯერჯერობით ვარ გადარჩენილი… პასუხისმგებლობა ეკისრებათ ჩვენს კანონმდმებლებს.. ვაპირებდი სარჩელის შეტანას, რომ ჩემ მიმართ დამცავი ბერკეტი ყოგილიყო, მაგრამ ადვოკატმა მითხრა, ერთადერთი რეაგირება არის შემაკვებელი ორდერი, რის […]
ყოფილი მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი ტელეწამყვანი ხდება
BMG -ის გუნდს ახალი თანაწამყვანი და მიმომხილველი ემატება. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ევროპასთან და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი ახალი ამპლუით და კარგად ნაცნობი თემებით “საქმიანი დილის”თანაწამყვანი ხდება. ალექსი პეტრიაშვილი მაყურებლებისთვის ყოველკვირეულ მიმოხილვებს, ინტერვიუებს და ვიდეო ბლოგებს მოამზადებს მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებზე, მათ გავლენებზე მსოფლიო ეკონომიკაზე და გლობალურ წესრიგზე. საქართველოს ერთერთი ყველაზე გამოცდილი დიპლომატი პოლიტიკური […]
109-ბაგა-ბაღის მშობლების აქცია პოლიციამ დაშალა
თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე 109-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მშობლებმა გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა სცადეს. მათ საბავშვო ბაღის წინ მოძრაობა რამდენიმე წუთის განმავლობაში შეაფერხეს, თუმცა საპატრულო პოლიციამ აქციის მონაწილეები დაშალა და მათი ნაწილი ისევ ბაღის ეზოსთან იმყოფება. აღსაზრდელების მშობლების ბაღის დახურვასა და მის დანგრევას აპროტესტებენ. მათი ვარაუდით, ეს ტერიტორია უკვე გაყიდულია და შენობის ავარიულობა მხოლოდ […]
თემურ შავიშვილმა საკუთარი საფლავი სიცოცხლეშივე მოაწყო – ,,ხომ უნდა ვიცოდე ადგილი, სადაც უნდა დავწვე?”
73 წლის ბათუმელმა კაცმა, თემურ შავიშვილმა გადაწყვიტა, სიცოცხლეშივე ეზრუნა საკუთარ საფლავზე და უკვე 10 წელია, ცდილობს, ის ისე მოაწყოს, რომ ოჯახს მისი გარდაცვალების შემდეგ ხარჯის გაღება არ მოუწიოს. საფლავზე სხვადასხვა სახეობის ხეები დარგო და უვლის. -ხომ უნდა ვიცოდე, ადგილი, სადაც უნდა დავწვე? მე ჩემი გემოვნებით ვაკეთებ ამ ყველაფერს. ჯერ სურათი არ მაქვს და ვაპირებ, ესეც […]
,,ამაზე ბოროტი სიზმარი არ არსებობს” – რადიოწამყვანი ევგენი ვადაქარია უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
ევგენი ვადაქარია, რომელიც საქართველოს რადიოს რუსულენოვან რედაქციაში მუშაობდა, დღეს უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. ის 65 წლის არის. რამდენიმე წლის წინ ინსულტი გადაიტანა. 1980-იან წლებში მისი ხმა საქართველოს აღვიძებდა და მის წაკითხულ ახალ ამბებს მთელი ქვეყანა ელოდა, ახლა კი ევგენი ვადაქარია ყველამ მიატოვა. მისი შემოსავალი მხოლოდ პენსიაა, რომელიც არაფერში ჰყოფნის. მძიმე ავადმყოფს სახელწიფო არ ეხმარება. პოპულარული რადიოწამყვანის […]
ბათუმის ბულვარში ქალაქის მთავარ მებაღეს ძეგლი გაუხსნეს
ბათუმის ბულვარში ქალაქის მთავარი მებაღისა და ცნობილი დეკორატორის, იასონ გორდეზიანის, ძეგლი გაიხსნა. ძეგლის ავტორი მოქანდაკე ირაკლი წულაძე გახლავთ. იასონ გორდეზიანი (1876-1960 წ.წ.) ბათუმის მთავარი მებაღე და ცნობილი დეკორატორი იყო. მას განათლება ევროპაში ჰქონდა მიღებული, კერძოდ, ვერსალის სასოფლო-სამეურნეო ნაციონალურ ინსტიტუტში. მუშაობდა საფრანგეთის, ბელგიის, შვეიცარიის, ჰოლანდიის საბაღო მეურნეობებში. როგორც აღიარებული სპეციალისტი, იგი სამუშაოდ მიიწვიეს ლონდონის ბოტანიკური ბაღის […]











