ქართული ბრენდის დღე ემიგრანტებთან შეხვედრით დაიწყო. ამაღელვებელი იყო მათთან ურთიერთობა, სამშობლოდან შორს მყოფი ქართველები საოცარ სითბოს გამოხატავდნენ ჩვენ მიმართ. ქართული ბრენდები, რომლებიც პროექტში მონაწილეობდნენ, ხელდამშვენებული ჩავიდნენ იტალიაში. რომის სამრევლო საკვირაო სკოლის ბავშვებს სასტუმრო “აივანის” დამფუძნებელმა, ციცინო ფუტკარაძემ საქართველოდან ჩამოტანილი საჩუქრები გადასცა. განსაკუთრებით ქართულმა საბავშვო ილუსტრირებულმა წიგნებმა გაახარა პატარები. მოეწყო “მარიგოლდის” გათანამედროვებული სამოსის კუთხე. ასევე “მეღვინეობა […]
კატეგორია: საზოგადოება
მარიამ ვაშაძე და ვანიკო ბენიძე თაფლობისთვეს მალდივებზე ატარებენ
ტელეწამყვანი მარიამ ვაშაძე მცირე ხნის წინ გაბედნიერდა. მისი რჩეული ვანიკო ბენიძეა. ვანიკო დათა ახალაიას მეუღლის ძმა გახლავთ. მარიამმა და ვანიკომ არაორდინალური ქორწილი რამდენიმე კვირის წინ გადაიხადეს და თაფლობისთვის გასატარებლად მალდივებზე გაემგზავრნენ. წყვილი ულამაზეს ფოტოებს ინსტაგრამზე აქტიურად აქვეყნებს და აშკარაა, რომ არაჩვეულებრივად ისვენებენ. მარიამის და ვანიკოს ლავ-სთორი ზუსტად ერთი წლის წინ გამჟღავნდა. ამბები.ჯი
დავით ლიკლიკაძე ვაჟა ოთარაშვილს: ,,ერთბაშად არ გახდებოდეთ ბოზები, ქუჩაში რომ გახვალთ თბილისში” – ვიდეო
ჟურნალისტი დავით ლიკლიკაძე და პოეტი ვაჟა ოთარაშვილი ტელეკომპანია ,,იბერიის” ეთერში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. გადაცემის თემა პროსტიტუციის ლეგალიზება იყო. ვაჟა ოთარაშვილი: არ შეიძლება ამით იშოვონ ლუკმაპური, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს თავიანთ მოქალაქეებზე. გენაცვალე, ლიკლიკაძე, ეს არის ქართველი ერის განადგურების გზა, ისევემ როგორც ნარკოტიკები. დავით ლიკლიკაძე: არ მათქმევინე ჩემი აზრი, იქნებ თქვენს აზრზე ვიყავი საერთოდ! მაგრამ სასწაულია რა! ჩვენ […]
მამა პეტრე: ,,დამირეკეს, შენი შვილის მეგობრები კლუბში არაფხიზელ მდგომარეობაში ერთობიან და გვეშინია, ფატალურად არ დასრულდესო”
მამა პეტრემ სოციალურ ქსელში სკანდალური პოსტი გამოაქვეყნა. „SOS!.. ე.წ. ღამის კლუბების გასაგონად… ამ ეტაპზე კონკრეტული დასახელებისაგან თავს შევიკავებ… თუ ამ გაფრთხილებას რეაგირება არ მოჰყვება, აუცილებლად გამოვაქვეყნებ კლუბის სახელწოდებას და მეპატრონესაც, რომლებიც არასრულწლოვნებს, ყოველგვარი ,,ფეისკონტროლის” გარეშე უშვებენ და კლუბურ ნარკოტიკებს სთავაზობენ… 17 მაისის აქცია მოენატრებათ, ისეთი ფაქტის წინაშე დავაყენებ!..“ – რამ გამოიწვია მამა პეტრეს აღშფოთება, ამის […]
ლაშა ტალახაძე დაოჯახდა – ვინ არის ძალოსანის რჩეული
ძალოსანი ლაშა ტალახაძე დაოჯახდა. მისი რჩეული ანა დემურიაა. სპორტსმენი ახალი ამბის შესახებ თავად წერს და მეუღლის ფოტოებსაც აქვეყნებს. რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძემ მძიმე წონაში ოქროს მედალი და კონტინენტის ჩემპიონის ტიტული კიდევ ერთხელ მოიპოვა. ნიუპოსტი
4 დღის წინ დაკარგული 15 წლის გოგონა პოლიციამ თბილისში იპოვა
ბათუმში დაკარგული გოგონა სამართალდამცველებმა თბილისში იპოვეს. არასრულწლოვანი თავს კარგად გრძნობს. ამის შესახებ „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს. შეგახსენებთ, რომ 15 წლის გოგონას ოთხი დღის განმავლობაში ეძებდნენ. მოზარდი სახლიდან 20 აპრილს გავიდა და სკოლაში არ მისულა. ამის შემდეგ ოჯახს, მისი ადგილსამყოფელის შესახებ, ინფორმაცია არ ჰქონდა. შს სამინისტროს მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით ჰქონდა დაწყებული. მოზარდის დედა […]
,,ვფიქრობ, ჩემი შვილი სატანური სექტის წევრია” – მეოთხე დღეა ბათუმში 15 წლის გოგონას ეძებენ
ბათუმში გაუჩინარებული 15 წლის ნ. ბ. -ს დედა ამბობს, რომ მისი შვილი ბოლო ერთი წლის განმავლობაში რადიკალურად შეიცვალა. მისი თქმით, მოზარდი თვითმკვლელობისკენ იყო მიდრეკილი, რის გამოც, ფსიქოლოგთანაც დაჰყავდათ. დედის ინფორმაციით, გოგონა სახლიდან ხშირად მიდიოდა და ღამე შინ არ ბრუნდებოდა. თუმცა ბოლოს უკან მაინც მიდიოდა. უკვე მეხუთე დღეა გოგონას მობილური ტელეფონი გამორთული აქვს და სოციალურ ქსელშიც […]
მოზარდს გაუჩინარებამდე ჭრილობა შენიშნეს ხელზე – ,,შეხვეული ხელით დადიოდა, დედაც ნერვიულობდა, არ ვიცი, რა მოხდაო”
სამართალდამცველები ბათუმის მე-18 საჯარო სკოლაში, რომლის ერთ-ერთი მოსწავლე, 15 წლის გოგონა მეხუთე დღეა დაკარგულია, ამ დრომდე არ გამოჩენილან. მოზარდი სახლიდან 20 აპრილს გავიდა, თუმცა სკოლაში აღარ მისულა და მას შემდეგ ოჯახი მის კვალს უშედეგოდ ეძებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები 21 აპრილიდან მიმდინარეობს. სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლითაა აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. […]
,,ჩემს შვილს მეხუთე დღეა ვეძებთ” – ბათუმელი მოზარდის ფეისბუქში საშინელი ვიდეოები ნახეს
ბათუმში, ე.წ ბარცხანის დასახლებაში, მეხუთე დღეა მე-10 კლასის მოსწავლეს ეძებენ. როგორც გაუჩინარებული გოგონას დედამ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, ოჯახმა სამართალდამცავებს მიმართა. -ჩემს შვილს მეხუთე დღეა ვეძებთ, სახლიდან რომ გავიდა, ,,ფეისბუქი” ჩართული დარჩა, სადაც საშინელი ვიდეო მასალები ჰქონდა. არანაირი ძალადობა მასზე ოჯახის მხრიდან არ ყოფილა. არ ვიცი, სად ვეძებო. მივმართეთ სამართალდამცავებს და მიმდინარეობს გამოძიება, – აცხადებს გაუჩინარებული […]
გიორგი გაგნიძე ლა სკალაში, ფრანკო ძეფირელის ,,აიდაში” მიიწვიეს – ქართველმა ბარიტონმა მეტროპოლიტენ ოპერაში 100 სპექტაკლში ითამაშა
წელს ლა სკალას თეატრში ლეგენდარული რეჟისორის, ფრანკო ძეფირელის 95 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სპექტაკლი ,,აიდა” გრანდიოზულად დაიდგმება. სპექტაკლში, რომელსაც მთელი მუსიკალური სამყარო მოუთმენლად ელოდება, ქართველი ბარიტონი გიორგი გაგნიძეა მიწვეული.ყველა ბილეთი უკვე წინასწარ არის გაყიდული. ,,მილანის ლა სკალაში ,,აიდა” 1963 წელს დაიდგა. განახლებული ,,აიდა”, რომელიც მიეძღვნება ლეგენდარული რეჟისორის, ფრანკო ძეფირელის დაბადებიდან 95 წლის საიუბილეო თარიღს, გაიმართება 8 […]











