,,თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ლიდერის ბექა წიქარიშვილის ინფორმაციით, მათი აქცია შესაძლოა, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან აღარ გაიმართოს. ამის შესახებ წიქარიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ესაკალაციის თავიდან ასაცილებლად აქციის ორგანიზატორები სამომავლო გეგმებს შეიმუშავებენ და საზოგადოებას სოციალური ქსელის მეშვეობით შეატყობინებენ. -სამოქმედო ნაბიჯების დასაგეგმად საორგანიზაციო ჯგუფი იკრიბება. აქ შეიძლება აღარ შევიკრიბოთ. ინფორმაციას მოგვიანებით, ფეისბუქით გავავრცელებთ,- განაცხადა წიქარიშვილმა. ნიუპოსტი
კატეგორია: საზოგადოება
პოლიციამ პარლამენტის წინ კარვები აშალა
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეების მიერ დადგმული კარვები აიღეს. თავდაპირველად აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებმა მოსთხოვეს კარვების აშლა და გზის გათავისუფლება, თუმცა მოთხოვნის შეუსრულებლობის შემდეგ პოლიციამ კარვები თავად დაშალა. თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, 5 კარავი წუხელ დადგეს. აქციის მონაწილეები კლუბ “ბასიანსა” და კლუბ “გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ. კვირა
ჟურნალისტი სპეცრაზმელს: ,,თითები დამამტვრიეთ, წელში გადამტეხეთ” – ვიდეო
,,ტაბულას” მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში, სადაც ასახულია სპეცოპერაციის კადრები, ისმის ჟურნალისტის ხმა, რომელიც სპეცრაზმელს უხსნის, რომ მისი მოვალეობის შესრულებაში ხელი არ შეუშალოს. -თითები დამამტვრიეთ, წელში გადამტეხეთ, – ისმის ჟურნალისტის ხმა. ვიდეოში ასევე ჩანს, პოლიციელი კაფე ,,გალერის” მხარდამჭერ გოგონას ჯიხურზე თავს როგორ არტყმევინებს. Gepostet von ტაბულა • Tabula am Freitag, 11. Mai 2018
დათო გაბუნია კახი კალაძეს: ,,კახა, გაგექცა ქალაქი! კახა, ქალაქი გიჩერდება!”
,,ჯეოსელმა” აქციაზე ინტერნეტის გამაძლიერებელი ტექნიკა მიიტანა
კომპანია ,,ჯეოსელმა” პარლამენტთან აქციაზე ინტერნეტის გამაძლიერებელი ტექნიკა მიიტანა.როგორც კომპანიის პრესსამსახურმა On.ge-ს უთხრა, ეს მიღებული პრაქტიკაა, რადგან თავშეყრის ადგილებში ინტერნეტის სიხშირე ეცემა და მსგავსი ტექნიკით აძლიერებენ. ამ წუთებში პარლამენტის შენობასთან აქცია გრძელდება. აქციის ორგანიზატორებმა პრემიერ კვირიკაშვილს ულტიმატუმი წაუყენეს, თუმცა პრემიერმინისტრი მათ არ გამოხმაურებია. ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა კარვები გაშალეს. ბაია პატარაიას თქმით, შს მინისტრი გახარია კარვების […]
აქციის მონაწილეებმა 5 კარავი გაშალეს
აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე 5 კარავი გაშალეს. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, პროტესტი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. აქციის მონაწილის, ბექა წიქარიშვილის თქმით, მათი პროტესტი არ შეწყდება. თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები წუხელ კლუბ “ბასიანსა” და კლუბ “გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ და ითხოვენ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების გადადგომას. აქციის მონაწილეებს […]
პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებმა პოლიციას უცეკვეს – ვიდეო
პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებმა სამართალდამცავების წინ დაკავებების შემდეგ იცეკვეს. მედიაში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს რამდენიმე ახალგაზრდა, რომელიც პოლიციელების წინ ცეკვავს. საპროტესტო ცეკვა პოლიციის წინ კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციისა და ათობით ახალგაზრდის დაკავების შემდეგ, აქციის მონაწილეები პოლიციის წინ ცეკვავენ 📢ვიდეო: Giorgi Diasamidze / Netgazeti#DanceForFreedom #Bassiani #CaféGallery Gepostet von netgazeti.ge am Freitag, 11. Mai 2018
სერგი გვარჯალაძე – “კალაძის ნომერი არ მაქვს და ვერ დავურეკე, ცუდი რამე ხდება”
თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძე გუშინ სპეცოპერაციის ადგილზე მივიდა და კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ის რაც ღამის კლუბებში მოხდა და თბილისის ქუჩებში ხდება, ქვეყნისთვის დამაზიანებელია. გვარჯალაძემ თქვა, რომ მან არ იცის რა ხდება და რატომ ხდება. გვარჯალაძის თქმით ის ცდილობს გაარკვიოს მიზეზები, თუმცა უშედეგოდ. მისივე თქმით მან ვერ მოახერხა შსს-ში შესვლა და ვერც […]
ცემა-ტყეპა რუსთაველზე – “სპეცრაზმი დაიძრა პარლამენტისკენ, ფრთხილად!”
სულ ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან კლუბებიდან წამოსული ხალხი შეიკრიბა. მათსა და პოლიციას შორის რამდენჯერმე შეხლა-შემოხლა მოხდა. ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. დემონსტრანტებმა პოლიციელების ტერიტორიიდან გაყვანა მოითხოვეს. პოლიციამ რამდენიმე დემონსტრანტი დააკავა. “სპეცრაზმი დაიძრა პარლამენტისკენ. ფრთხილად, არ დაგავიწყდეთ, რისთვის და როგორ წავიდა წინა ხელისუფლება. სისტემის მარცხი.”- დაწერა ფეისბუქში ნაჯა ორაშვილმა. ახალი თაობა
ლელა თოლორდავა: “ზოგი ქართველი ქალი იტალიაში ისე თხოვდება, მისმა ქართველმა ქმარმა არც იცის”
იტალიის ქალაქ რეჯო-დი-კალაბრიოში მცხოვრები 85 წლის ბაბუა დომენიკოს ამბები საქართველოში ბევრმა იცის. რამდენიმე თვე დომენიკოს ქუთაისელი ლელა თოლორდავა უვლიდა და სამშობლოდან შორეულ ქვეყანაში სიდუხჭირის გამო გადახვეწილი პროფესიით ჟურნალისტი ქალი იქაურ ამბებს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე აქვეყნებდა. თითოეული დღის ამბავი პატარა ნოველასავით იყო. საქართველოში დაბრუნებულმა, ეს “ნოველები” წიგნად აკინძა. წიგნის სათაური “ბადანტე” იქნება. “ბადანტე” იტალიურ ენაზე მომვლელს […]











