დავით რაზმაძემ ფეისბუქში ვიდეო ატვირთა და დაწერა: “ძააან არ მინდოდა ამის არც გადაღება, არც დადება, მაგრამ სხვა გზა აღარაა, ეს თევდორე მღვდლის ხუთი ნომერია, ჩემი სახლის წინ, რასაც უყურებთ, ეს აქაური ყოველდღიურობაა, არც სიკვდილია უცხო. რატომ ხდება ასე?? იმიტომ, რომ აქ ორი წერტი არსებობს, სადაც ალკოჰოლს, ან რასაც თვითონ ალკოჰოლს ეძახიან, ყიდიან წარმოუდგენლად დაბალ ფასად, […]
კატეგორია: საზოგადოება
მაკა ასათიანი: ,,ვიცავ მამას, რომელიც აღარაა ცოცხალი”
ბიზნესმენი და ყოფილი დიზაინერი მაკა ასათიან „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს. საქმე ეხება ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ანგარიშს „კორუფციული რისკები სასამართლო სისტემაში“. კვლევაში საუბარია შვიდ საქმეზე, რომელთაგან ერთ-ერთი მაკა ასათიანისა და მისი ოჯახის საკუთრებაში არსებული შპს „აკას“ („მერსედეს-ბენცის“ ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში) 20%-იანი სადაო წილის შესახებ სასამართლოში მიმდინარე დავას ეხება. მაკა ასათიანი ორგანიზაციისგან ბოდიშის მოხდას ითხოვდა. […]
კახი კალაძის ,,შვილობილს” სახლი ბუნკერებთან მოუწყვეს
ძაღლი, რომელიც კახა კალაძემ მერიაში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოდან 13 თებერვალს წაიყვანა, გავრცელებული ინფორმაციით, მერის კაბინეტის მეზობლად სახლობდა. თუმცა სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც ჩანს, რომ მერიის სხდომების „ვარსკვლავი“ არა მერის კაბინეტის მეზობლად, არამედ მერიის ეზოში, ნაგვის ბუნკერების მახლობლად სახლობს. ნიუპოსტი
სამაგისტრო გამოცდების ტესტირების პასუხები ინტერნეტში გაიპარა?
გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ვებგვერდზე შემთხვევით, სავარაუდოდ, სამაგისტრო გამოცდების სამომავლო ტესტირების პასუხები რამდენიმე წუთით გამოაქვეყნა. საუბარია მაგისტრატურის B და C ტესტის ტიპებზე, რომელიც 18-19 და 24-25 ივლისს უნდა ჩატარდეს. 11-12 ივლისს A ტეტის ტიპის გამოცდა ჩატარდა. ტესტების პასუხების “სქრინები” სოციალურ ქსელში გავრცელდა. რამდენიმე მათგანი On.ge-მაც მოიპოვა. როგორც ერთ-ერთი სტუდენტი სოციალურ ქსელში წერს, B და C ტესტირების […]
კანიბალების კუნძული საბჭოთა კავშირში – ,,ქალებს ძუძუებს, ბარძაყებს აგლეჯდნენ…”
ყოველი წლის ზაფხულში რუსეთის ქალაქ ტომსკის მცხოვრებთა მცირე ჯგუფი 550 კილომეტრიან გზას გადის მდინარე ობის შუაგულში მდებარე ნაზინსკის კუნძულისაკენ, რათა გვირგვინებით შეამკოს იქ აღმართული ხის ჯვარი. ამ მსვლელობით აღინიშნება იმ შემზარავი მოვლენების მსხვერპლთა ხსოვნა, რასაც, გადმოცემით, აქ ჰქონდა ადგილი 1933 წლის ზაფხულში. თუმცა წელს პილიგრიმებმა ეს ვერ მოახერხეს. „წყალდიდობის გამო მთელი კუნძული დაიტბორა“, – ამბობს […]
,,როცა ადამიანი ტკივილს გვაყენებს, უნდა ვიფიქროთ, რომ ის თვითონ ძალიან უბედურია” – ოშო
ინდოელი ფილოსოფოსი, გურუ ჩანდრა მოჰან ჯაინი (ოშო) ესაუბრებოდა მოსწავლეებს ადამიანური ყოფის ყველანაირ ასპექტზე: მატერიალურზე, სოციალურზე, ბიოლოგიურ სხეულზე, ფსიქოლოგიურ სფეროზე და სულიერ სამყაროზე. ოშომ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იმოგზაურა, სადაც ის ატარებდა ე.წ. საუბრებს, იგი თავის სწავლებას ეძახდა საუბარს, რადგან სიტყვა ,,ლექცია” მკაცრ დირექტიულ გამიჯვნას გულისხმობს ლექტორსა და მსმენელებს შორის, ოშომ მთელი შეგნებული ცხოვრება ადამიანთა სულიერ გამოღვიძებას […]
თამაზ წივწივაძე გარდაიცვალა – ,,ნიჭიერი კაცი წავიდა. ნამდვილად ნიჭიერი”
გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს“ მთავარი რედაქტორი, მწერალი და კრიტიკოსი თამაზ წივწივაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ფეისბუქში რობერტ ნადარაიამ დაწერა: ,,ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად 76 წლის ასაკში მწერალი, გაზეთ “ლიტერატურული საქართველოს” მთავარი რედაქტორი – თამაზ წივწივაძე გარდაიცვალა”. ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი ფეისბუქში წერს: ,,ნიჭიერი კაცი წავიდა. ნამდვილად ნიჭიერი. სხვა თაობას ეკუთვნოდა და ბოლო 20 წელი საერთოდ სხვაგან იდგა შეხედულებებით, მაგრამ […]
სასიკვდილოდ განწირულები – ,,მთავარი ექიმი მეუბნება, დავარღვიოთ კანონი, პაციენტები მივიღოთ, ცოდოაო, მაგრამ…”
მსახიობი მაია ტურაშვილი, რომელსაც მეოთხე სტადიის სიმსივნე აქვს, ჟურნალ ,,სარკესთან” იმ გასაჭირზე ყვება, რაც მას და მის მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს აწუხებთ: -რადგან მეოთხე სტადიაა და გამოჯანმრთელების შანსი ნაკლებია, ალბათ ამიტომ არ გვაფინანსებენ. იმის გამო, რომ ამ წამლების შესაძენად ფინანსები ვერ მოიძიეს, ბევრი ონკოპაციენტი გარდაიცვალა. ზოგს გაუუარესდა მდგომარეობა, არადა ეს მედიკამენტები გახლავთ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფთათვის განკურნების […]
გაფრთხილება – რას უნდა მოვერიდოთ ხვალ, მზის დაბნელებისას
ხვალ, 13 ივლისს მზე ნაწილობრივ დაბნელდება. პიკი 7 საათსა და 2 წუთზე იქნება. მზის დაბნელების ხილვა შესაძლებელი იქნება ავსტრალიის უკიდურეს სამხრეთში, ახალ ზელანდიაში, ატლანტის ოკეანის სამხრეთ ნაწილში ან ანტარქტიდის სანაპიროზე. ხვალ მაგნიტური დღეცაა. ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას ურჩევს, მოერიდონ კონფლიქტებს, ცხიმიან საკვებს, ალკოჰოლს, ნერვიულობას. არ არის სასურველი ფინანსური გარიგება, ხელშეკრულების დადება, ბინის შეცვლა, ქორწინება, მცენარეების დარგბა […]
ცოლ-ქმარი სმიტები მარნეულში ცხოვრობდნენ და აზერბაიჯანულ სტილში შესრულებულ ხალიჩებს შტატებში გზავნიდნენ – მოკლული ოჯახის ცხოვრების დეტალები
ხადას ხეობაში მოკლული რაიან და ლორა სმიტების მეგობრები აცხადებენ, რომ წყვილმა ამერიკაში ცხოვრებას საქართველოში ცხოვრება არჩია. ისინი საქართველოში საცხოვრებლად კალიფორნიიდან 2011 წელს გადმოვიდნენ. 2012 წლიდან კი საქართველოს მოქალაქეობაც მიიღეს. სმიტები მარნეულში ცხოვრობდნენ, სადაც ხელნაკეთი ხალიჩების საწარმოც ჰქონდათ და საიდანაც ტრადიციულ აზერბაიჯანულ სტილში შესრულებულ ხალიჩებს შტატებში გზავნიდნენ. „ 4-5 წელია, რაც ერთმანეთს ვიცნობთ. მის მეუღლე ლოლას […]











