2018 წლის პირველი იანვრიდან დღემდე საქართველოს ხელისუფლებამ რესტორნებში ოთხი მილიონი ლარი დახარჯა. დოკუმენტაცია არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,შეაჩერე კორუფცია” შეისწავლა და ბევრი საეჭვო გარემოება აღმოაჩინა. 10 კაცის ვახშამი იუსტიციის სამინისტროს 888 ლარი დაუჯდა. ასეთი ან უფრო ძვირადღირებული სუფრა სახელმწიფო უწყებების დაკვეთით ქვეყნის რესტორნებში წელს 2657 ჯერ გაიშალა. ბოლო 6 თვეში ჭამა-სმაში ბიუჯეტიდან ხელისუფლებამ 4 მილიონი ლარი დახარჯა. […]
კატეგორია: საზოგადოება
ზლატკო დალიჩი: ,,საქართველოსთვის ეს არის სიგნალი”
ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზლატკო დალიჩმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთთან (2:4) წაგების შემდეგ საქართველოც ახსენა. ქართველი ჟურნალისტის, ოთარ გიორგაძის ერთ-ერთ კითხვას დალიჩმა უპასუხა. -ჩვენს ავტობუსზე ასეთი დევიზია – პატარა ქვეყანა, დიდი ოცნებებით. წარმატების უნდა გვჯეროდეს. ეს არის სიგნალი ისეთი პატარა ქვეყნებისთვის, როგორც ხორვატიაა. ასევე, საქართველოსთვის. უნდა გაგაჩნდეთ ოცნება და ამბიცია, რომელსაც არასდროს დათმობთ და ბოლომდე […]
ამერიკელ ტურისტებზე ქართველი მონადირე ძალადობს – ფილმი სმიტების ტრაგედიამდე 4 წლით ადრეა გადაღებული
ქართულ ფილმში ,,ნაღმი”, რომელიც რამდენიმე წლის წინ არის გადაღებული, ისეთი ისტორიაა აღწერილი, რომელმაც ბევრს ხადას ხეობაში მომხდარი ტრაგედია, სმიტების საზარელი მკვლელობა გაახსენა. “ნაღმი” რეჟისორ ლევან ბახიასა და სტუდია “სარკეს” მიერ გადაღებულ ქართულ-ამერიკულ ფილმია. სიუჟეტის მიხედვით, სამი ამერიკელი ტურისტი: კრისი, დენიელი და ალისია საქართველოში ლაშქრობისას პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან – კრისი ნაღმზე დაადგამს ფეხს და იძულებულია, ადგილიდან […]
„თანამშროლებს ვაკისრებთ იმ პროდუქტის შეძენას, რომელიც თაროზეა და ვადაგასულია“ – „ნიკორა”
სუპერმარკეტების ქსელის „ნიკორას“ თანამშრომლები „იმედი დილის“ სიუჟეტში მძიმე სამუშაო პირობებზე საუბრობენ. „ნიკორას“ 4 ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ ოფიციალურად მოლარე-კონსულტანტები იყვნენ, თუმცა დამატებით სხვა ფუნქციების შესრულებაც უწევდათ. „ვალაგებდი საწყობს, სამზარეულოს, საპირფარეშოსაც. 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობდი. გარდა ამისა, დაცვის ფუნქციასაც ვასრულებდი. მიწევდა მომხმარებლებს გავყოლოდი, რომ არაფერი მოეპარათ, რადგან იმის თანხასაც ჩვენ გვანაზღაურებინებდნენ. თუ ქურდობა ხდება კონსულტანტს ეწერება. ხელფასი 400 […]
უფასო ტელევიზორი ათასობით ბელგიელს – მაღაზია ფულს უკან აბრუნებს
მსოფლიოს ჩემპიონარის წინ, ბელგიაში ელექტრონიკის მაღაზია Krefel-მა სარეკლამო კამპანია წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც, მათთან ტელევიზორის შეძენის შემთხვევაში გადახდილ თანხას ყველა მყიდველი უკლებლივ უკან დაიბრუნებდა, თუკი ბელგიის ნაკრები მუნდიალზე 15-ზე მეტ გოლს გაიტანდა. როგორც იცით, ბელგიელებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავეს, ბოლო შეხვედრაში კი ინგლისი 2:0 დაამარცხეს. ინგლისელთა კარში გატანილი მეორე გოლი ბელგიის ნაკრებისთვის მე-16 იყო! ,,მუნდიალის […]
ხორვატელმა ფეხბურთელმა თანასოფლელებს კრედიტები სრულად დაუფარა – რას ყვება მეგობარი ანტე რებიჩზე
ხორვატიის ნაკრების თავდამსხმელმა ანტე რებიჩმა მშობლიური სოფლის მცხოვრებლებს კრედიტები სრულად დაუფარა. სოფელი, სადაც ფეხბურთელი გაიზარდა, დაახლოებით 500 მოსახლეს ითვლის. რებიჩი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე არგენტინასთან მატჩის გმირი გახდა, როდესაც მეორე ტაიმში ანგარიში გახსნა. ,,ის ქალაქ სპლიტის სიახლოვეს, პატარა სოფელში გაიზარდა. მას არასდროს დავიწყებია თავისი ფესვები მიუხედავად იმისა, რომ 19 წლისა უკვე იტალიურ ,,ფიორენტინაში” […]
,,სასწაული საფლავზე” – სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ნახევარ მილიონამდე ნახვა აქვს
ბათუმის აეროპორტში ბავშვი დაიბადა
ბათუმის აეროპორტის პრესსამსახური ავრცელებს ცნობას, რომ ურალის ავიახაზების მგზავრს, რომელიც ბათუმიდან მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდა, დარბაზში ნაადრევი მშობიარობა დაეწყო. მშობიარობა აეროპორტის მორიგე ექიმმა ტერმინალის სამედიცინო პუნქტში მიიღო. ექიმს თავისი პერსონალი ეხმარებოდა. ახალშობილი ბიჭია. ის და მისი დედიკო თავს კარგად გრძნობენ.
ნაგოია ბაშო ოძეკი ტოჩინოშინისთვის დასრულდა – მყესი გაუწყდა ლევანს და სიარულიც კი უჭირს, ბრძოლაზე საუბარი ზედმეტია…
ქართული სუმოს ქომაგების ფეისბუქის გვერდზე ასეთი ინფორმაცია გამოქვეყნდა: ”ძალიან სამწუხარო ამბავი უნდა გამცნოთ, ჩემო მეგობრებო: ნაგოია ბაშო ოძეკი ტოჩინოშინისთვის დასრულდა! დღეიდან უკვე კიუჯოზე ვართ… გუშინდელი ორთაბრძოლის დროს მყესი გაუწყდა ლევანს მარჯვენა ტერფზე, ფეხის თითებს შორის და სიარულიც კი უჭირს, ბრძოლაზე საუბარი ზედმეტია… ბევრს ეცადნენ ექიმები, მაგრამ დაზიანება იმდენად სერიოზული აღმოჩნდა, დაახლოებით 1 თვე მაინც დაჭირდება […]
,,დაგვტოვა ულამაზესმა, ღირსეულმა, კეთილშობილმა მამამ” – სოსო ლაღიძე გარდაიცვალა
რუსთაველის თეატრის მსახიობი სოსო ლაღიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას მსახიობის ოჯახის წევრები ავრცელებენ. სოსო ლაღიძე ბოლო პერიოდის განმავლობაში ავადმყოფობდა. სოსო ლაღიძე 1936 წლის 21 იანვარს დაიბადა. ის რუსთაველის თეატრის მსახიობი 1959 წლიდან იყო. თეატრსა და კინოში უამრავი როლი აქვს შესრულებული. ,,დაგვტოვა ულამაზესმა, ღირსეულმა, კეთილშობილმა მამამ… რუსთაველის თეატრის სახე – სოსო ლაღიძე”, – წერს მსახიობის ქალიშვილი ანი ლაღიძე.











