სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედის, ლელა ქსოვრელის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი სრულად დაიხურა. სხდომის დახურვის შუამდგომლობით სასამართლოს პროკურორმა ლევან ჟორჟოლაძემ მიმართა. მისი განმარტებით, სასამართლოში გაჟღერებული ისეთი ინფორმაცია შეიძლება გავრცელდეს საჯაროდ, რომელიც დამნაშავისა და არასრულწლოვანი მსხვერპლის პერსონალურ მონაცემებს შეეხება.პროკურატურის შუამდგომლობა მოსამართლე დავით კუპატაძემ დააკმაყოფილა. დაკავებულის ადვოკატი ნინო ტაბატაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ […]
კატეგორია: საზოგადოება
,,ნაცემიც აღარ ერქვა, ეს იყო წამება! ბავშვი გაოგნებული, მობუზული იჯდა, აღარაფერი რომ არ ადარდებს, ისე გამოიყურებოდა”
4 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე კითხვები ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია. გუშინ დააკავეს ბავშვის დედა, რომელსაც გამოძიება შემაკევებელი ორდერის დარღვევას ედავება. მეზობლების თქმით კი, ის შვილს ხშირად სცემდა და გარდაცვალების მიზეზიც სავარაუდოდ ეს გახდა. ბლოგერი ნინა ილურიძის თქმით, 6 იანვარს იაშვილის კლინიკაში იმყოფებოდა და საკუთარი თვალით იხილა სასტიკად ნაცემი პატარა გოგონა, რომელიც საავადმყოფოში ექიმებმა შეიყვანეს. 22 იანვარს […]
,,სიკვდილის აღარ მეშინია, პირველი, ვინც იქ დამხვდება, შენ იქნები” – ინგა გრიგოლია
„ყველაზე ძალიან მიყვარდი ამ სამყაროში! ყველა მეგობარზე მეტად! სიკვდილის აღარ მეშინია, იმიტომ, რომ ვიცი, პირველი, ვინც იქ დამხვდება, შენ იქნები“, – წერს ტელეჟურნალისტი ინგა გრიგოლია ლევან ჩხაიძის სამძიმრის წიგნში, რომელიც ტელეკომპანია ,,პირველშია” გახსნილი. მეგობრები და კოლეგები ლევან ჩხაიძეს გლოვობენ, რომელიც გუშინ, ბუდაპეშტის სასტუმროში გარდაცვლილი ნახეს.
,,მაპატიე, ლევან” – ხატია ქვათაძე მეგობარს გამოემშვიდობა
დღეს გარდაცვლილ ჟურნალისტს, ლევან ჩხაიძეს მეგობრები ეთხოვებიან. ,,იმედის” წამყვანი ხატია ქვათაძე ლევანთან ერთად ,,მაესტროში” მუშაობდა, მათ დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებთ. ხატიამ დღევანდელი პირდაპირი ეთერი ემოციურად დაიწყო: -ჟურნალისტი ლევან ჩხაიძე 33 წლის ასაკში გარდაიცვალა. მაპატიოს მაყურებელმა, მაგრამ მე ასე მარტივად ვერ ვიტყვი, რომ ის უბრალოდ ახალგაზრდა ბიჭი ან ნიჭიერი ჟურნალისტი იყო. ის ჩვენი, ყველასი ძალიან კეთილი […]
“ხვდები ეხლა, რა დააშავე? – ქალი გოგონას სასტიკად ცემს – ვიდეო
,,აივსო სოციალური ქსელი ერთღიანი მწუხარებით” – რას წერს მამა დავითი ოქრუაშვილი
მამა დავით ოქრუაშვილი იმ ტრაგედიებს ეხმაურება, რომლებიც ბოლო პერიოდში ქვეყანაში დატრიალდა. მოძღვარი წერს: ,,ღორის გრიპით გარდაცვლილი 17 ადამიანი! ტრაგედია ფონიჭალაში, დიღომში! გორში სასტიკად ნაწამები და მოკლული ბავშვი! ტრაგედია ხადაში! რომელი ერთი ჩამოვთვალოთ? ყოველდღე ისეთი საშინელება ხდება, გასული დღის ტრაგედიას გავიწყებს… აი, სადამდე მივედით! უპასუხისმგებლობა და არაპროფესიონალიზმი ყვავის ყველგან! არა სწავლა, არა განათლება, არა რწმენა, მხოლოდ […]
,,ჩემი ბიოლოგიური მონაცემებით, წესით, უშვილო უნდა ვყოფილიყავი” – ნინო ხაჟომია
ტელეწამყვან აკაკი გოგიჩაიშვილის მეუღლე, ჟურნალისტი ნინო ხაჟომია ფეისბუქით აზიარებს ორი წლის წინ, საჯაროდ მოყოლილ საოცრად ემოციურ ამბავს. ჟურნალისტი ყვება: „ჩემი ბიოლოგიური მონაცემებით, წესით, უშვილო უნდა ვყოფილიყავი. რომ არა განვითარებული მედიცინა, შვილი არასდროს მეყოლებოდა. საბა, რომელიც 13 წლისაა ახლა, არის ჩემი და ჩემი ქმრის გენეტიკური შვილი, რომელიც „ინ ვიტრო“ განაყოფიერებით არის გაჩენილი. სულ იმას ვამბობდი, რომ […]
,,რაღაც სახლში ვიყავი, კარი გამოვაღე და აფეთქება მოხდა” – დიღომში დაღუპული ქალის მოსწავლეს ხილვა ჰქონდა
დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაღუპულ დებს, ნათია და ნინო ციცვიძეებს და ნათიას პატარა ბიჭუნას მთელი საქართველო გლოვობს. მეგობრები მათ დიდი სითბოთი იგონებენ. დარეჯან კვანჭიანი, ნათია ციცვიძის კოლეგა: – 25 წლის იყო ჩვენთან რომ მოვიდა, ლამაზი, ცისფერთვალება გოგონა, რომელიც ულამაზეს მოგონებად დარჩება. მერე სხვა სკოლაში გადავიდა სამუშაოდ, მეც წამოვედი იმ სკოლიდან, მაგრამ ურთიერთობა არასოდეს გაგვიწყვეტია. ისტორია-გეოგრაფიული […]
“უბედნიერესი იყო ნათია ახალმოსახლეობით, მოსიყვარულე ოჯახი ჰქონდა, როგორ იფიქრებდა, რომ ეს ბინა იმსხვერპლებდა”
ტრაგედია, რომელმაც მთელი ქვეყანა შეძრა, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსში მოხდა. სავარაუდოდ, ბინაში დაგროვილი აირი აფეთქდა, რის შედეგადაც ენით აღუწერელი უბედურება დატრიალდა. დაღუპულია 4 ადამიანი, მათგან 3 – ერთი ოჯახის წევრია. როგორც ირკვევა, გაზი მინდია ფირალიშვილის საცხოვრებელ ბინაში დაგროვდა და ამას მოყვა ძლიერი აფეთქება. ადგილზე დაიღუპნენ მინდიას მეუღლე ნათია ციცვიძე და ნათიას და ნინო, […]
დიდ დიღომში აფეთქებისას ნათია ციცვაძე, მისი და და შვილი დაიღუპნენ, მეუღლე ფრიდონ ფირალიშვილი დღეს კლინიკიდან გაწერეს
გუშინ, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე აფეთქებისას ერთ-ერთი გარდაცვლილი ნათია ციცვაძეა. ქალი, კორპუსის მეექვსე სართულზე იმ სახლში იმყოფებოდა, რომელშიც სავარაუდოდ, აფეთქება მოხდა. ნათია ციცვაძე ქართულ-ამერიკულ სკოლაში ინგლისურს ასწავლიდა. მასთან ერთად სახლში მისი სამი შვილი, და და მეუღლე იმყოფებოდნენ. სამი შვილიდან ერთი – 4 წლის ბიჭი გუშინ ღამით “იმედის” კლინიკაში გარდაიცვალა, ორი კი იაშვილის კლინიკაში მოათავსეს. აფეთქებისას […]











