-დაგვაქციეს მაგ ოხრებმა, თავიანთი ჯიბის გულისთვის, გამდიდრების გულისთვის ერთადერთი ანგელოზივით ძმისშვილი მომიკლეს. კარიერმა მუშაობა არ უნდა გააგრძელოს, უნდა მოისპონ, – აცხადებს ქედაში გარდაცვლილის მამიდა დარიკო გორგილაძე. ქედაში კარიერზე მომხდარ აფეთქებას 6 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვეპლა. შსს-მ ამ საქმეზე 3 თურქეთის მოქალაქე დააკავა. გამოძების წინასწარი ინფორმაციით, შპს „სტრუიკ გრუპ ჯორჯიას” ქვეკონტრაქტორი კომპანიების თანამშრომლები ქედის რაიონის სოფელ […]
კატეგორია: სამართალი
,,ნებიერიძის ტელეფონში, მოკლული ბავშვის გარდა, სხვა გოგონების ფოტოები აღმოჩნდა”
8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული 34 წლის გორელი იაგო ნებიერიძე სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის საღამოსვე დააკავეს. ბრალდებული იმავე უბანში მდებარე სახლში სხვა მუშებთან ერთად სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა. სამძებრო სამუშაოებში კინოლოგები ჩაერთვნენ და გარდაცვლილი გოგონას კვალზე სამართალდამცველები ძაღლებმა გაიყვანეს. გოგონას ცხედარი სამართალდამცველებმა მდინარე ლიახვის ნაპირზე იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ხელ-ფეხი მავთულით ჰქონდა შეკრული, თავზე კი პოლიეთილენის პარკი […]
ბავშვის მკვლელობისთვის ბრალდებული წლების წინ სასტიკად სცემეს, მისი საქმე ომბუდსმენის ანგარიშში მოხვდა
გორში 8 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით დაკავებული იაგო ნებიერიძე წარსულში ნასამართლევია. წლების წინ ის სახალხო დამცველის ანგარიშში იყო მოხსენიებული. დაკავებული იაგო ნებიერიძის ცემის ფაქტზე მაშინდელი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი გენერალურ ინსპექციას საქმის მოკვლევის რეკომენდაციით მიმართავდა. 2004 წლის 10 დეკემბერს შიდა ქართლში სახალხო დამცველის წარმომადგენელმა გიორგი არაყიშვილმა იაგო ნებიერიძე დროებითი დაკავების საკანში სასტიკად ნაცემი ნახა. ამის […]
,,გოგონა სარდაფში წამებით მოკლა” – 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძეა
8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული, რომელიც სამართალდამცველებმა დღეს დილით დააკავეს, 34 წლის იაგო ნებიერიძეა. ნებიერიძე გორში მოკლული მოზარდის საცხოვრებელი სახლის პარალელურ ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, სარემონტო სამუშაოებზე იყო დასაქმებული. გავრცელებული ინფორმაციით, მისი დაკავება ამავე სახლში მოხდა. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლის სარდაფში კედელსა და იატაკზე სამართალდამცველებმა მოკლული ბავშვის სისხლის კვალი აღმოაჩინეს. ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობაში ბრალდებულმა, გოგონა […]
,,სავარაუდოდ პედოფილია… ბავშვს რომ ვეძებდით, ჩვენთან ერთად ტრიალებდა” – მოკლული გოგონას ბაბუა
გორში, 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. მომხდარ ტრაგედიაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მოკლული გოგონას ბაბუის ძმის თქმით, ბრალდებულმა გოგონა სახლში შეიტყუა. -სავარაუდოდ პედოფილი იყო, ბავშვი უცხო ხალხთან არ შედიოდა კონტაქტში, ერთადერთი ცხოველები უყვარდა ძალიან და შეიძლება ამიტომ გაჰყოლოდა ვინმეს. შეიძლებოდა ეთქვათ, ძაღლს განახებო და ამით შეეტყუებინათ… ალბათ, სავარაუდოდ, ასე მოატყუა. […]
8 წლის გოგონას განზრახ მკვლელობისთვის 34 წლის მამაკაცია დაკავებული
გორში 25 ოქტომბერს მომხდარი საზარელი მკვლელობა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა ცხელ კვალზე გახსნა. უწყების ინფორმაციით, 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული 1984 წელს დაბადებული მამაკაცია. “სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ნ. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, გორში, […]
ბავშვის ახლობლების ვარაუდით, გოგონას მანქანა დაეჯახა და ცხედარი მდინარესთან გადამალეს
გორში წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე, სადაც გარდაცვლილი გოგონას ცხედარი იპოვეს, ახლობლები, აღნიშნული დასახლების მცხოვრებლები და ოჯახის ნათესავები არიან შეკრებილი. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან. გარდაცვლილი ბავშვის ნათესავები ცხედართან მისვლას ცდილობენ, რის გამოც პერიმეტრზე განლაგებულ სამართალდამცველებთან სიტყვიერი დაპირისპირებაც მოუვიდათ. გამოძიების ოფიციალური ვერსია ცნობილი არ არის. ახლობლები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა მოზარდს ავტომანქანა დაეჯახა და შემდეგ ცხედარი […]
,,ბავშვს ფეხები მავთულით ჰქონდა შეკრული, თავზე კი ცელოფნის ტომარა ჰქონდა ჩამოფარებული” – შემზარავი მკვლელობის ახალი დეტალები
გორის რაიონულ სასამართლოსთან ვითარება იძაბება. ადგილზე, სადაც 9 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს, ბავშვის ოჯახის წევრები და ადგილობრივები არიან შეკრებილი. ადამიანები, რომლებმაც ბავშვი იპოვეს, ყვებიან, რომ გარდაცვლილს ფეხები რკინის მავთულით ჰქონდა შეკრული, თავზე კი ცელოფნის ტომარა ჰქონდა ჩამოფარებული. ისინი ამბობენ, რომ ბავშვი სწორედ ცელოფნის ტომრით გაგუდეს. ადგილობრივების განცხადებით, ძებნისას მათ გორის რაიონული სასამართლოს ეზო რამდენჯერმე შეამოწმეს, […]
გორში 9 წლის ბავშვი მოკლული იპოვეს
,,მესამეკლასელ ბიჭს უცნობი პირი აედევნა” – რას წერენ რუსთაველი მშობლები
რუსთაველი მშობლები საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებენ. მატი თქმით, საჯარო სკოლის მიმდებარე პერიმეტრზე უცხო ადამიანები მცირეწლოვან ბავშვებთან კონტაქტს ცდილობენ. ერთ-ერთი ინფორმაციით, ,,მესამეკლასელი ბიჭი მაღაზიაში შევიდა, ამ დროს მას უცნობი პირი აედევნა, ბიჭს შეეშინდა და მაღაზიიდან გამოსული სახლში სირბილით ავიდა”. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ 150-ე მუხლით, რაც იძულებას გულისხმობს. უწყების ცნობით, მიმდებარე პერიმეტრზე არსებული კამერებიდან […]







