“ახალი თაობის” კითხვებს ”თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა პასუხობს. – ბატონო კახა, თბილისის გენგეგმის ხმაურიან განხილვას თქვენც ესწრებოდით. ოპოზიციასა და თბილის მერს შორის სერიოზული დაპირისპირება მოხდა. კალაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია იქ პროვოკაციის მოსაწყობად მივიდა. რას იტყვით თქვენ? – პირველ რიგში ვიტყვი, რომ ნაწილობრივ დავეთანხმები ამ განცხადებაში კალაძეს და გეტყვით, რომ იქ რამდენიმე ოპოზიციური პარტია მართლაც […]
კატეგორია: პოლიტიკა
მაია ცქიტიშვილი ინფრასტრუქტურის სამინისტროში დიდ ცვლილებებს აპირებს – ვინ დატოვებს პოსტებს
ინფრასტრუქტურის სამინისტროში მინისტრის ცვლილების შემდეგ მოსალოდნელია, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება სამინისტროს დაქვემდებარებულ სტრუქტურებშიც. სავარაუდოდ თანამდებობებს დატოვებენ მინისტრის მოადგილეები და საგზაო დეპარტემანტის ხელმძღვანელი. სტრუქტურულ ერთეულებში ცვლილებების შესახებ ახალი მინისტრი მაია ცქიტიშვილი განცხადებას მომავალ დღეებში გააკეთებს. შეგახსენებთ, სამთავრობო ცვლილებების შესახებ განცხადება დღეს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა, გიორგი კვირიკაშვილმა ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრად მაია ცქიტისვილი დანიშნა, ამ თანამდებობაზე მან ზურაბ ალავიძე […]
ელენე ხოშტარია: ,,კახი კალაძე წამოხტა, გამაწყვეტინა, იძალადა და არაფრით გაჩერდა” – მერისა და დეპუტატის დაპირისპირების კადრები
მწვავე დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა თბილისის გენგეგმის საჯარო განხილვა, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მწვავე განცხადებებით გამოვიდნენ მერიის მისამართით. განსაკუთრებით აქტიურობდა “ევროპული საქართველოს” ლიდერი ელენე ხოშტარია. თბილისის მერ კახი კალაძესა და ელენე ხოშტარიას შორის მწვავე დაპირისპირება მოხდა. – თქვენ არც კომპეტენტური ხართ და არც პროფესიონალი, – მიმართა კალაძემ ხოშტარიას. ხმაურიანი განხილვის შემდეგ ელენე ხოშტარიამ ტელეკომპანია ,,პირველის” ეთერში ისაუბრა: […]
ამერიკა საქართველოს 105 მილიონი დოლარით დაეხმარება
ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბიუჯეტის კანონპროექტს, რომელიც ამერიკის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს 1.3 მილიარდი დოლარით – საბიუჯეტო წლის ბოლომდე – 30 სექტემბრამდე დააფინანსებს. პრეზიდენტმა ბიუჯეტის პროექტი გააკრიტიკა, თუმცა განცხადების გაკეთებისას თქვა, რომ კანონპროექტს ხელს მხოლოდ „ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე აწერს.“ რამდენიმე საათით ადრე კი პრეზიდენტმა „ტვიტერზე“ თქვა, რომ კანონპროექტისთვის ვეტოს დადებას აპირებდა. ახლა უკვე ბიუჯეტის […]
კახი კალაძე: ,,თმები შევიჭერი, ღამის კლუბშიც ვიყავი ქალაქის ბიუჯეტით”
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი თბილისის მერს, კახა კალაძეს ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. მის ამ ბრალდებებს თბილისის მერმა აბსურდული უწოდა და ჟურნალისტების კითხვებს ხუმრობით უპასუხა: -თმები შევიჭერი ქალაქის ბიუჯეტით. ქალაქის ბიუჯეტიდან ავიღე თანხები, წავედი მილანში, ბილეთებში დავხარჯე ქალაქის ბიუჯეტიდან აღებული თანხები. იქ კიდევ ვიღაცები დავპატიჟე ბარში, რესტორანში, ესეც ქალაქის ბიუჯეტის თანხებით. მერე თმები […]
გიორგი კვირიკაშვილი: ,,ვინც ევროპაში 90 დღეზე მეტი ხნით დარჩება, საქართველო მოძებნის, ხარჯებს კი ის ადამიანი დაფარავს”
საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ იმ მოქალაქეებს, ვინც ევროკავშირის წევრ ქვეყანაში 90 დღეზე მეტი ხნით დარჩება, მას საქართველო მოძებნის. -დღეს, როდესაც ადამიანი მიდის ვიზით ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, მისი შემოსვლის თარიღის დაფიქსირება კონტროლის მიზნით არ ხორციელდება. ჩვენ დავაყენებთ სპეციალურ პროგრამას საბაჟო-გამსვლელ პუნქტებზე და როდესაც ადამიანი გაემგზავრება ევროპის მიმართულებით, უვიზო მიმოსვლის პროცედურებით გათვალისწინებული სამი თვის გასვლის შემდეგ […]
ზაზა პაპუაშვილი: ,,რუსეთს სხვა ქვეყნებმა მიხედონ, მე რატომ უნდა შევუვარდე მუხლუხოებში?”
საქართველოს პარლამენტის წევრმა ,,ოცნებიდან”, მსახუობმა ზაზა პაპუაშვილმა ინგა გრიგოლიას გადაცემა ,,რეაქციაში” საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობაზე ისაუბრა და თქვა: -რუსეთზე, რომ ლაპარაკობენ სირცხვილია. ჩვენზე ძლიერი ქვეყნები შეიარაღებით, ეკონომიკით, ფინანსებით… მიხედონ ამ რუსეთს. აიღონ და ესროლონ ჯაველინები და გააჩერონ ისინი. მე, ქართველ კაცს, რატომ მევალება, რომ შევუვარდე მუხლუხოებში? მე უნდა მოვისპო და ამოვწყდე, რომ სხვა ქვეყნებმა თქვან, ნახეთ, […]
„ევროპულ საქართველოს“ მეძავების პარტია უნდა დარქმეოდა” – ცემა-ტყეპა ზუგდიდის საკრებულოში – ვიდეო
ზუგდიდის მერიაში საკრებულოს სხდომის მსვლელობისას ერთმანეთს “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” დეპუტატები დაუპირისპირდნენ. საკრებულოს სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ ფრაქციის შექმნის საკითხი განიხილებოდა. “ნაციონალური მოძრაობის” სიით გასული წევრი “ევროპულ საქართველოში” გადავიდა. განხილვას ენმ-ს დეპუტატის, ანი წითლიძის რეპლიკა მოჰყვა. – „ევროპულ საქართველოს“ მეძავების პარტია უნდა დარქმეოდა, – მიმართა წითლიძემ ევროპული საქართველოს დეპუტატებს. სწორედ ამ რეპლიკას მოჰყვა დაპირისპირება „ევროპული საქართველოს“ […]
პარლამენტმა არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
საქართველოს პარლამენტმა არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებულ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა. რეზოლუციის პროექტი პლენარულ სხდომაზე დღეს განიხილეს, რის შემდეგაც კენჭისყრა გაიმართა. რეგისტრაცია გაიარა 110-მა დეპუტატმა. რეზოლუციის პროექტს მხარი 106-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ წასულა. არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით მომზადებული პარლამენტის რეზოლუციის პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 15 ივნისამდე პარლამენტს უნდა წარუდგინოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, […]
სოზარ სუბარი: ,,წითელმა ჯვარმა გადმოგვცა ჩვენ, როგორც მასალები, ისე მიცვალებულის ცხედარი”
არჩილ ტატუნაშვილის ცხედართან ერთად, ქართულ მხარეს დოკუმენტური მასალაც გადმოეცა, თუმცა კონკრეტულად რა მასალებია ეს და რამდენად გამოადგება ის გამოძიებას, ამაზე ქართულ მხარეს საუბარი უჭირს. როგორც ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა, განაცხადა, შუამავალი ორივე მხრიდან იყო წითელი ჯვარი. „ჩვენ კონტაქტი გვქონდა მხოლოდ და მხოლოდ წითელ ჯვართან. ცხინვალის მხრიდანაც წითელი ჯვრის მიერ მოხდა გადმოსვენება, გადაცემა ჩვენი მხრიდან შესული წითელი ჯვრის წარმომადგენლებისთვის და […]











