საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, ინაუგურაცია 16 დეკემბერს თელავში გაიმართება. ღონისძიების რეჟისორი და მხატვარი დები, ბასა და თამარ ფოცხიშვილები იქნებიან -ვფიქრობ, ეს ღონისძიება უნდა იყოს დახვეწილი, ღირსეული, გემოვნებიანი ქართულიც და ევროპულიც ამავდროულად. ინაუგურაცია რამდენიმე ღონისძიებას მოიცავს, რთული გასაკეთებელია. ადგილი, რომელზეც ჯერჯერობით ლაპარაკია, არის ძალიან ისტორიული, მნიშვნელოვანი, სათუთი და ძალიან ლამაზი. ვფიქრობ, რომ თელავში, ერეკლე მეორის […]
კატეგორია: პოლიტიკა
,,ვეღარ მიეჩვიეთ, რომ პრეზიდენტი ვარ? ცოტა ჩაიწიეთ” – სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებს – ვიდეო
,,ნუ დარბიხართ, დადექით, ვეღარ მიეჩვიეთ, რომ პრეზიდენტი ვარ? ცოტა ჩაიწიეთ, – ასე მიმართა საქართველოს ახალარჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს. ჟურნალისტები მას პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსების 4 მილიონამდე ლარით შემცირებასა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის გაუქმებაზე ეკითხებოდნენ. მისი თქმით, ესაა მხოლოდ საბიუჯეტო პროცესი და პრობლემას ვერ ხედავს. ლიბერალი „ვეღარ მიეჩვიეთ, რომ პრეზიდენტი ვარ? ნუ დარბიხართ, ცოტა ჩაიწიეთ" „ვეღარ მიეჩვიეთ, რომ პრეზიდენტი […]
ათეულობით ადამიანი ახალ წელს უმუშევარი დარჩება – ,,მერია იწყებს სადამსჯელო ღონისძიებას”
ქუთაისის მერიაში რეორგანიზაცია გამოცხადდა. მერიის ყველა თანამშრომელს განცხადება დაურიგდა, სადაც აღნიშნულია, რომ ერთ თვეში მერიაში რეორგანიზაცია დასრულდება და შესაძლოა მათი შტატები გაუქმდეს. მომხდარს ეხმაურებიან ,,ევროპული საქართველოს” წევრები. პარტიის რაიონული ორგანიზაციის ხელძმღვენელის თქმით, ათეულობით ადამიანი ახალ წელს სამსახურის გარეშე შეხვდება. -მერიაში დაიწყო რეორგანიზაცია. არაა გამორიცხული, ე.წ. შავ სიაში რიგით თანამშრომლებთან ერთად ჩინოსნები მოყვნენ. მერია იწყებს სადამსჯელო […]
სალომე ზურაბიშვილი: ,,ახლა არ არის რუსეთთან მეგობრობის დრო” – ვიდეო
,,ახლა არ არის რუსეთთან მეგობრობის დრო” – ამ სათაურით აქვეყნებს საქართველოს არჩეულ პრეზიდენტთან ინტერვიუს ბიბისი. სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ დაუშვებელია რუსეთთან საქართველოს მარტო დარჩენა და ოფიციალურ მოსკოვთან დიალოგი პარტნიორების ხელმძღვანელობით უნდა გაიმართოს. ზურაბიშვილის განცხადებით, თუ დასავლელი პარტნიორები დაიწყებენ დიალოგს რუსეთთან, საქართველო გვერდზე არ დარჩება.
მიხეილ სააკაშვილი: ,,ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, მსოფლიომ არ აღიარა ლეგიტიმურად და ჩვენ რა უფლება გვაქვს, ვაღიაროთ”
ფილარმონიაში შეკრებილ მხარდამჭერებს მიხეილ სააკაშვილი მიმართავს: -მივესალმები ხალხის პრეზიდენტ გრიგოლ ვაშაძეს. გამარჯვებული პრეზიდენტი არის გრიგოლ ვაშაძე… ამბობენ, კარგტოფილი აიღო, გაიყიდაო… რა შუაშია ხალხი, ნუ ვადანაშაულებთ ქართველ ხალხს. ის გაუბედურებული, დამშეულია, ის მსხვერპლია. დამნაშავე მხოლოდ ივანიშვილია. ახლა არის მცდელობა, რომ ჩვენს ჯგუფებში დავიწყოთ დამნაშავეების ძებნა, ეს არის ივანიშვილის თამაში და ნუ აჰყვებით, დამნაშავე არის მხოლოდ ერთი […]
გრიგოლ ვაშაძე: ,,მოვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, ჩვენ პრეზიდენტი არ გვყავს, პრეზიდენტი ჰყავს ივანიშვილს”
გაერთიანებული ოპოზიცია ამ წუთებში ფილარმონიაში თავის მხარდამჭერებს ხვდება. გრიგოლ ვაშაძე ამ წუთებში იქ შეკრებილ საზოგადოებას მიმართავს: -ქურდულ ,,ოცნებას” გამოვგლიჯავთ ხელიდან ქვეყანას… ჩვენ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები არ გვქონია, ეს იყო ხელისუფლების მიერ ჩატარებული ფარსი. ამ არჩევნებს არ ვაღიარებთ და მის შედეგებს არ ვცნობთ. საქართველოს პრეზიდენტი არ ჰყავს, პრეზიდენტი ჰყავს ივანიშვილს. ჩვენ ამ უსულო საგნის მიმართ არანაირი პოლიტიკური […]
გიორგი ვაშაძე: ,,ხალხმა მოგვცა მანდატი, რომ ხელისუფლება შეიცვალოს”
გაერთიანებული ოპოზიცია ამ წუთებში ფილარმონიაში თავის მხარდამჭერებს ხვდება. გიორგი ვაშაძემ იქ შეკრებილ საზოგადოებას მიმართა: -ხალხმა მოგვცა მანდატი, რომ ხელისუფლება შეიცვალოს. დღეს საქართველო უზარმაზარი საფრთხის წინაშე დგას. იმ 800 ათასმა ადამიანმა მართლა საოცრებას გაუძლო. წრმოიდგინეთ, რა ხდებოდა ბოლო თვის გამნმავლობში. ჩვენ ვცხოვრობდით სამყაროში, სადაც ქურდულ სამყაროსა და სამართლადამცავებს შორის არანაირი განსხვავება არ იყო, ჩვენ ვცხოვრობდით სამყაროში, […]
გოგა ხაინდრავა: ,,რუსთავი 2″-ისთვის და ნაციონალებისთვის ,,ვენოკები” მაქვს შეკვეთილი”
რეჟისორი გოგა ხაინდრავა სალონე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბში გვირილების თაიგულით მივიდა. -ეს თაიგული საქართველოს პრეზიდენტს. ,,რუსთავი 2″-ისთვის და ნაციონალებისთვის ,,ვენოკები” მაქვს შეკვეთილი. კურიერი ირაკლი ოქრუაშვილი იქნება, ის მიუტანს, – განაცხადა მან ჟურნალისტებთან. მის ამ ნათქვამს ,,ოცნების” მხარდამჭერები ტაშით შეხვდნენ.











