პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის წესთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძისა და უმრავლესობის 6 დეპუტატის საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს. სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს ,,ევროპული საქართველოს” წევრი ოთარ კახიძე და უმრავლესობის წევრი ირაკლი ბერაია დაუპირისპირდნენ. კომტიტეტის სხდომაზე ვითარება მანდატურის ჩარევის შემდეგ განიმუხტა.
კატეგორია: პოლიტიკა
ოხანაშვილი ხოშტარიას: ,,ქალბატონო ელენე, თქვენ რაღაც ამ ბოლო დროს თავს ვერ იკავებთ”
„ჩინჩალაძის ხსენებაზე რომ აწყვეტინებთ ადამიანს საუბარს, თქვენს დამოკიდებულებაზე მეტყველებს. რაზეც უნდა იმაზე ისაუბრებს, თქვენი საქმე არ არის. რას ნიშნავს, პოლიტიკურ განცხადებებს ნუ გააკეთებთ, თქვენ ვინ გეკითხებათ?” – ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის მიერ წარდგენილ კანონპროექტზე შენიშვნებს ისმენდნენ. ჯანეზაშვილმა […]
სკანდალი: ,,თავის ოთახში შემიყვანა და ორჯერ მო….ა” – მოქალაქე ,,ოცნების” დეპუტატს სქესობრივ კავშირში ადანაშაულებს – ვიდეო
,,ქართული ოცნების” დეპუტატს ქვეყნიდან გაქცეული მამაკაცი ანგარებით სექსუალურ კავშირში ადანაშაულებს. ,,შაბათის კურიერის” ანონსში ისმის კითხვა, პარლამენტის დეპუტატი მოქალაქეს სამსახურს სექსში უცვლიდა თუ კომპრომატი თანაპარტიელმა დეპუტატმა ჩაუგდო, რომ ჰაჯიევი ,,ოცნებიდან” გააგდონ. -რუსლან ჰაჯიევმა თავის ოთახში შემიყვანა და ორჯერ მო….ა და მითხრა, შენ თანამდებობას მიიღებო, – ამბობს მამაკაცი, რომელმაც ქვეყანა დატოვა. თავად ჰაჯიევი სასამართლოში ჩივის და ამ […]
უცნობი: ,,ივანიშვილის ოპოზიციაში ვარ! ვერ გრძნობს, რომ აღარ არის ის, რაც 7 წლის წინ იყო?!”
მსახიობმა გია (უცნობი) გაჩეჩილაძემ გადაცემა „პირველებში“ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა: -ივანიშვილმა რომ გააკეთა ის „მოქალაქე“, დარჩენილიყო იმ სტატუსში და დარჩენილიყო პირველ ოპოზიციონერად, თვითონაც გადაირჩენდა სახელს… წარმოიდგინეთ, ადამიანმა ამდენი ფული დახარჯა და დახარჯა იმაში, რომ გაიუბედურა თავისი სახელი. ამასაც ხომ მოხერხება სჭირდება? თვითონ ვერ გრძნობს, რომ ის ივანიშვილი აღარ არის, რაც 7 წლის წინ იყო?! რა […]
,,ხურვალეთში საქართველოს სპეცრაზმის რამდენიმე მანქანა შევიდა” – რადიო ,,თავისუფლების” ჟურნალისტი
სოფელ ხურვალეთის მცხოვრებმა, ლუდა სალიამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დღეს, 15 მარტს დაწერა, რომ რუსმა სამხედროებმა სოფლის ბოლო დაიკავეს. “SOS ვითხოვთ შველას! ხურვალეთში რუსი ოკუპანტები შემოვიდნენ და სოფლის ბოლო დაიკავეს. მოგვხედეთ, გვიშველეთ! ხურვალეთში რუსი ოკუპანტები დგანან. მოსახლეების ეზოებში”, – წერს სალია. რადიო ,,თავისუფლების” ჟურნალისტი, რომელიც ამჟამად ადგილზე იმყოფება, აცხადებს, რომ ქართული პოლიცია ჟურნალისტებს და შეკრებილ მოქალაქეებს […]
სუს-ი საგანგებო განცხადებას ავრცელებს – ,,ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველა საერთაშორისო პარტნიორი”
სუს-ი სოფელ ხურვალეთში ოკუპანტების მობილიზებას არ ადასტურებს. უსაფრთხოების სამსახური საზოგადოებას მოუწოდებს, პროვოკაციული განცხადებებისგან თავი შეიკავონ: „ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, არ დასტურდება ის ფაქტი, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები იმყოფებიან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. კონკრეტული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება ცხელი ხაზის მეშვეობით მიმდინარეობს, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველა საერთაშორისო პარტნიორი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური […]
რუსი ოკუპანტების მობილიზება ხურვალეთთან – შეშინებული მოსახლეობა ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს
საოკუპაციო ხაზთან რუსი ოკუპანტების მობილიზება შეინიშნება. „ნიუპოსტის“ კორესპონდნეტის ცნობით, შეიარაღებული ფორმიანები სატვირთო მანქანებით იმ ადგილზე იმყოფებიან, სადაც ცოტა ხნის წინ სათვალთვალო კოშკურა ააგეს. ადგილობრივებს არ აქვთ ინფორმაცია ოკუპანტების მობილიზების მიზეზებზე, ისინი თავს დაუცველად გრძნობენ და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. როგორც გორის მერის წარმომადგენელი როინ ადიკაშვილი „ნიუპოსტთან“ საუბრისას აცხადებს, ოკუპანტებს მავთულხლართებით შემოსაზღვრული ტერიტორია არ გადმოუკეთავთ. მისთვისაც უცნობია, […]
,,პოლიტიკურ ჭინთვებს თავი დაანებოს, ნუ იტანჯება”- ბესელია კობახიძეს აფრთხილებს
,,ქართული ოცნებიდან” დემარშით წასული ეკა ბესელია პარლამენტის თავმჯდომარეს ურჩევს, ,,თავი დაანებოს პოლიტიკურ ჭინთვებს”. -მე ვურჩევ მასაც და სხვებსაც, თავი დაანებონ ამ თემებზე სპეკულაციებს და ამ პოლიტიკურ ჭინთვებსაც თავი დაანებოს ან თქვას – რა არის ის სხვა მიზეზი, რის გამოც გადავდექი, ნუ იტანჯება, – თქვა ,,პირველის” ეთერში ბესელიამ. მისი თქმით, ,,თუ ამ პატარა ბიჭებს ვერავინ ვაჩერებს […]
სალომე ზურაბიშვილი მოულოდნელად ცუდად გახდა
რუსთაველის თეატრში, პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტი არ იმყოფებოდა. „პრაიმტაიმმა“ გაარკვია, რომ სალომე ზურაბიშვილმა ღონისძიებაზე მისვლა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო. -გასვლის მომენტში შეუძლოდ გახდა. იმის გამო, რომ ხვალ სომხეთში ოფიციალური ვიზიტი აქვს დაგეგმილი, თავი შეიკავა წასვლისგან, -განუცხადეს „პრაიმტაიმს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. რუსთაველის თეატრში პარლამენტარიზმის 100 წლისთავისდამი მიძღვნილ ღონისძიებას პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე […]
,,200 მილიონი დავკარგეთ იმიტომ, რომ აზრზე არ ვიყავი, რას დავუჭირე მხარიო, შეეშალა, რა ქნას”
,,სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი, ,,ქართული ოცნების” დეპუტატი ოთარ დანელია აღიარებს, რომ მიწის მორატორიუმმა სოფლის მეურნეობაში ინვესტიციები მნიშვნელოვნად შეაფერხა. დანელიამ ამის შესახებ პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს ილაპარაკა და აღნიშნა, რომ ამ მორატორიუმის გამო სოფლის მეურნებაოში 200 მილიონი ლარი ვერ შევიდა. -მე ასევე აუცილებლად ხაზი მინდა, გავუსვა და დავაფიქსირო თუ ვაღიარო, როგორც გნებავთ, ამას არ აქვს […]










