,,რადიო თავისუფლება” გამოცემების „უკრაინსკა პრავდასა“ და „უნიანისზე“ დაყრდნობით წერს, რომ რუსულმა ავიაციამ დაბომბა უკრაინის ქალაქი სუმი და მისი შემოგარენი. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, დმიტრო ჟივიცკის ინფორმაციით, 7 მარტს, 23:00 საათიდან დაიბომბა სუმის და ახტირკის საცხოვრებელი უბნები და სოფელი ბიტიცა. ჟივიცკის თანახმად, დაღუპულია 10-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბავშვები. საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებს დაბომბვის ადგილებიდან გააქვთ სახლების ნანგრევები. […]
კატეგორია: მსოფლიო
უკრაინის გენერალური შტაბი: ,,კიევზე შეტევისთვის კადიროვის სპეციალურ პოლკს ამზადებენ”
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსულ სამხედრო ძალებში განხორციელდა გადაჯგუფება კიევზე შტურმის ორგანიზებისთვის. გენერალური შტაბის მიერ დღეს, 8 მარტს გამოქვეყნებული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალები აპირებენ კიევზე შეტევისთვის გამოიყენონ ყველაზე ბრძოლისუნარიანი ქვედანაყოფები: რუსეთის ეროვნული გვარდიის, რამზან კადიროვის სახელობის გროზნოს სპეციალური პოლკი, კემეროვოს და მოსკოვის სპეცდანიშნულების რაზმები და კერძო სამხედრო კომპანია „ლიგა“ (ყოფილი […]
პუტინის გენერალი ხარკოვთან მოკლეს
გენერალ-მაიორი ვიტალი გერასიმოვი ხარკოვთან მოკლეს. ამის შესახებ უკრაინული მხარე იუწყება. „მორიგი დანაკარგი ოკუპანტი ქვეყნის უმაღლეს სამეთაურო შტაბში. ხარკოვთან ახლოს გამართულ ბრძოლაში ლიკვიდირებულია გერასიმოვი – რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელი, გენერალ-მაიორი, შტაბის უფროსი და რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე”, – აცხადებს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო.. ვიტალი გერასიმოვი მონაწილეობდა ჩეჩნეთის მეორე ომსა და სირიაში რუსეთის სამხედრო […]
რუსეთში 5 000-მდე ადამიანი დააკავეს
რუსეთის 56 ქალაქში პოლიციამ კვირას სულ ცოტა, 4 366 ადამიანი დააკავა. ისინი უკრაინაში დაწყებულ ომს აპროტესტებდნენ. ინფორმაციას ,,როიტერი” ავრცელებს, დამოუკიდებელ ორგანიზაცია OVD-ზე დაყრდნობით, რომელიც რუსეთში მიმდინარე აქციებს აკვირდება. ოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოების მიხედვით, ათასობით რუსეთის მოქალაქე სკანდირებს: ,,არა ომს”, ,,სირცხვილი თქვენ”! ზოგ ვიდეოში ჩანს, როგორ ცემენ და აკავებენ სამართალდამცავები ეკატერინბურგში გამოსულ აქტივისტებს. ,,როიტერი” აცხადებს, რომ […]
ვოლოდიმერ ზელენსკი: ,,არასოდეს გვიოცნებია მკვლელობაზე, მაგრამ გვიწევს მტრის განდევნა ჩვენი მიწიდან”
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში მსოფლიოს, რუსეთის ბოიკოტირესკენ მოუწოდა. -ჩვენ უკვე მე-12 დღეა ვიცავთ თავს. ჩვენ არასოდეს გვდომებია ეს ომი, მაგრამ ის ჩვენ მოგვიტანეს. არასოდეს გვიოცნებია მკვლელობაზე, მაგრამ გვიწევს მტრის განდევნა ჩვენი მიწიდან და ჩვენი ცხოვრებიდან. ჩვენ იმის გაძლება გვიწევს რაც ევროპის არც ერთ ხალხს არ უნახავს 80 წლის განმავლობაში და ჩვენს მიწაზე წყდება, […]
პუტინი თავის ჩინოსნებს ქონებას ართმევს
,,პუბლიკა” რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა „ანტიკორუფციულ ბრძანებას“, რომლის მიხედვითაც საჯარო მოხელეების უკანონო შემოსავლების კონფისკაცია მოხდება. ბრძანების მიხედვით, თუ საჯარო მოხელის ფინანსური მდგომარეობა ბოლო 3 წლის განმავლობაში ოფიციალურად მიღებულ შემოსავალს 10 ათასი რუბლით აღემატება და ის ვერ დაამტკიცებს, რომ თანხა ლეგალური გზით მოიპოვა, მას სასამართლოს ძალით მოუწევს ფული […]
რუსეთი ჰუმანიტარულ დერეფნებს ხსნიან 4 ქალაქისთვის
რუსეთის შეიარაღებული ძალები „სიჩუმის რეჟიმს“ აცხადებენ და ჰუმანიტარულ დერეფნებს ხსნიან 4 ქალაქის, კიევის, ხარკოვის, სუმის და მარიუპოლისთვის. ამის შესახებ ნათქვამია „უკრაინაში ჰუმანიტარული რეაგირების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს“ მიერ დღეს, 7 მარტს გამოქვეყნებულ შეტყობინებაში. გადაწყვეტილება ახსნილია უკრაინის ამ ქალაქებში „კატასტროფული ჰუმანიტარული მდგომარეობით“ და რუსეთის პრეზიდენტ პუტინისადმი საფრანგეთს პრეზიდენტ მაკრონის „პირადი თხოვნით“. რუსეთის ამ განცხადების მიხედვით, კიევში მყოფთ […]
ამერიკული ავიამზიდი ეგეოსის ზღვაში შევიდა – ხომალდი, რომელმაც შეიძლება ომის ბედი გადაწყვიტოს
ტელეკომპანია ,,მთავარი” სხვადასხვა მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ატომური ავიამზიდი არის ჩრდილოეთ ეგეოსის ზღვაში, რომ ,,უზრუნველყოს საფრენი ოპერაციები, თუ რეგიონში დაძაბულობის ესკალაცია მოხდება”. ეს არის მცურავი აეროდრომი, რომლითაც შესაძლებელია მთელი შავი ზღვის პატრულირება უწყვეტ 24-საათიან რეჟიმში. მსგავსი ხომალდი ამერიკის შეირაღებულ ძალებში სულ არის ექვსი. ,,მთავარი” უცხოურ მედიაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რამდენიმე საათის […]
,,ცეცხლის სასწრაფო შეწყვეტა” – ერდოღანმა და პუტინმა ერთი საათი ილაპარაკეს
,,როიტერის” ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა დღეს განაცხადა, რომ რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინს მოუწოდა, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს, გახსნას ჰუმანიტარული დერეფნები და ხელი მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმებას. თურქეთის პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, ერდოღანს და პუტინს შორის საუბარი ერთი საათი გაგრძელდა. ანკარამ კიდევ ერთხელ გამოხატა მზადყოფნა, საკუთარი წვლილი შეიტანოს კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაში. ,,ცეცხლის სასწრაფო შეწყვეტა არა მარტო […]
გადასცემს თუ არა პოლონეთი უკრაინას მოიერიშე თვითმფრინავებს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი CBS-თან აცხადებს: ,,ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ჩვენს პოლონელ მეგობრებთან იმის თაობაზე, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ მათი საჭიროებების უზრუნველსაყოფად იმ შემთხვევისთვის, თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ უკრაინას სამხედრო თვითმფრინავები გადასცენ”. ცოტა ხნის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონეთი არ გააგზავნის მოიერიშე თვითმფრინავებს უკრაინაში და ვერც მისი აეროდრომებით ისარგებლებენ სხვები.











