ბრიჯიტ ბარდო – ლეგენდარული ფრანგი მსახიობი, რომელსაც თაყვანს სცემდნენ, მამაკაცები მზად იყვნენ, მის წინაშე მუხლებზე დამდგარიყვნენ, ქალები ბაძავდნენ ყველაფერში _ ჩაცმულობაში, ვარცხნილობაში, ღიმილში, მანერებში… ის მე-20 საუკუნის სექს-სიმბოლო გახლდათ. ყველაფერი ჰქონდა, რომ ბედნიერი ყოფილიყო, მაგრამ მისი პირადი ცხოვრება უიღბლო აღმოჩნდა. 4-ჯერ გათხოვდა და ოთხივე ქორწინება გაშორებით დასრულდა. ერთადერთი შვილი, ნიკოლა, მეორე ქორწინებიდან ჰყავს. ის 2 წლის ასაკიდან […]
კატეგორია: მსოფლიო
ერევანში სამართალდამცავებთან შეტაკებების დროს 50-მდე ადამიანი დაშავდა
საპროტესტო აქცია სომხეთის დედაქალაქში ამ დრომდე გრძელდება. მომიტინგეებმა პარლამენტის შენობამდე მისასვლელი გზები გადაკეტეს, ამ გზით ისინი ცდილობენ. ქვეყნის პრემიერმინისტრის პოსტზე სერჟ სარქისიანის არჩევას შეუშალონ ხელი. კარვებია გაშლილი “საფრანგეთის” მოედანზე, სადაც მთელი ღამის განმავლობაში რამდენიმე ასეული ადამიანი იმყოფებოდა. ახლომდებარე ქუჩებზე პოლიციის ქვედანაყოფებია მობილიზებული. უკვე მეოთხე დღეა ათასობით დემონსტრანტი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის პრემიერმინისტრის პოსტზე მოსალოდნელ დანიშვნას აპროტესტებს. […]
ბარბარა ბუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
შეერთებული შტატების ყოფილი პირველი ლედის, ბარბარა ბუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ჯორჯ ბუშის (უფროსის) ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 92 წლის ბარბარა ბუშმა სამედიცინო დახმარებაზე უარი თქვა – მას ურჩევნია, დრო კომფორტულ გარემოში, ოჯახთან ერთად გაატაროს. განცხადებაში კონკრეტული დაავადება ნახსენები არ არის, თუმცა აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილება მან რამდენიმე ჰოსპიტალიზაციის შემდეგ მიიღო. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბარბარა […]
7 წლის სირიელი გოგონა: ,,ჰაერის ნაცვლად სისხლის სუნს ვსუნთქავდით”
8 აპრილს სირიაში, დუმაში ქიმიური თავდასხმის მსხვერპლი, 7 წლის გოგონა, მასა, იხსენებს: -მათ მოულოდნელად ჩამოყარეს კასრები, რომლებიც არ აფეთქდა, მხოლოდ ხმა იყო “ფშშშშშშ”. დედაჩემი ეძახდა ბიძას: “ჩემი შვილი, ჩემი შვილი, ჩემი შვილი”, ბიძა მოვიდა და ამიყვანა ხელში, სველ ტანსაცმელში გამახვია. სამედიცინო პუნქტი გვირაბის ბოლოს იყო. სამი ექიმი მოვიდა ჩემთან და ჩემ დასთან. მიწაზე დაგვაწინეს და წყალს […]
,,ასადის ცოლი ფუფუნებაში ცხოვრობს მაშინ, როცა მთელი ქვეყანა ძონძებშია გახვეული”
“სირიის დიქტატორის, ბაშარ ასადის ცოლი ფუფუნებაში ცხოვრობს მაშინ, როცა მთელი ქვეყანა ძონძებშია გახვეული” – ამის შესახებ ფოქსნიუსი წერს. გამოცემის ინფორმაციით, ასმა ალ ასადი დამასკოში, $1 მილიარდად შეფასებულ სასახლეში ცხოვრობს. სასახლე მხოლოდ 16 კილომეტრით შორსაა აღმოსავლეთ ღუტადან, სადაც სამთავრობო ძალები უდანაშაულო ადამიანებს ხოცავენ. წყვილი 2000 წელს დაოჯახდა. მაშინ ბაშარ ასადი 35 წლის იყო, ქალი კი 25 წლის. მათ სამი შვილი ჰყავთ. […]
დონალდ ტრამპი: ,,სირიაში მისია შესრულებულია!”
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიაში განხორციელებულ საჰაერო იერიში დამთავრებულად გამოაცხადა და თქვა, რომ “მისია შესრულებულია.” დღეს დილას “ტვიტერზე” პრეზიდენტმა დაწერა, რომ წუხელ ეს იყო “უნაკლოდ განხორციელებული დარტყმა. მადლობა საფრანგეთს და დიდ ბრიტანეთს მათი სიბრძნისა და მათი დიდებული სამხედრო ძალისთვის. ამაზე უკეთესი შედეგის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა. მისია შესრულებულია!” რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სირიაზე, ადგილობრივი დროით […]
ამერიკული სამხედრო ხომალდები ევროპისა და ახლო აღმოსავლეთისკენ დაიძრნენ
აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების ჯგუფი ავიამზიდ “ჰარი ტრუმენის” მეთაურობით გამოვიდა ვირჯინიის შტატიდან და ევროპასა და ახლო აღმოსავლეთისკენ მიემართება. ჯგუფის შემადგენლობაში ასევე შევლენ სარაკეტო კრეისერი “ნორმანდია”, სარაკეტო ხომალდები “არლი ბერკი”, “ფორესტ შერმანი”, “ფარაგუტი”, “ჯეისონ დანემი” და “სალივანსი”. სულ ამ ხომალდებზე 6.500 სამხედროა. მოგვიანებით ამერიკულ ხომალდებს შეუერთდება გერმანული ფრეგატი “ჰესენი”. პენტაგონმა ამ მანევრს გეგმიური უწოდა. ადრე მედიაში […]
ელენა მიზულინა: ,,რუსეთის მოქალაქე ყველა ქალბატონმა პუტინისგან ბავშვი უნდა გააჩინოს ერთგულების დასამტკიცებლად”
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ქალთა, ბავშვთა და ოჯახთა საკითხების კომისიის წევრმა ელენა მიზულინამ იმდენად სენსაციური და აბსურდული განცხადება გააკეთა, რომ ზოგი კითხულობს, ეს რუსი პოლიტიკოსის საპირველაპრილო ხუმრობა ხომ არ იყო. მიზულინამ განაცხადა: -რუსეთის მოქალაქე ყველა ქალბატონმა ვლადიმირ პუტინისგან ბავშვი ქვეყნისთვის ერთგულების დასამტკიცებლად უნდა გააჩინოს. რუსეთის ყველა მოქალაქე ქალბატონი რუსეთის პრეზიდენტის გენეტიკური მასალის ფოსტით მიღებას, დაორსულებას და […]
ამერიკა სირიაში ქიმიურ თავდასხმას ძალისმიერი მეთოდებით უპასუხებს
ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სირიაში ქიმიურ თავდასხმასთან დაკავშირებით საპასუხოდ ქმედებების შესახებ გადაწყვეტილებას 48 საათში მიიღებს – განცხადება ამის შესახებ შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სამხედრო მაღალჩინოსნებსა და უშიშროების საკითხებში მრჩევლებთან შეხვედრის დროს გააკეთა. დონალდ ტრამპის თქმით, ვაშინგტონის საპასუხო ქმედება სწრაფი და ძალისმიერი იქნება. მან სირიის სამთავრობო ძალების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტი დაგმო. რამდენიმე დღის წინ […]
იულია სკრიპალი გამოჯანმრთელდა, ის კლინიკიდან უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს
იულია სკრიპალი სოლსბერის საავადმყოფოდან გაწერეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, ის უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. რაც შეეხება რუსეთის დაზვერვის სამმართველოს ყოფილ თანამშრომელს, სერგეი სკრიპალს, ის ამ დრომდე საავადმყოფოშირჩება. ექიმების ინოფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურია და გამოჯანმრთელების პროცესი სწრაფად მიმდინარეობს. შეგახსენებთ, ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია 4 მარტს ინგლისის ქალაქ სოლსბერიში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ისინი ქიმიური ნივთიერებით მოწამლეს. ბრიტანეთის მთვარობა მომხდარზე პასუხისმგებლობას რუსეთს […]











