კატეგორია: მოზაიკა

„დეიდაჩემი სახლიდან გაიპარა, აცვია ყვითელი ჟილეტი“ – თამუნა მიქაუტაძე საზოგადოებას მიმართავს

„დეიდაჩემი სახლიდან გაიპარა, აცვია ყვითელი ჟილეტი“ - თამუნა მიქაუტაძე საზოგადოებას მიმართავს

თამუნა მიქაუტაძე საზოგადოებას დახმარებას სთხოვს, რომ დაეხმარონ დეიდის მოძებნაში, რომელსაც ბოლო სტადიის დემენცია აქვს. „ყველა ჩემს მეგობარს გთხოვთ, გააზიაროთ. დაახლოებით 2 საათია, გლდანის სახლიდან გაიპარა დეიდაჩემი, ნუნუ არჩვაძე. თუ სადმე შეამჩნევთ, დამირეკეთ ამ ნომრებზე 599387767 თამუნა, 599260927 ირინა, 551 173750. აცვია ყვითელი ფერის ჟილეტი და ნაცრისფერი თბილი ქვედაბოლო“, – წერს თამუნა მიქაუტაძე.

პატარა ნიკოლიკოს დახმარება სჭირდება – „არ ექვმდებარება საქართველოში მკურნალობას და ბავშვის მდგომარეობა უფრო უარესდება“

პატარა ნიკოლიკოს დახმარება სჭირდება - „არ ექვმდებარება საქართველოში მკურნალობას და ბავშვის მდგომარეობა უფრო უარესდება“

პატარა ნიკოლიკოს საზოგადოების დახმარება ძალიან სჭირდება. მას სასწრაფოდ სჭირდება თურქეთში გამგზავრება სწორი დიაგნოზის დასასმელად და მკურნალობისთვის. ამის შესახებ კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი წერს და ნიკოლიკოს დასახმარებლად საზოგადოებას მიმართავს: „მეგობრებო, მოკლედ, ეს ჩემი ნიკოლიკოა, ჩემი უახლოესი მეგობრის შვილი. თქვენი დახმარება გვჭირდება. ჩვენ ნიკოლასს თავის ტვინის უხეში დაზიანებები აქვს, დიდი ნაწილი არის ატროფირებული, ეპილეფსია ვესტის სინდრომი, ცერებრალური დამბლა […]

„ღამის სერენადებმა“ ჩეხური მუსიკის საღამო გამართა

„ღამის სერენადებმა“ ჩეხური მუსიკის საღამო გამართა

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადების“ ფარგლებში 18 სექტემბერს კონსერვატორიის მცირე დარბაზში ჩეხური მუსიკის საღამო გაიმართა. პიანისტმა და კომპოზიტორმა გიორგი შავერზაშვილმა მევიოლინე გიორგი ხაინდრავასთან ერთად ბედრჟის სმეტანას, ანტონინ დვორჟაკისა და ლეო იანაჩეკის მუსიკა შეასრულა. კონცერტში მონაწილეობა მიიღეს მოწვეულმა სტუმრებმაც. ნინო უშიკიშვილი – პიანისტი, ტომას ტულაჩეკი – ვიოლინო, სარა ნესლიდალოვა – პიანისტი და ემა ნესლიდალოვა […]

„ღამის სერენადების“ თბილისური კონცერტები დაიწყო

„ღამის სერენადების“ თბილისური კონცერტები დაიწყო

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ თბილისური კონცერტებით გრძელდება. 15 სექტემბერს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიიას დიდ დარბაზში შეკრებილი მსმენელის წინაშე წარდგნენ – იტალიელი ქალბატონი დირიჟორი, ბეატრიჩე ვენეცი, ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და პიანისტი, სანდრო ნებიერიძე. შესრულდა იტალიური სიმფონიური მუსიკის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწარმოები – ოტორინო რესპიგის „რომის პინიები“. ყველასთვის ცნობილი და წარმატებული საერთაშორისო კარიერის მქონე […]

10 000-ლარიანი ჯილდო, ვინც მას იპოვის – მიშა კაჭკაჭიშვილი არჩის ისევ ეძებს

10 000-ლარიანი ჯილდო, ვინც მას იპოვის - მიშა კაჭკაჭიშვილი არჩის ისევ ეძებს

ცხოველთა უფლებადამცველი მიშა კაჭკაჭიშვილი უკვე რამდენიმე დღეა, რაც თავის ჰასკს, არჩის ეძებს, მაგრამ უშედეგოდ. მან ფულადი ჯილდო, 5000 ლარი დააწესა, ვინც არჩიზე ვინმე რაიმე ინფორმაციას მიაწვდის. „ვერც ცოცხალს ვპოულობ და ვერც მკვდარს… ის არ არის უბრალოდ ჩემი მეგობარი, ან ოჯახის წევრი, ის არის იმ ყველაფრის საწყისი, მუზა, ძალა, ტკივილი და სიყვარული, რასაც უკანასკნელი წლებია, ვაკეთებ. […]

მამა პეტრე კოლხი: „ქიმიოთერაპიისთვის ვემზადები… გაუსაძლისი ტკივილი დამეწყო“

მამა პეტრე კოლხი: „ქიმიოთერაპიისთვის ვემზადები... გაუსაძლისი ტკივილი დამეწყო“

„20 დღის წინ ვიგრძენი გაუსაძლისი ტკივილი – ფეხზე ვერ ვდგები, ვქვავდები, შეძახილებიც აღარ მესმის… რატომ ვზივარ აქ შენთან ქუდით? ვემზადები ქიმიოთერაპიისთვის. გადავიპარსე თავი“ – ამბობს მამა პეტრე კოლხი ჟურნალისტ ნიკოლოზ ხაჩიძესთან ინტერვიუში. ის ასევე საუბრობს იმ მუქარებსა და შანტაჟზე, რასაც ბოლო პერიოდში იღებს. -იყო სერიოზული მუქარა და შანტაჟი, მათ შორის სასულიერო პირებისგან… მემუქრებოდნენ ლიკვიდაციით… მეუბნება, […]

კასპელი ეკატერინე თარხნიშვილი 1905 წელს პარიზში მის ევროპა გახდა

კასპელი ეკატერინე თარხნიშვილი 1905 წელს პარიზში მის ევროპა გახდა

კასპის ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცულია ცნობები ეკატერინე გრიგოლის ასულ თარხნიშვილის შესახებ, რომელმაც 1905 წელს, პარიზში, სილამაზის კონკურსში გაიმარჯვა. როგორც მუზეუმში აცხადებენ, ახალგაზრდა გოგონამ, ევროპის არისტოკრატთა ოჯახების წარმომადგენლებს შორის, გამართულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა. ყოველწლიურად აქ ყვავილების დღესასწაული იმართებოდა. სილამაზის კონკურსიც ამ დღეს ემთხვეოდა. კონკურსში მონაწილე გოგონა ყვავილებით მორთულ ეტლში ჯდებოდა და მაყურებლით სავსე ქუჩაზე ჩაივლიდა. ვინც მხარს […]

ეკა ჭიჭინაძე: ,,მადლობას ვუხდი ბიძინას და ეკას, ის რაღაცნაირი ოპოზიცია არ მაინტერესებს, ძალიან სასაცილოები არიან!”

ეკა ჭიჭინაძე: ,,მადლობას ვუხდი ბიძინას და ეკას, ის რაღაცნაირი ოპოზიცია არ მაინტერესებს, ძალიან სასაცილოები არიან!”

მხატვარ ნიკუშა შენგელაიას მეუღლე, ეკა ჭიჭინაძე, რომელსაც ძალიან ახლო ურთიერთობა აკავშირებს მმართველი პარტიის ლიდერ ბიძინა ივანიშვილთან, ამბობს, რომ თავისი ქვეყნის ხელისუფლებით ძალიან ამაყობს. ეკა ჭიჭინაძე: -დავინახე ჩემზე მზრუნველი ხელისუფლება, პროფესიონალები, ექიმები, ექთნები, პოლიციელები. საოცრად იმუშავეს და შედეგიც დავინახეთ. ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი ხედავს ამას და ის რაღაცნაირი ოპოზიცია საერთოდ არ მაინტერესებს, ძალიან სასაცილოდ გამოიყურებიან! მადლობას […]

„ღამის სერენადებმა“ შშმ პირებისთვის ვორკშოპი ჩაატარა

„ღამის სერენადებმა“ შშმ პირებისთვის ვორკშოპი ჩაატარა

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადები“ ფარგლებში კავშირ „მშობელთა ხიდის“  ბენეფიციარებისთვის  ვორკშოპი გაიმართა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის მასტერკლასი მხატვარ–დიზაინერმა ნინო  მირიანაშვილმა ჩაატარა. „მშობელთა ხიდის“ ბენეფიციარებმა მონაწილეობა მიიღეს ვორკშოპში „პაპიე მაშე – გაცოცხლებული ყვავილი“, მათ  დეკორატიული ყვავილი, პაპიე მაშეს ტექნიკით შექმნეს. ნინა ცაგარელი, „ღამის სერენადების“ დირექტორი: „უკვე მე-5 წელია ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის „ღამის […]

„40 წუთამდე გვექნება ნატვრების ჩასაფიქრებლად“ – რამდენიმე საათში ასტროლოგიურად მნიშვნელოვანი დრო დადგება

„40 წუთამდე გვექნება ნატვრების ჩასაფიქრებლად“ - რამდენიმე საათში ასტროლოგიურად მნიშვნელოვანი დრო დადგება

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალური ქსელით თავის გამომწერებს რჩევას აძლევს, 3 სექტემბერს ახალმთვარეობას როგორ უნდა მოიქცნენ. ასტროლოგი წერს: „ახალმთვარეობა ქალწულის ზოდიაქოს 11* 04”-ზე. სექტემბრის თვის ახალი მთვარე 3 რიცხვში, თბილისის დროით 05:55 -ზე დადგება. პირველი მთვარის დღე ჯადოსნურადაც კი ითვლება ზოგიერთ სწავლებებში. ამიტომ თუ საშუალება გექნებათ, გაიღვიძოთ დილის 5 საათზე, შეიძლება სურვილების ჩასაფიქრებლად გამოვიყენოთ. საქმე იმაშია, […]