კატეგორია: ჯანმრთელობა

რძის მოყვარული ბავშვები თანატოლებზე მაღლები იზრდებიან

რძის მოყვარული ბავშვები თანატოლებზე მაღლები იზრდებიან

კანადელი მეცნიერების განცხადებით, რძის მოყვარული ბავშვები მაღლები იზრდებიან. გარდა ამისა, მათ უფრო მეტად ჯანსაღი თმა და ფრჩხილები აქვთ. ბავშვები, რომლებიც ყოველდღიურად მიირთმევენ ერთ ჭიქა რძეს, 4 მმ-ით უფრო მაღლები არიან თანატოლებზე, ხოლო ის მოზარდები, რომლებიც დღეში 3 ჭიქა რძეს სვამენ, სიმაღლეში მთელი 15 მმ-ით განსხვავდებიან თანატოლებისგან. ყოველივე ამას რძის უნიკალური შემადგენლობა განაპირობებს – ცილა, რომელსაც […]

28 წლის ბათუმელმა სოფო აბაიშვილმა 100 კგ დაიკლო – “შემეძლო დღეში 2 მთლიანი პური მეჭამა”

28 წლის ბათუმელმა სოფო აბაიშვილმა 100 კგ დაიკლო - "შემეძლო დღეში 2 მთლიანი პური მეჭამა"

28 წლის ბათუმელი გოგონას – სოფო აბაიშვილის ისტორია საინტერესო და დაუჯერებელია. გოგონა, რომელმაც 100 კილოგრამი დაიკლო, ჭარბ წონასთან ბრძოლის ყველაზე რთულ და ემოციურ პროცესზე გულახდილად საუბრობს. “ბავშვობაში ძალიან გამხდარი, უჭმელი ბავშვი ვიყავი, წონაში მატება 13 წლის ასაკიდან დავიწყე. გარდატეხის პერიოდში მოვიმატე და თანდათან 185 კილოგრამს მივაღწიე. გენეტიკაში მამის მხრიდან ბიძა მყავდა ჭარბწონიანი და ვფიქრობ, ამიტომ შემექმნა […]

ბოლო 1 კვირაში აჭარაში წითელას ვირუსის 48 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო 1 კვირაში აჭარაში წითელას ვირუსის 48 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

აჭარის რეგიონში წითელას ვირუსით ინფიცირების უკვე 178 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 65% ბათუმში. ამის შესახებ imedinews-ს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში უთხრეს. ცენტრის მოქალაქეებს წითელას ვირუსზე აცრისკენ მოუწოდებს. უწყების ცნობით, წითელას ვირუსის გამო საავადმყოფოში 12 ადამიანი მკურნალობდა, მათგან 8 კვლავ სტაციონარში რჩება, ხოლო 4 უკვე გაწერეს. 7 თებერვლის მდგომარეობით კი წითელას ვირუსის 130 შემთხვევა ფიქსირდებოდა.

კვერცხი, პომიდორი და ბანანი ნაბახუსევზე შველის

კვერცხი, პომიდორი და ბანანი ნაბახუსევზე შველის

ნაკლებმსმელ ადამიანსაც კი 1-2 ბოკალი ღვინის დალევის შემდეგ, დილით შეიძლება თავი და კუჭი ასტკივდეს. გთავაზობთ ეფექტურ რეცეპტებს ასეთი შემთხვევებისთვის. საუზმეზე ბუტერბროდის ნაცვლად კვერცხიანი პომიდორი მოამზადეთ. ეს ორი პროდუქტი შეიცავს ამინომჟავა ცისტეინს, რომელიც ალკოჰოლის ტოქსინებს შლის და შედეგად თავის ტკივილსა და კუჭში დისკომფორტს ამცირებს. ჭამეთ ბანანი. ის მდიდარია კალიუმით. როდესაც ალკოჰოლს სვამთ, მას უჯრედებიდან წყალთან ერთად […]

როგორ გადავლახოთ შვილის კრიზისული პერიოდები

როგორ გადავლახოთ შვილის კრიზისული პერიოდები

როგორ ხარობდით შვილის დაბადებით, კოვზით აჭმევდით, ხელიხელჩაკიდებულს ატარებდით, ამბობდით: “ჩვენ გავიღვიძეთ, ჩვენ ვითამაშეთ, ჩვენ ვიბანავეთ”… და უეცრად ეს საყვარელი არსება თითქოს შეგიცვალეს – მხოლოდ თავისი ხელით ჭამა სურს, არ იკარებს თქვენ მიერ შერჩეულ ტანსაცმელს, სეირნობისას ყოველ ნაბიჯზე აურზაურს აწყობს… რა ხდება? ეს თქვენი შვილის ცხოვრების პირველი კრიზისია. მოემზადეთ, წინ კიდევ რამდენიმე გელით. პირველი კრიზისი ცხრა […]

როგორ გავითეთროთ კბილები

როგორ გავითეთროთ კბილები

კბილების გათეთრება შეიძლება როგორც სტომატოლოგიურ კლინიკაში, ასევე დამოუკიდებლად. კბილების გათეთრების ყველა პროცედურა პირობითად 2 ტიპად იყოფა: ქიმიური და მექანიკური. პირველ შემთხვევაში გამოიყენება რეაგენტი, რომელიც მინანქრის შიგნით ორგანულ პიგმენტს შლის და რამდენიმე ტონით ათეთრებს. მექანიკური გათეთრება ნაკლებად აგრესიულია. ის ნადების, კბილის ქვების მოცილებას ითვალისწინებს, რაც კბილებს აჯანსაღებს, ხოლო მინანქარი ერთი-ორი ტონით ღიავდება. ულტრაბგერითი წმენდა ულტრაბგერითი მეთოდი […]

აჭარაში წითელას ვირუსის აფეთქებაა

აჭარაში წითელას ვირუსის აფეთქებაა

აჭარაში წითელას ლოკალური აფეთქებაა და ამჟამად კონტროლის ღონისძიებები მიმდინარეობს. ამის შესახებ „პირველთან“ საუბარში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა. ხათუნა ზახაშვილი მიიჩნევს, რომ აჭარის აფეთქების შეკავებას დაავადებათა კონტროლის ცენტრი შეძლებს, თუმცა „გამომდინარე იქიდან, რომ წითელა მაღალი გადამდებლობით ხასიათდება, შესაძლოა, ჩატარებული ღონისძიებები საკმარისი არ აღმოჩნდეს“. ამ შემთხვევაში საჭიროა, თვითონ ადამიანებმა მიხედონ […]