წყალტუბოს რაიონის სოფელ გუმათში, მოზარდი ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ამბები.ჯი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა ძველით ახალ წელს მოხდა. ადგილობრივების განცხადებით, ბავშვებმა იარაღი მოიპარეს, ერთ-ერთს კი იარაღი გაუვარდა.
არსებული ინფორმაციით, გეგი ხეცურიანს შემთხვევით გავარდნილი ტყვია არტერიაში მოხვდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
„გული მოგვიკლა გეგის ამბავმა. მოულოდნელი და შემზარავი ტრაგედიაა ეს ყველასთვის. საუბარიც გვიჭირს ამ თემაზე. როგორც ვიცით, თოფი მოიპარეს ბავშვებმა და ერთ-ერთს გაუვარდა იარაღი. გეგის არტერიაში მოხვდა. სამწუხაროდ, ვერ გადაარჩინეს” – ამბობენ ადგილობრივები.
ამბები.ჯი

