„ლადო 58“ – დაწერა მომღერალმა ეკა კახიანმა სოციალურ ქსელში და გარდაცვლილი ძმის ფოტო გამოაქვეყნა. მსახიობ იმედა კახიანისა და ფლორა ანთიძის ვაჟი 14 წლის ასაკში გარდაიცვალა. ქალბატონი ფლორა „სარკის“ ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს:
-მეც და იმედოც სულ ვფიქრობთ, რომ იმ ადამიანებთან ვალში ვართ, ვინც ჩვენი მწუხარების დროს ჩვენ გვერდით იდგა, ვინც ცხოვრების გზაზე გვიმეგობრა, ვინც კეთილი სალამი გვითხრა და მოგვეფერა. ვცდილობთ, ვალი სიკეთით და სიყვარულით დავაბრუნოთ.

