„ბეწვზე ვეკიდეთ… ოთხ ადგილას იყო ნაწლავები გახვრეტილი… ორი კვირა იაშვილის კლინიკაში ვცხოვრობდით“ – ნინო ნადირაძის ურთულესი დღეები და დიდი განსაცდელი

„ბეწვზე ვეკიდეთ... ოთხ ადგილას იყო ნაწლავები გახვრეტილი... ორი კვირა იაშვილის კლინიკაში ვცხოვრობდით“ - ნინო ნადირაძის ურთულესი დღეები და დიდი განსაცდელიექიმი-კარდიოლოგ ნინო ნადირაძის ცხოვრებაში დიდი განსაცდელი იყო, რომლის შესახებაც „პრაიმ ტაიმთან“ ყვება:

_ ჯგუფელს, ბავშვს მოტანილი ჰქონდა პატარა სათამაშო მაგნიტები… მოკლედ, ეს მაგნიტები ჰქონდა ჩაყლაპული 17 თუ 18 ცალი. მერე ეს მაგნიტები სამაჯურივით გაერთიანდნენ, ნაწლავები მოექცა, ოთხ ადგილას იყო ნაწლავების პერფორაცია, გახვრეტა, წავიდა პერიტონიტი, სეფსისი. მოკლედ, ძალიან ძაფზე ვეკიდეთ. ორი კვირა გადაბმულად ვცხოვრობდით იაშვილის კლინიკაში… რამდენადაც ძლიერი და მაგარი ვარ, ბავშვს რომ ეხება საქმე, უმწეო ვხდები. გვაჩუქეს ჩემი პატარა და ჩემთვის იაშვილის კლინიკა არის სალოცავი.,. იცით, იქ რა ხალხი მუშაობს, რანაირი სტაფია? ექთანი, სანიტარი… ვერ გამოვყოფ. ნუ ზვიადის და მაცაცოს შესრულებული ეს უნიკალური ოპერაცია თავისთავად, მაგრამ რეანიმაციის მართვა ეგრე არ არის…

ბავშვი ფაქტობრივად გვაჩუქეს… ამ დროს ყველაფრის გადაფასება ხდება, ყველა პრობლემა უფერულდება. სხვათა შორის, თუ შენიშნეთ, ნაკლებად ვდებ სტატუსებს, ნაკლებად ვაქტიურობ, იმდენად მიჩერებული ვარ ამ ბავშვს. ყველაფერმა დაკარგა აზრი ჩემს ცხოვრებაში. არ გავა დღე, იაშვილის კლინიკის სტაფი არ დავლოცო კარისკაციდან დაწყებული…

პრაიმ ტაიმი