„სარკე“
ერთ დღეს დიდმა რეჟისორმა, კოტე მარჯანიშვილმა, 23 წლის ახალბედა მსახიობი, პიერ კობახიძე, თავის თეატრში წაიყვანა და საუკეთესო სპექტაკლში ლოპე დე ვეგას „ცხვრის წყაროში” როლი მისცა. იმ დღიდან მოყოლებული, 30 წელზე მეტი, პიერ კობახიძე მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე იდგა.
„სარკესთან” მამის ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები მისმა უმცროსმა შვილმა, გულნარა კობახიძემ, გაიხსენა:
_ თეატრში არის ხოლმე ინტრიგები, ქიშპობა, მაგრამ მამა ასეთ რამეებში არასდროს გარეულა. ვერ ნახავდით ადამიანს, ვისაც ის არ უყვარდა. ერთხელ სრულიად ახალბედა მსახიობ ოთარ მეღვინეთუხუცესს თავისი პრემიერა დაუთმო…
თამაშობდა. სპექტაკლის დროს დეკორაციულ კიბეზე აირბინა, რომელიც კარგად დადგმული არ იყო. იქიდან ჩამოვარდა და თავი დაარტყა, მაგრამ თამაში გააგრძელა, უფრო მეტიც, მთელი გასტროლი ითამაშა…
მერი რევოლუციონერის შვილი იყო. როცა მამამისი დახვრიტეს, მთელი ოჯახი თან მიაყოლეს. მართალია, ის უკვე გათხოვილი იყო და რამდენიმე თვის შვილი ჰყავდა, მაგრამ გადასახლებაში მაინც წაიყვანეს და მალევე მოკლეს. მაშინ მხოლოდ 19 წლის გოგონა იყო. 9 თვის დავითი პიერს დარჩა…
სტატია სრულად ნახეთ ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში
