ცოლი ახალი მოყვანილი – ავარიაში დაშავებული 19 წლის ბიჭი გარდაიცვალა

ცოლი ახალი მოყვანილი - ავარიაში დაშავებული 19 წლის ბიჭი გარდაიცვალასამ­ტრე­დია-აბა­შის გზა­ზე, 24 ოქ­ტომ­ბერს მომ­ხდა­რი უმ­ძი­მე­სი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად დაშავებული 19 წლის ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა. საავადმყოფოში რჩება მისი მეუღლე, რომლის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ადგილობრივების თქმით, დაღუპულს ცოლი ახალი მოყვანილი ჰყავდა. სამტრედია-აბაშის მონაკვეთზე ორი დღის წინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთმანეთს ოთხი ავტომობილი შეეჯახა.

დაშავდა ათი პირი, მათგან შვიდი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს, სამს კი დახმარება ადგილზე გაეწია.

ინფო იმერეთი