„სარკე“
ბლოგერი და ჟურნალისტი, მერსი სულხანიშვილი, დიდ ყურადღებას აქცევს თავის გარეგნობას და წლების განმავლობაში შემუშავებული რუტინით უვლის მას. ახლა კი დადგა დრო, რადიკალური ცვილელბა შეეტანა საკუთარ ვიზუალში და ში პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, მკერდის გაზარდა. ამისთვის მას არც ნარკოზი დასჭირვებია და არც ხანგრძლივი რეაბილიტაციის პერიოდი. ოპერაციიდან მესამე დღეს უკვე მანქანასაც მართავდა. „სარკესთან“ ამბობს, რომ მკერდის ოპერაცია ჰოლივუდური სტანდარტებით გაიკეთა:
-ეს არის ეგრეთ წოდებული ჰოლივუდური ტექნოლოგია, როდესაც 30 წუთში გამოდიხარ საოპერაციოდან. ადგილობრივი გაუტკივარება საკმარისია ამ ოპერაციისთვის… მე გავიკეთე საქართველოში ყველაზე კარგი იმპლანტი და ყველას უკვირს, როდესაც მეკითხებიან, რა დაგიჯდა ეს ოპერაციაო. არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ მხოლოდ 10 ათასი დოლარი დამიჯდა.
-ეს იაფია?
– მკერდის პლასტიკური ოპერაცია სტანდარტული წესით 15 ათასი დოლარიდან იწყება.
– აქამდეც მიგიმართავთ პლასტიკური ქირურგიისთვის?
-ეს პირველი იყო, რასაც პლასტიკური ქირურგია ჰქვია. ესთეტიური პროცედურები ძალიან მიყვარს. თავს მუდმივი მოვლა სჭირდება. ჩვენ ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, როდესაც თავის მოვლის ყველაზე ეფექტურია ინექციური საშუალებები. შესაბამისად, არაფერს განსაკუთრებულს არ ვაკეთებ.
ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ „სარკის“ მიმდინარე ნომერში
