ვიკა ბუკია: ,,აღარ უნდათ ადამიანებს აქ ყოფნა, აღარ! აქ მარტო ერთ ადგილას გაშეშება შეიძლება”

ვიკა ბუკია: ,,აღარ უნდათ ადამიანებს აქ ყოფნა, აღარ! აქ მარტო ერთ ადგილას გაშეშება შეიძლება"ტელეწამყვანი ვიკა ბუკია იმ პრობლემაზე წერს, რაც თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან თვალნათელია – საქართველოს უამრავი ადამიანი ტოვებს და ემიგრაციაში მიდიან.
,,ნინო გაფრინდა. ნანა გაფრინდა. ეკა, მაკა, ვიკა. გნებავთ ,,ჩემი ცისანა”. ისევ გაფრინდა ნეტა? და ან როგორ მიდიან? მართლა მიფრინავენ. ფრთაშესხმულები. უკანმოუხედავად. მიფრინავენ თვითმფრინავებით. მიფრინავენ ავტობუსებით და გემებითაც მიფრინავენ. ყველაფერმა ფრენა დაიწყო. მიფრინავენ ამერიკაში “ჩერეზ მექსიკა”, იმ გაუსაძლის ტრამალებსაც გადაიფრენენ, ოღონდ აქ არ იფორთხონ.
გადაიფრენენ გეტოებს; გადაიფრენენ უდაბნოებს; ტრაილერებში ჩაკუჭულები იფრენენ. შეძლებენ იქაც.
ფრენა-ფრენით მიდიან ახალგაზრდები პოლონეთში, იტალიაში, გერმანიაში.
კი, კი, გერმანიაში, იქ სადაც შეგვპირდა წახვალთო და მხოლოდ ეს დაპირება შეასრულა იმ მრავალს შორის. ფრთებს ისხამენ ადამიანები და ისე მიდიან საქართველოდან. მიფრინავენ გრინქარდიანები, უცხო ქვეყნის უცნობებზე დაქორწინებულები, ვითომ ტურისტები, ვითომ ტრენინგზე წასულები,
ვითომ უკან ჩამომსველელები. და მიფრინავენ ისინიც, ვისაც არც გაჭირვება აქვს.
არც ცარიელი მაცივარი. მაგრამ აქ ყოფნა არ შეუძლია. დაღლილი ვარო და დათრგუნულიო.
გასულ კვირას კიდევ ერთი ჩემი მეგობარი მიფრინდა პოლონეთის საელჩოსთან. იქვე ვცხოვრობ და დავინახე როგორ ფარფატებდა რიგში. აღარ უნდათ ადამიანებს აქ ყოფნა. აღარ. აქ მარტო ერთ ადგილას გაშეშება შეიძლება, თუ უკან არ მიდიხარ. ერთ ადგილას დგომა, დგომა, დგომა. და ადამიანს, ერთხელ დაბადებულს ხომ შეიძლება ერთხელ მაინც მოუნდეს ფრენა. თუნდაც ფრთები წაიტეხოს. მაგრამ მისია ის ფრთებიც. გაოგნება შეიძლება. ყოველდღე მიდიან ჩემი ფრენდები. ალბათ თქვენიც”, – დაწერა ვიკა ბუკიამ.